"სუხიშვილების" სამხატვრო ხელმძღვანელი, ილიკო სუხიშვილი დღეს იუბილარია. ილიკო 50 წლის გახდა. სოციალურ ქსელში უკვე არაერთი მისალოცი პოსტი გამოქვეყნდა.
მას დაბადების დღეს ულოცავენ "სუხიშვილების" ოსიციალურ გვერდზეც:
"დღეს ჩვენი ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი ქორეოგრაფის, გამორჩეულად ნიჭიერი, კეთილშობილი და ღირსეული ადამიანის - ილიკო სუხიშვილის დაბადების დღეა! დიდი სიყვარულით ვულოცავთ დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და მშვიდობას ვუსურვებთ! წინ მრავალი ახალი და საინტერესო პროექტი, წარმატებული კონცერტები და სავსე დარბაზებია", - წერენ "სუხიშვილები".
ილიკოს დაბადების დღეს ულოცავს, მისი და ნინო სუხიშვილიც და საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ფოტოებს აქვეყნებს: