პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, ეს მთელი მსოფლიოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს" - რას ამბობს ანჯელინა ჯოლი იემენში შექმნილ ვითარებასა და უკრაინელ დევნილებზე
"ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, ეს მთელი მსოფლიოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს" - რას ამბობს ანჯელინა ჯოლი იემენში შექმნილ ვითარებასა და უკრაინელ დევნილებზე

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი მრა­ვა­ლი წე­ლია გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა სა­ა­გენ­ტოს­თან თა­ნამ­შრომ­ლობს (UNHCR) და ხში­რად ეხ­მა­რე­ბა იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ ოჯა­ხებს. უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომის პა­რა­ლე­ლუ­რად, მსა­ხი­ო­ბი იე­მე­ნის კონ­ფლიქტსაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნევს. მან იე­მე­ნის ქა­ლაქ ადენ­ში ჩაფ­რე­ნა და იქა­უ­რე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა.

ან­ჯე­ლი­ნა უკ­რა­ი­ნი­სა და იე­მე­ნის ლტოლ­ვილ­თა კრი­ზისს შო­რის პა­რა­ლელს ავ­ლებს. ჯო­ლიმ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა იე­მენ­ში გამ­გზავ­რე­ბის შე­სა­ხებ და ვი­დე­ოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც ასე­თი წარ­წე­რა და­ურ­თო:

"ადენ­ში ჩა­მოვფრინ­დი, რათა იძუ­ლე­ბით გა­და­სახ­ლე­ბულ ოჯა­ხებს და ლტოლ­ვი­ლებს შევ­ხვდე და ჩემი მხარ­და­ჭე­რა გა­მოვ­ხა­ტო იე­მე­ნის ხალ­ხის მი­მართ.

უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ში­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, მო­ვი­თხოვთ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყდეს კონ­ფლიქ­ტი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნონ უკ­რა­ი­ნე­ლებს. მე იე­მენ­ში ვარ ახლა, რად­გან აქა­უ­რებ­საც ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ მშვი­დო­ბა", - წერს ან­ჯე­ლი­ნა.

მსა­ხი­ო­ბი აღ­ნიშ­ნავს, რომ იე­მენ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სია და რომ 2022 წელს, ყო­ველ 1 სა­ათ­ში, 1 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე იღუ­პე­ბა ან მძი­მედ შავ­დე­ბა: "იე­მე­ნის ეკო­ნო­მი­კა ომის გამო გა­ნად­გურ­და და ადა­მი­ა­ნე­ბი ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბა­ზე არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი",

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ან­ჯე­ლი­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნაც შე­ე­ხო რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის სა­კითხს.

"ვლო­ცუ­ლობ უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის­თვის. გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა სა­ა­გან­ტოს კო­ლე­გებ­თან ერ­თად ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რაც შე­მიძ­ლია, რომ და­ვიც­ვათ იმ იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბი, ვინც რე­გი­ო­ნი­დან არი­ან. ჩვენ უკვე მრა­ვა­ლი შემ­თხვე­ვა ვნა­ხეთ, როცა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს სახ­ლი­დან გაქ­ცე­ვა და უსაფრ­თხო ად­გი­ლის სა­ძებ­ნე­ლად წას­ვლა მო­უ­წი­ათ. ჯერ ად­რეა იმის ცოდ­ნა, რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი უნდა იყოს - არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის", - ამ­ბობს ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ჩემო ანჯელინა
24

ვის რაში აინტერესებს აბა იემენი! შენი ქვეყანა ეხლა სხვა ფრონტზეა, იქ უკეთესი ფული კეთდება. და დანარჩენი "ცივილიზებული " სამყაროც იმათ მიჰყვება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, ეს მთელი მსოფლიოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს" - რას ამბობს ანჯელინა ჯოლი იემენში შექმნილ ვითარებასა და უკრაინელ დევნილებზე

"ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, ეს მთელი მსოფლიოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს" - რას ამბობს ანჯელინა ჯოლი იემენში შექმნილ ვითარებასა და უკრაინელ დევნილებზე

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი მრავალი წელია გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსთან თანამშრომლობს (UNHCR) და ხშირად ეხმარება იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს. უკრაინა-რუსეთის ომის პარალელურად, მსახიობი იემენის კონფლიქტსაც არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მან იემენის ქალაქ ადენში ჩაფრენა და იქაურებისთვის დახმარების აღმოჩენა გადაწყვიტა.

ანჯელინა უკრაინისა და იემენის ლტოლვილთა კრიზისს შორის პარალელს ავლებს. ჯოლიმ სოციალურ ქსელში დაწერა იემენში გამგზავრების შესახებ და ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა დაურთო:

"ადენში ჩამოვფრინდი, რათა იძულებით გადასახლებულ ოჯახებს და ლტოლვილებს შევხვდე და ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო იემენის ხალხის მიმართ.

უკრაინაში განვითარებული საშინელი მოვლენების გამო, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს კონფლიქტი და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინონ უკრაინელებს. მე იემენში ვარ ახლა, რადგან აქაურებსაც ძალიან სჭირდებათ მშვიდობა", - წერს ანჯელინა.

მსახიობი აღნიშნავს, რომ იემენში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კრიზისია და რომ 2022 წელს, ყოველ 1 საათში, 1 მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება ან მძიმედ შავდება: "იემენის ეკონომიკა ომის გამო განადგურდა და ადამიანები ჰუმანიტარულ დახმარებაზე არიან დამოკიდებულნი",

აღსანიშნავია, რომ ანჯელინა სოციალური ქსელის საშუალებით რამდენიმე დღის წინაც შეეხო რუსეთის უკრაინაში შეჭრის საკითხს.

"ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის. გაეროს ლტოლვილთა სააგანტოს კოლეგებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, რომ დავიცვათ იმ იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა უფლებები, ვინც რეგიონიდან არიან. ჩვენ უკვე მრავალი შემთხვევა ვნახეთ, როცა დაზარალებულებს სახლიდან გაქცევა და უსაფრთხო ადგილის საძებნელად წასვლა მოუწიათ. ჯერ ადრეა იმის ცოდნა, რა მოხდება მომავალში, მაგრამ უკრაინის კონფლიქტი მთელი მსოფლიოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს - არა მხოლოდ უკრაინელებისთვის", - ამბობს ჰოლივუდის ვარსკვლავი.

წყარო: cnn

მოამზადა ანა სიბოშვილმა