ავტორი:

"რუსეთის მიერ გახსნილი ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით მოსახლეობა გასვლას მხოლოდ რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით შეძლებს" - BBC

"რუსეთის მიერ გახსნილი ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით მოსახლეობა გასვლას მხოლოდ რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით შეძლებს" - BBC

რუსეთის მიერ გახსნილი ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით მოსახლეობა გასვლას მხოლოდ რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებულ გეგმაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დერეფანი, რომელმაც კიევის მოსახლეობას ქალაქის დატოვების შესაძლებლობა უნდა მისცეს, რუსეთის მოკავშირე ბელარუსისკენ მიემართება, ხარკოვის მოსახლეობას კი წასასვლელი მხოლოდ რუსეთის მიმართულებით ექნება.

მარიუპოლიდან და სუმიდან დერეფნები მიმართული იქნება როგორც სხვა უკრაინული ქალაქებისკენ, ასევე რუსეთისკენ.

ცნობისთვის, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსული მხარე უკრაინის რამდენიმე ქალაქში ახალ ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნის, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციის საშუალება მიეცეს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან შეწყდება, ევაკუაციის მარშრუტები განისაზღვრა დედაქალაქ კიევში, ასევე ხარკოვში, მარიუპოლსა და სუმში, რომლებიც ამჟამად რუსეთის თავდასხმის ქვეშაა.