ავტორი:

"დამოუკიდებელი უნდა გავხდეთ რუსული ნავთობისგან, ნახშირისა და გაზისგან" - რა გეგმა წარადგინა ევროკომისიამ?

"დამოუკიდებელი უნდა გავხდეთ რუსული ნავთობისგან, ნახშირისა და გაზისგან" - რა გეგმა წარადგინა ევროკომისიამ?

ევროპულმა კომისიამ წარადგინა გეგმა, თუ როგორ უნდა გახდეს 2030 წლამდე ევროპა რუსული საწვავისგან დამოუკიდებელი. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადებაშია საუბარი.

გაზზე დამოკიდებულების შემცირება უკვე მიმდინარე წლიდან დაიწყება.

წარმოდგენილი გეგმა გულისხმობს ევროკავშირის მოთხოვნის შემცირებას რუსეთის გაზის 2/3-ზე უკვე მიმდინარე წლიდან.

"ჩვენ დამოუკიდებელი უნდა გავხდეთ დამოუკიდებელი რუსული ნავთობისგან, ნახშირისა და გაზისგან. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ვიყოთ დამოკიდებული მომწოდებელზე, რომელიც პირდაპირ გვემუქრება", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გეგმის თანახმად, ევროკომისია ევროკავშირის ყველა ქვეყანას დაავალდებულებს, შეავსონ თავისი გაზის საცავები სულ მცირე, 90 %-ით ყოველი წლის 1-ელ ოქტომბრამდე.

წარმოდგენილი გეგმების განხილვა მოხდება ხუთშაბათს, საფრანგეთში დაგეგმილ ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტზე.

ევროკავშირის დამოკიდებულება ბუნებრივ აირზე რუსეთისადმი დაახლოებით 40 %-ს შეადგენს, ნავთობის მიწოდება 27 %-ს, ნახშირის 46 %-ს.