მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრემლის პროპაგანდისტ სოლოვიოვს კომოზე 8 მილიონის ღირებულების ვილების დაყადაღების შემდეგ,YouTube-ის არხებიც დაუბლოკეს
კრემლის პროპაგანდისტ სოლოვიოვს კომოზე 8 მილიონის ღირებულების ვილების დაყადაღების შემდეგ,YouTube-ის არხებიც დაუბლოკეს

კრემ­ლის პრო­პა­გან­დისტს, პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის აქ­ტი­ურ მხარ­დამ­ჭერს ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ოვს, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­მა სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა, ამ­ჯე­რად YouTube-ის არ­ხე­ბი: "Soloviev LIVE" და "სა­ღა­მო ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ოვ­თან ერ­თად“ და­უბ­ლო­კეს. გვერ­დზე შეს­ვლის მცდე­ლო­ბი­სას, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ხე­და­ვენ შე­ტყო­ბი­ნე­ბას: "ეს ან­გა­რი­ში შე­ჩე­რე­ბუ­ლია YouTube-ს გა­მო­ყე­ნე­ბის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო“.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ევ­რო­კავ­ში­რის სა­სან­ქციო სი­ა­ში რუსი ოლი­გარ­ქე­ბი­სა და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გვერ­დით, სო­ლო­ვი­ო­ვიც მოხ­ვდა. შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მას იტა­ლი­ა­ში, კო­მოს ტბა­ზე 8 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ორი ვილა და­უ­ყა­და­ღეს.

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, ოპე­რა­ცია, სუ­პერმ­დი­და­რი რუ­სე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, იტა­ლი­ის ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­ცე­მუ­ლი ნე­ბარ­თვით, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ვა­ლუ­ტო პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­ა­ტა­რეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­სან­ქციო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა და­ი­წყო მთე­ლი იტა­ლი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ვლა­დი­მირ სო­ლო­ვი­ო­ვი ცნო­ბი­ლია უკ­რა­ი­ნის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თა და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით.

"ჩემს მა­გა­ლით­ზე გა­ვი­გე უკვე, რა არის "სა­კუთ­რე­ბის წმინ­და უფ­ლე­ბა“. მე მომ­ქონ­და დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლი­თაც ვამ­ტკი­ცებ­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად მქონ­და, რომ მაქვს "თეთ­რი ხელ­ფა­სი“, შე­მო­სა­ვა­ლი... ვაჩ­ვე­ნე, რომ ვი­ყი­დე, გა­და­სა­ხა­დე­ბი გა­და­ვი­ხა­დე… ყვე­ლა­ფე­რი ვქე­ნი, მოკ­ლედ და უც­ბად, ვი­ღაც იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში ხვდე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი სა­მარ­თლი­ა­ნად ვქე­ნი. თქვენ ხომ გვიყ­ვე­ბო­დით, რომ ევ­რო­პა­ში წმინ­დაა სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა?!“ - თქვა სო­ლო­ვი­ოვ­მა თა­ვი­სა­ვე გა­და­ცე­მა­ში მას მერე, რაც გა­ი­გო, რომ სან­ქცი­რე­ბულ­თა შო­რის იყო". მისი აღ­შფო­თე­ბა უფრო შორ­საც წა­ვი­და და ყვე­ლა­ფე­რი ან­ტი­სე­მი­ტიზმს და­აბ­რა­ლა, გა­იხ­სე­ნა რა, რომ ებ­რა­ე­ლია.

"ჩვენ ებ­რა­ე­ლებ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე გა­ვი­ა­რეთ, თქვენ ცი­ვი­ლურ ევ­რო­პა­ში ცოტა აზ­რზე მო­დით რა გინ­დათ ჩვენ­გან? ჩვენ მა­ინც ჩა­ვა­ტა­რებთ უკ­რა­ი­ნა­ში "დე­ნა­ცი­ფი­კა­ცი­ას“, თქვენ კი ჩა­მო­ყა­ლიბ­დით, რა გინ­დათ?!“ - გა­ნა­ცხა­და მან.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, “დე­ნა­ცი­ფი­კა­ცია” და “ნა­ცის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა” უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის მთა­ვა­რი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ხა­ზია, რომ­ლი­საც მსოფ­ლი­ო­ში არა­ვის სჯე­რა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შალიკოს
4

მართლა ბრიყვი ხარ .

ნუგზარი
26

ეს არის სიტყვის თავისუფლება როდესაც youtube ვინც არ აწყობს მაუწყებლობას უთიშავს?! მახსენდება სტალინის გამონათქვამი ამასთან დაკავშირებით: მე ყოველთვის მეგონა რომ დემოკრატია არის ხალხის მართველობა, მაგრამ შემდეგში ამხანაგმა რუზველტმა ამიხსნა რომ დემოკრატია არის ამერიკელი ხალხის მართველობა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კრემლის პროპაგანდისტ სოლოვიოვს კომოზე 8 მილიონის ღირებულების ვილების დაყადაღების შემდეგ,YouTube-ის არხებიც დაუბლოკეს

კრემლის პროპაგანდისტ სოლოვიოვს კომოზე 8 მილიონის ღირებულების ვილების დაყადაღების შემდეგ,YouTube-ის არხებიც დაუბლოკეს

კრემლის პროპაგანდისტს, პრეზიდენტ პუტინის აქტიურ მხარდამჭერს ვლადიმერ სოლოვიოვს, რომელიც ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, ამჯერად YouTube-ის არხები: "Soloviev LIVE" და "საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან ერთად“ დაუბლოკეს. გვერდზე შესვლის მცდელობისას, მომხმარებლები ხედავენ შეტყობინებას: "ეს ანგარიში შეჩერებულია YouTube-ს გამოყენების პირობების დარღვევის გამო“.

მოგეხსენებათ, ევროკავშირის სასანქციო სიაში რუსი ოლიგარქებისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გვერდით, სოლოვიოვიც მოხვდა. შესაბამისად, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას იტალიაში, კომოს ტბაზე 8 მილიონი ევროს ღირებულების ორი ვილა დაუყადაღეს.

როგორც ცნობილი გახდა, ოპერაცია, სუპერმდიდარი რუსებისთვის გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში, იტალიის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვით, სპეციალური სავალუტო პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ სასანქციო გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო მთელი იტალიის ტერიტორიაზე.

ვლადიმირ სოლოვიოვი ცნობილია უკრაინის მიმართ განსაკუთრებულად მტრული დამოკიდებულებითა და რუსეთის ხელისუფლების სიყვარულით.

"ჩემს მაგალითზე გავიგე უკვე, რა არის "საკუთრების წმინდა უფლება“. მე მომქონდა დოკუმენტები, რომლითაც ვამტკიცებდი, რომ ყველაფერი ოფიციალურად მქონდა, რომ მაქვს "თეთრი ხელფასი“, შემოსავალი... ვაჩვენე, რომ ვიყიდე, გადასახადები გადავიხადე… ყველაფერი ვქენი, მოკლედ და უცბად, ვიღაც იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჟურნალისტი სანქცირებულთა სიაში ხვდება. ყველაფერი სამართლიანად ვქენი. თქვენ ხომ გვიყვებოდით, რომ ევროპაში წმინდაა საკუთრების უფლება?!“ - თქვა სოლოვიოვმა თავისავე გადაცემაში მას მერე, რაც გაიგო, რომ სანქცირებულთა შორის იყო". მისი აღშფოთება უფრო შორსაც წავიდა და ყველაფერი ანტისემიტიზმს დააბრალა, გაიხსენა რა, რომ ებრაელია.

"ჩვენ ებრაელებმა ეს ყველაფერი უკვე გავიარეთ, თქვენ ცივილურ ევროპაში ცოტა აზრზე მოდით რა გინდათ ჩვენგან? ჩვენ მაინც ჩავატარებთ უკრაინაში "დენაციფიკაციას“, თქვენ კი ჩამოყალიბდით, რა გინდათ?!“ - განაცხადა მან.

მოგეხსენებათ, “დენაციფიკაცია” და “ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლა” უკრაინაში რუსეთის შეჭრის მთავარი პროპაგანდისტული ხაზია, რომლისაც მსოფლიოში არავის სჯერა.