სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აი კიევი, ჩვენი ოფისი... მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა, არ ვიმალები, არავისი არ მეშინია" - რა ვიდეოს აქვეყნებს ვოლოდიმირ ზელენსკი
"აი კიევი, ჩვენი ოფისი... მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა, არ ვიმალები, არავისი არ მეშინია" - რა ვიდეოს აქვეყნებს ვოლოდიმირ ზელენსკი

"დღეს ჩვე­ნი ბრძო­ლის, ჩვე­ნი თავ­დაც­ვის მე-12 სა­ღა­მოა, ყვე­ლა­ნი იქ ვართ, ყვე­ლა­ნი ვმუ­შა­ობთ, ყვე­ლა იქ არის სა­დაც უნდა იყოს - მე კი­ევ­ში ვარ, ჩემი გუნ­დი ჩემ­თა­ნაა", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში აცხა­დებს.

"აი სა­ღა­მოს კი­ე­ვი, ჩვე­ნი ოფი­სი. დღეს ჩვე­ნი ბრძო­ლის, ჩვე­ნი თავ­დაც­ვის მე-12 სა­ღა­მოა. ჩვენ ყვე­ლა­ნი ად­გილ­ზე ვართ, ყვე­ლა ვმუ­შა­ობთ. ყვე­ლა იქ არის, სა­დაც უნდა იყოს. მე კი­ევ­ში ვარ, ჩემი გუნ­დი ჩემ­თა­ნაა,“- აცხა­დებს ზე­ლენ­სკი.

მისი თქმით, კი­ევ­ში დარ­ჩე­ნას აპი­რებს იმ­დენ ხანს, რამ­დე­ნი ხა­ნიც დას­ჭირ­დე­ბა ომში გა­მარ­ჯვე­ბას.

არ ვი­მა­ლე­ბი, არა­ვი­სი არ მე­ში­ნია. დავ­რჩე­ბი იმ­დენ­ხანს, რამ­დე­ნიც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ამ სა­მა­მუ­ლო ომში გა­სა­მარ­ჯვებ­ლად,“- აცხა­დებს ზე­ლენ­სკი.

მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნა რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს გა­აგ­რძე­ლებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აგ­რე­სო­რი, ჯერ­ჯე­რო­ბით, მიღ­წე­ულ შე­თან­ხმე­ბებს არ ას­რუ­ლებს.

"იყო შე­თან­ხმე­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დე­რეფ­ნე­ბის შე­სა­ხებ. იმუ­შა­ვა? სა­მა­გი­ე­როდ რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. რუ­სუ­ლი “გრა­დე­ბი”, რუ­სუ­ლი ნაღ­მე­ბი. მათ ის გზაც კი და­ნაღ­მეს, რომ­ლი­თაც ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის საკ­ვე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი უნდა მი­ე­წო­დე­ბი­ნათ,“- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, რომ რუსი ოკუ­პან­ტე­ბი იმ ავ­ტო­ბუ­სებ­საც კი ანად­გუ­რე­ბენ, რომ­ლე­ბიც ხალ­ხის გა­მო­საყ­ვა­ნად არის გან­კუთ­ვნი­ლი.

“დღეს ბე­ლა­რუს­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბის მე­სა­მე რა­უნ­დი შედ­გა. სურ­ვი­ლი მაქვს, ვთქვა, რომ ეს ბო­ლოა, თუმ­ცა ჩვენ რე­ა­ლის­ტე­ბი ვართ და ამი­ტომ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს გა­ვაგ­რძე­ლებთ, სა­ნამ არ გა­მოვ­ნა­ხავთ სა­შუ­ა­ლე­ბას, ჩვენს ხალ­ხს ვუ­თხრათ: ასე მი­ვალთ მშვი­დო­ბამ­დე“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოფო
8

გმირი რატოა ვერ ვხვდები.რახან თავის ქვეყანაშია აბა სად უნდა იყოს.გმირი იქნებოდა ეს ყველაფერი რო აეცილებინა თავიდან.გამოჩნდება ბოლოს ვინ როგორი გმირია კიევსმდე თუ მივა ოკუპანტი მერე რას იზამს დარჩება ჩვენი გმირი ჟიული შარტავსსავით და თავს გაწიეავს თუ დატოვებს სწრაფი ტემპით თავის სამშობლოს. ჯერჯერობით საგმიროს ვერაფერს ვხედავ

გელა
3

კიევში კი არა იქ ხარ უკვე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"აი კიევი, ჩვენი ოფისი... მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა, არ ვიმალები, არავისი არ მეშინია" - რა ვიდეოს აქვეყნებს ვოლოდიმირ ზელენსკი

"აი კიევი, ჩვენი ოფისი... მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა, არ ვიმალები, არავისი არ მეშინია" - რა ვიდეოს აქვეყნებს ვოლოდიმირ ზელენსკი

"დღეს ჩვენი ბრძოლის, ჩვენი თავდაცვის მე-12 საღამოა, ყველანი იქ ვართ, ყველანი ვმუშაობთ, ყველა იქ არის სადაც უნდა იყოს - მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს.

"აი საღამოს კიევი, ჩვენი ოფისი. დღეს ჩვენი ბრძოლის, ჩვენი თავდაცვის მე-12 საღამოა. ჩვენ ყველანი ადგილზე ვართ, ყველა ვმუშაობთ. ყველა იქ არის, სადაც უნდა იყოს. მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა,“- აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, კიევში დარჩენას აპირებს იმდენ ხანს, რამდენი ხანიც დასჭირდება ომში გამარჯვებას.

არ ვიმალები, არავისი არ მეშინია. დავრჩები იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება ამ სამამულო ომში გასამარჯვებლად,“- აცხადებს ზელენსკი.

მისივე თქმით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ აგრესორი, ჯერჯერობით, მიღწეულ შეთანხმებებს არ ასრულებს.

"იყო შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ. იმუშავა? სამაგიეროდ რუსული ტანკები მუშაობდნენ. რუსული “გრადები”, რუსული ნაღმები. მათ ის გზაც კი დანაღმეს, რომლითაც ადამიანებისთვის საკვები და მედიკამენტები უნდა მიეწოდებინათ,“- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები იმ ავტობუსებსაც კი ანადგურებენ, რომლებიც ხალხის გამოსაყვანად არის განკუთვნილი.

“დღეს ბელარუსში მოლაპარაკების მესამე რაუნდი შედგა. სურვილი მაქვს, ვთქვა, რომ ეს ბოლოა, თუმცა ჩვენ რეალისტები ვართ და ამიტომ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, სანამ არ გამოვნახავთ საშუალებას, ჩვენს ხალხს ვუთხრათ: ასე მივალთ მშვიდობამდე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.