მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მხარე ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის თაობაზე?
რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მხარე ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის თაობაზე?

გუ­შინ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტე­ბის სა­უ­ბა­რი თით­ქმის 2 სა­ათს გაგ­რძელ­და. "გარ­დი­ა­ნის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­რა თა­ვი­სი მო­თხოვ­ნე­ბი და თქვა, რომ უკ­რა­ი­ნამ უნდა შე­ას­რუ­ლოს ისი­ნი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ომი გაგ­რძელ­დე­ბა.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ელი­სე­ის სა­სახ­ლემ გა­ნა­ცხა­და, რომ მაკ­რონ­მა კვი­რა დი­ლით პუ­ტინს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი კვლავ გა­დას­ცა, ისე­ვე რო­გორც მო­ი­თხო­ვა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ოპე­რი­რე­ბის უფ­ლე­ბა.

კრემ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ი­ით, სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხსაც.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პუ­ტინ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე "უკ­რა­ი­ნელ­მა რა­დი­კა­ლებ­მა დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით პრო­ვო­კა­ცია მო­ა­წყვეს.“

"რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ უკ­რა­ი­ნელ პერ­სო­ნალ­თან და გა­ნაგ­რძო­ბენ ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ნორ­მა­ლურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას და რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ფონი ნორ­მა­ლუ­რი რჩე­ბა. ელექტრო­სად­გუ­რის ფი­ზი­კუ­რი და ბირ­თვუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა კარ­გად არის და­ცუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მურ ელექტრო­სად­გურს, იმის­თვის, რომ თა­ვი­დან აი­ცი­ლონ "უკ­რა­ი­ნე­ლი ნეო-ნა­ცის­ტე­ბის ან ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის მო­წყო­ბა".

კრემ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა რუს კო­ლე­გას ჩერ­ნო­ბი­ლის ზო­ნა­ში სამმხრი­ვი, უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თი­სა და ატო­მუ­რი ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, შეხ­ვედ­რის გა­მარ­თვის იდეა შეს­თა­ვა­ზა, რა­ზე­დაც ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უპა­სუ­ხა, რომ "ეს იდეა შე­იძ­ლე­ბა სა­სარ­გებ­ლო იყოს, მაგ­რამ უნდა გა­ნი­ხი­ლონ, ასე­თი შეხ­ვედ­რა ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­ტარ­დეს თუ მე­სა­მე ქვე­ყა­ნა­ში“.

------------
1

თავის დარდი აწუხებს! დანარჩენი როგორც ეკიდათ ისე კიდიათ ეხლაც!!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მხარე ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის თაობაზე?

რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მხარე ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის თაობაზე?

გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტების საუბარი თითქმის 2 საათს გაგრძელდა. "გარდიანის" ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოთხოვნები და თქვა, რომ უკრაინამ უნდა შეასრულოს ისინი, წინააღმდეგ შემთხვევაში ომი გაგრძელდება.

ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ელისეის სასახლემ განაცხადა, რომ მაკრონმა კვირა დილით პუტინს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნები კვლავ გადასცა, ისევე როგორც მოითხოვა მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ოპერირების უფლება.

კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციიით, საუბარი შეეხო ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების საკითხსაც.

მათივე ინფორმაციით, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე "უკრაინელმა რადიკალებმა დივერსიული ჯგუფის მონაწილეობით პროვოკაცია მოაწყვეს.“

"რუსული ჯარები თანამშრომლობენ უკრაინელ პერსონალთან და განაგრძობენ ატომური ელექტროსადგურის ნორმალურ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფას და რადიოაქტიური ფონი ნორმალური რჩება. ელექტროსადგურის ფიზიკური და ბირთვული უსაფრთხოება კარგად არის დაცული“, - განაცხადა პუტინმა.

კრემლის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს, იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ "უკრაინელი ნეო-ნაცისტების ან ტერორისტების მიერ კატასტროფული შედეგების მომტანი პროვოკაციების მოწყობა".

კრემლის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგას ჩერნობილის ზონაში სამმხრივი, უკრაინა-რუსეთისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლების, შეხვედრის გამართვის იდეა შესთავაზა, რაზედაც ვლადიმერ პუტინმა უპასუხა, რომ "ეს იდეა შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ უნდა განიხილონ, ასეთი შეხვედრა ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩატარდეს თუ მესამე ქვეყანაში“.