პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუბლინში მამაკაცი დააკავეს, რომელიც სატვირთო მანქანით რუსეთის საელჩოს ჭიშკარს დაეჯახა
დუბლინში მამაკაცი დააკავეს, რომელიც სატვირთო მანქანით რუსეთის საელჩოს ჭიშკარს დაეჯახა

ირ­ლან­დი­ის რეს­პუბ­ლი­კის პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც დუბ­ლინ­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს ჭიშ­კარს შე­ე­ჯა­ხა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ირ­ლან­დი­უ­რი გა­მო­ცე­მა TheJournal.ie ავ­რცე­ლებს. ირ­ლან­დი­ე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ცნო­ბით, პირი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის მე-4 ნა­წი­ლის შე­სა­ბა­მი­სად და­ა­კა­ვეს.

ინ­ცი­დენ­ტი დღეს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, 13:30 სა­ათ­ზე მოხ­და. ირ­ლან­დი­ის ეროვ­ნუ­ლი ტელე-რა­დიო მა­უ­წყებ­ლის (RTÉ) ცნო­ბით კი, სა­ელ­ჩოს მიმ­დე­ბა­რედ გზე­ბი ამ დრო­ის­თვის ჩა­კე­ტი­ლია.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. მომ­ხდარ­ზე რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს კო­მენ­ტა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­უ­კე­თე­ბია.

ცნო­ბის­თვის, დუბ­ლინ­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს­თან ინ­ცი­დენ­ტი რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნაც მოხ­და, რა დრო­საც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის შე­ნო­ბას, უკ­რა­ი­ნა­ში კრემ­ლის შეჭ­რის გამო, კა­თო­ლი­კე მღვდელ­მა წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვი შე­ას­ხა.

ავტორი:

დუბლინში მამაკაცი დააკავეს, რომელიც სატვირთო მანქანით რუსეთის საელჩოს ჭიშკარს დაეჯახა

დუბლინში მამაკაცი დააკავეს, რომელიც სატვირთო მანქანით რუსეთის საელჩოს ჭიშკარს დაეჯახა

ირლანდიის რესპუბლიკის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც დუბლინში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს შეეჯახა.

ამის შესახებ ინფორმაციას ირლანდიური გამოცემა TheJournal.ie ავრცელებს. ირლანდიელი სამართალდამცველების ცნობით, პირი შემთხვევის ადგილზევე, სისხლის სამართლის კოდექსის მე-4 ნაწილის შესაბამისად დააკავეს.

ინციდენტი დღეს, ადგილობრივი დროით, 13:30 საათზე მოხდა. ირლანდიის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებლის (RTÉ) ცნობით კი, საელჩოს მიმდებარედ გზები ამ დროისთვის ჩაკეტილია.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე რუსეთის საელჩოს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, დუბლინში რუსეთის საელჩოსთან ინციდენტი რამდენიმე დღის წინაც მოხდა, რა დროსაც დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობას, უკრაინაში კრემლის შეჭრის გამო, კათოლიკე მღვდელმა წითელი საღებავი შეასხა.