მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შედეგით დასრულდა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი - მხარეების პირველი კომენტარები შეხვედრის შემდეგ
რა შედეგით დასრულდა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი - მხარეების პირველი კომენტარები შეხვედრის შემდეგ

უკ­რა­ი­ნა - რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მე­სა­მე რა­უნ­დი დას­რულ­და.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არის, თუმ­ცა შე­დე­გი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას საგ­რძნობ­ლად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მი­ხა­ილ პო­დო­ლი­აკ­მა თქვა, რომ რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე შე­თან­ხმდნენ, რომ "რა­ღაც შე­თან­ხმე­ბამ­დე მის­ვლას" ეც­დე­ბი­ან.

"ლო­ჯის­ტი­კი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დე­რეფ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გვაქვს. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ ნა­წილს, ამ­ჯე­რად შევ­თან­ხმდით, რომ რა­ღაც შე­თან­ხმე­ბამ­დე მის­ვლას ვეც­დე­ბით. ის შე­დე­გი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას საგ­რძნობ­ლად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს, ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხა­ილ პო­დო­ლი­აკ­მა.

მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა რუ­სულ­მა მხა­რე­მაც.

"ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დე­რეფ­ნე­ბის პრობ­ლე­მის გან­ხილ­ვას დიდი დრო მო­ვან­დო­მეთ - ამა­ზე წინა შეხ­ვედ­რა­ზეც შევ­თან­ხმდით, რა­მაც არ გა­ა­მარ­თლა, რად­გან უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა შე­თან­ხმე­ბა და მათი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­თი­თე­ბე­ბი არ შე­ას­რუ­ლეს", - ამის შე­სა­ხებ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ჩარ­თულ­მა რუს­მა დიპ­ლო­მატ­მა მო­რი­გი, მე-3 შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რუს­მა დიპ­ლო­მა­ტებ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვეს, რომ ხვა­ლი­დან ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დე­რეფ­ნე­ბი ამო­უ­შავ­დე­ბა.

"უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ იმის პი­რო­ბა მოგ­ვცა, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დე­რეფ­ნე­ბი ამუ­შავ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, გაგ­რძელ­და დის­კუ­სია სამ­ხედ­რო და პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ზე, რაც რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს და ნა­ად­რე­ვია რა­ღაც პო­ზი­ტი­ურ­ზე სა­უ­ბა­რი. მხო­ლოდ იმის თქმა შეგ­ვიძ­ლია, რომ აქ წე­რი­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტე­ბის დიდი კრე­ბუ­ლით მო­ვე­დით. ჩვენ კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, დო­კუ­მენ­ტე­ბი და შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი შე­ვად­გი­ნეთ.

იმე­დი გვქონ­და, რომ იმ პუნ­ქტებ­ზე, რა­ზეც თით­ქოს პრინ­ცი­პუ­ლად უკვე ორი­ვე მხა­რეს ვთან­ხმდე­ბო­დით, შეგ­ვეძ­ლო თუნ­დაც პრო­ტო­კო­ლის ფარ­გლებ­ში მოგ­ვე­წე­რა ხელი, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ ყვე­ლა ეს დო­კუ­მენ­ტი გა­მო­საკ­ვლე­ვად სახ­ლში წა­ი­ღო. ად­გილ­ზე მათ დო­კუ­მენ­ტებს ხელი არ მო­ა­წე­რეს და თქვეს, რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ სა­კითხს შემ­დეგ შეხ­ვედ­რა­ზე და­ვუბ­რუნ­დე­ბით. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­მა ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნე­ბი არ გა­ა­მარ­თლა, თუმ­ცა იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ შემ­დეგ შეხ­ვედ­რა­ზე უფრო საგ­რძნობ ნა­ბიჯს გა­დავ­დგამთ წინ - მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და რუს­მა დიპ­ლო­მატ­მა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე.
0

თქვენი ზემოთ დაწერლიდან გამოდის, რომ მშვიდობას ხელს უშლის უკრაინა. საინტერესოა, რატომ? გადაბუგული აქვს რუსეთი? პარადოქსია.

SOS!!!
3

მოლაპარაკების შედეგი რა იქნება ღმერთმა უწყის, ამასობაში კი გაწყდება ხალხი !!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

რა შედეგით დასრულდა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი - მხარეების პირველი კომენტარები შეხვედრის შემდეგ

რა შედეგით დასრულდა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი - მხარეების პირველი კომენტარები შეხვედრის შემდეგ

უკრაინა - რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა.

უკრაინული მხარის განცხადებით, გარკვეული ცვლილებები არის, თუმცა შედეგი, რომელიც უკრაინაში არსებულ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს, ჯერჯერობით არ არის.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილ პოდოლიაკმა თქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ, რომ "რაღაც შეთანხმებამდე მისვლას" ეცდებიან.

"ლოჯისტიკისა და ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები გვაქვს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ამჯერად შევთანხმდით, რომ რაღაც შეთანხმებამდე მისვლას ვეცდებით. ის შედეგი, რომელიც უკრაინაში არსებულ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს, ჯერჯერობით არ გვაქვს“, - განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა რუსულმა მხარემაც.

"ჰუმანიტარული დერეფნების პრობლემის განხილვას დიდი დრო მოვანდომეთ - ამაზე წინა შეხვედრაზეც შევთანხმდით, რამაც არ გაამართლა, რადგან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეთანხმება და მათი ხელმძღვანელობის მითითებები არ შეასრულეს", - ამის შესახებ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ჩართულმა რუსმა დიპლომატმა მორიგი, მე-3 შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რუსმა დიპლომატებმა იმედი გამოთქვეს, რომ ხვალიდან ჰუმანიტარული დერეფნები ამოუშავდება.

"უკრაინულმა მხარემ იმის პირობა მოგვცა, რომ ჰუმანიტარული დერეფნები ამუშავდება. გარდა ამისა, გაგრძელდა დისკუსია სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებზე, რაც რთულად მიმდინარეობს და ნაადრევია რაღაც პოზიტიურზე საუბარი. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ აქ წერილობითი დოკუმენტების დიდი კრებულით მოვედით. ჩვენ კონკრეტული პროექტები, დოკუმენტები და შეთავაზებები შევადგინეთ.

იმედი გვქონდა, რომ იმ პუნქტებზე, რაზეც თითქოს პრინციპულად უკვე ორივე მხარეს ვთანხმდებოდით, შეგვეძლო თუნდაც პროტოკოლის ფარგლებში მოგვეწერა ხელი, თუმცა უკრაინულმა მხარემ ყველა ეს დოკუმენტი გამოსაკვლევად სახლში წაიღო. ადგილზე მათ დოკუმენტებს ხელი არ მოაწერეს და თქვეს, რომ, სავარაუდოდ, ამ საკითხს შემდეგ შეხვედრაზე დავუბრუნდებით. სიმართლე გითხრათ, მოლაპარაკებებმა ჩვენი მოლოდინები არ გაამართლა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგ შეხვედრაზე უფრო საგრძნობ ნაბიჯს გადავდგამთ წინ - მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.