ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას. ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ეს სახიფათოა და სასურველია სავიზო რეჟიმის შემოღება...
"ორზე ცოტა მეტი სიტყვა რუსების შემოშვება-არშემოშვებაზე: სამწუხაროდ, როგორც ახასიათებს ჩვენს დისკუსიებს, აქაც საქმე გვაქვს ორ მონოლოგთან რადიკალურად დაპირისპირებული პოზიციებით და შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილებები ამ კაკაფონიაში იკარგება.
ერთნი ამტკიცებენ, რომ ყველა რუსი პოტენციური დამნაშავეა და არავინ არ უნდა შემოვუშვათ.
მეორენი კი აპელირებენ ეროვნებაზე და ამას ნაციონალური ნიშნით დისკრიმინაციის მიუღებლობის მიზეზით, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
ამ დროს, ორივე პოზიცია მცდარი და დამაზიანებელია ქვეყნისთვის. უფრო მეტიც, ეს განცხადებები აშკარად პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, რადგან საუბარი უნდა იყოს არა ეთნიკურად რუსებზე, არამედ რუსეთის მოქალაქეებზე. აქ უნდა მოიძებნოს სწორი ბალანსი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და ცივილიზებულ ჰუმანიტარულ მიდგომას შორის. უნდა შემოვუშვათ, ან არ უნდა შემოვუშვათ, გარკვეული ფილტრაციის შედეგად. ამ მექანიზმის ჩასართავად საუკეთესო საშუალებაა სავიზო რეჟიმის აღდგენა, მითუმეტეს რომ, მეორე მხრიდან ეს რეჟიმი მუშაობს და მას ბუნებრივია ჩვენს მიმართ პრეტენზიები ვერ ექნება, რისაც ასე ეშინია ხელისუფლებას. ამ შემთხვევაში გვექნება ყველა საშუალება, ვარეგულიროთ მიგრაციის პროცესი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე", - წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
და იმ ვიზებს თუ ყველას ჩაურტყამენ? ანუ ამათ თუ უნდათ რუსების შემოშვება მაინც შემოუშვებენ.
შემოვიღოთ თუ არა სავიზო რეჟიმი რუსეთთან ,ვიცით რას ნიშნავს ვიზა- ეს არის პრობითი ნებართვა, რომელიც გაიცემა სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად, ვიზა საქართველოში შემოსვლის ნებართვის შემთხვევაში ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში კანონით დადგენილი ვადით. ვიზის მიცემაზე უცხოელს შეიძლება უარი ეთქვას რამოდენიმე მიზეზით მათ შორის რასაც დღეს აყენებენ სავიზო რეჟიმის შემოღების წინაპირობად თუ საქართველოში უცხოელის ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას; და თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა ეს უარი შეიძლება ეთქვას უცხოელს იმისდა მიუხედავად ის საქართვეოში შემოსვლის დროს სარგებლობს ვიზით თუ უვიზო რეჟიმით და თუ დაინტერესდებით აღმოაჩენთ, რომ უვიზო რეჟიმის უცხოელებს მეტი უარ ეთქვათ შემოსვლაზე ვიდრე ვიზის საჭიროების მქონეთ. ასე რომ ვიზა უფრო პოლიტიკური ინსტრუმენტია ვიდრე სამართლებრივი.