სამართალი
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში დაიწყეს იმ მომღერლების დაბლოკვა, რომლებმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა გააპროტესტეს - მათ შორის არის ვალერი მელაძეც
რუსეთში დაიწყეს იმ მომღერლების დაბლოკვა, რომლებმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა გააპროტესტეს - მათ შორის არის ვალერი მელაძეც

სამი დღის წინ რუ­სულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის პრი­მა­დო­ნამ ალა პუ­გა­ჩო­ვამ, ოჯახ­თან ერ­თად, ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. მომ­ღე­რა­ლი მე­უღ­ლეს­თან და უმ­ცროს შვი­ლებ­თან ერ­თად კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გაფ­რინ­და. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ პუ­გა­ჩო­ვა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ქა­ლიშ­ვილ კრის­ტი­ნა ორ­ბა­კა­ი­ტეს­თან გაფ­რინ­და, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნა­ში წლე­ბია ცხოვ­რობს.

ალა პუ­გა­ჩო­ვას შემ­დეგ რუ­სე­თი და­ტო­ვა მომ­ღე­რალ­მა ზემ­ფი­რამ, მსა­ხი­ობ­მა რე­ნა­ტა ლიტ­ვი­ნო­ვამ და ჟურ­ნალ­სიტ­მა ქსე­ნია სობ­ჩაკ­მაც. ესე­ნი ის ადა­მა­ი­ნე­ბი არი­ან ვინც უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის ფაქ­ტი დაგ­მეს და ახლა რუ­სე­თის რე­ჟიმს გა­ექ­ცნენ.

გუ­შინ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სა­ხელ­წო­დე­ბით "რუ­სუ­ლი მე­დია ჯგუ­ფი“ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. ჰოლ­დინ­გში შე­დის რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სად­გუ­რი "რუ­სუ­ლი რა­დიო“ და ტე­ლე­არ­ხი RU.TV. გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ისი­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბას წყვე­ტენ რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე პო­პუ­ლა­რულ მომ­ღერ­ლებ­თან: პო­ტა­პთან, ივან დორნ­თან, მაქს ბარ­კის­თან, ნას­ტი­ას­თან, ვერა ბრეჟნე­ვას­თან და ვალ­დე­რი მე­ლა­ძეს­თან. ასე­ვე რუ­სულ ჯგუ­ფებ­თან" "აკ­ვა­რი­უ­მი“ და Маша 2. (იხი­ლეთ: რა გა­ნა­ცხა­და ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ)

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის გამ­წვა­ვე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფონი და სცე­ნა­ზე მუ­სი­კო­სე­ბის რუ­სე­თი­სა და მათი კო­ლე­გე­ბის მი­მართ მკვეთ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გახ­და. რუ­სუ­ლი მე­დია ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა, შე­ე­წყვი­ტა არ­სე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბი ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბულ მუ­სი­კო­სებ­თან...“, - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასევე დაგაინტერესებთ
17:19 / 01-03-2022

მიუნხენის ორკესტრის დირიჟორი, ვალერი გერგიევი, რომელიც პუტინის ახლო მეგობარია, თანამდებობიდან გაათავისუფლეს

14:47 / 05-03-2022

"ალა პუგაჩოვამ რუსეთი, ოჯახთან ერთად, კერძო თვითმფრინავით დატოვა" - რატომ აკრიტიკებენ რუსები ვარსკვლავურ ოჯახს და რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში?

11:29 / 07-03-2022

"ჩვენ ნახტომებით მივდივართ პირდაპირ ჯოჯოხეთში!" - ლეონიდ აგუტინი და ანჟელიკა ვარუმი ომის წინააღმდეგ

14:27 / 07-03-2022

"არ ვიცი, იცის თუ არა, რომ ამისთვის დაიბადა, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს შევესწარი..." - რას ჰყვება შონ პენი უკრაინასა და პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე?

ჰოლ­დინ­გი მომ­ღერ­ლე­ბის მიერ გა­კე­თე­ბულ მხარ­დამ­ჭერ გან­ცხა­დე­ბებს აგ­რე­სი­უ­ლად აფა­სებს და წერს, რომ მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, მო­მა­ვალ­ში გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­და­ი­ხე­დე­ბა.

ვა­ლე­რი მე­ლა­ძის რუს­მა მხარ­დამ­ჭე­რებ­მა გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს. ისი­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არი­ან, მომ­ღერ­ლის დაბ­ლოკ­ვით. ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ვა­ლე­რი მე­ლა­ძე მოხ­სნეს ყვე­ლა კონ­ცერ­ტი­დან. კონ­ცერ­ტებ­ზე გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბი კი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა უკან და­აბ­რუ­ნა.

იგი­ვე შემ­თხვე­ვა იყო ალა პუ­გა­ჩო­ვას მე­უღ­ლის მაქ­სიმ გალ­კი­ნის შემ­თხვე­ვა­ში. რო­დე­საც ას­ტრა­ხან­ში ჩა­ნიშ­ნულ კონ­ცერ­ტზე მა­ყუ­რე­ბელ­მა ბი­ლე­თე­ბი დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად კა­მე­რე­ბის წინ და­აბ­რუ­ნეს უკან, რაც აშ­კა­რად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ იყო დად­გმუ­ლი.

რუ­სეთ­ში იმ მომ­ღერ­ლებ­ლებს, რომ­ლებ­მაც პუ­ტი­ნის სი­სას­ტი­კე გა­აკ­რი­ტი­კეს და პრე­ზი­დენტს მშვი­დო­ბის­კენ მო­უ­წო­დეს, მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. კონ­სტან­ტინ მე­ლა­ძის მე­უღ­ლემ ვერა ბრეჟნე­ვამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ომი დამ­თავ­რდე­ბა და კონ­სტან­ტი­ნი ისევ შეძ­ლებს მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას.

გუ­შინ კრემ­ლის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე, სა­დაც გა­ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას აღ­ნიშ­ნავ­დნენ, სი­ა­ში სამი ქარ­თვე­ლის გვა­რიც იყო. კონ­ცერ­ტამ­დე ორი დღით ადრე გა­ირ­კვა, რომ ქეთა თო­ფუ­რი­ამ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო თქვა უარი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი მო­ი­მი­ზე­ზა თამ­რი­კო გვერდწი­თელ­მაც, სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა კი სა­ღა­მო­ზე რუს პუბ­ლი­კას უმ­ღე­რა...

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალა
2

ალაჩკა ყოველთვის ჯიგარი იყო!

მახსოვს, ჩერნობილის ტრაგედია რომ მოხდა, ჩავიდა იმწამსვე კატასტროფის ადგილას, მოინახულა! მთავრობა მაშინდელი გააკრიტიკა ამ ავარიია გამო!

ამას მაშინ ვერავინ ვერ ბედავდა! სიმართლის მთქმელი ქალია! რესპექტი!

რუსო
20

მდინარაძევ,ამდენს თუ ვერ ხვდები,პარლამენტში რა გინდა,ღარიბაშვილს დემონსტრაციულად რომ არ განეცხადებია,რომ სანქციებს არ ვუერთდებიო,უბრალოდ გაჩუმებულიყო და არ დაგეწყოთ ომში მყოფი მეგობარი ქვეყნის მთავრობის ლანძღვა.არახამიას არც კი გაახსენდებოდით

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

რუსეთში დაიწყეს იმ მომღერლების დაბლოკვა, რომლებმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა გააპროტესტეს - მათ შორის არის ვალერი მელაძეც

რუსეთში დაიწყეს იმ მომღერლების დაბლოკვა, რომლებმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა გააპროტესტეს - მათ შორის არის ვალერი მელაძეც

სამი დღის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრიმადონამ ალა პუგაჩოვამ, ოჯახთან ერთად, ქვეყანა დატოვა. მომღერალი მეუღლესთან და უმცროს შვილებთან ერთად კერძო თვითმფრინავით გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუგაჩოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალიშვილ კრისტინა ორბაკაიტესთან გაფრინდა, რომელიც ამ ქვეყანაში წლებია ცხოვრობს.

ალა პუგაჩოვას შემდეგ რუსეთი დატოვა მომღერალმა ზემფირამ, მსახიობმა რენატა ლიტვინოვამ და ჟურნალსიტმა ქსენია სობჩაკმაც. ესენი ის ადამაინები არიან ვინც უკრაინაში ომის დაწყების ფაქტი დაგმეს და ახლა რუსეთის რეჟიმს გაექცნენ.

გუშინ ორგანიზაციამ სახელწოდებით "რუსული მედია ჯგუფი“ განცხადება გაავრცელა. ჰოლდინგში შედის რუსულენოვანი სადგური "რუსული რადიო“ და ტელეარხი RU.TV. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი თანამშრომლობას წყვეტენ რუსეთში მოღვაწე პოპულარულ მომღერლებთან: პოტაპთან, ივან დორნთან, მაქს ბარკისთან, ნასტიასთან, ვერა ბრეჟნევასთან და ვალდერი მელაძესთან. ასევე რუსულ ჯგუფებთან" "აკვარიუმი“ და Маша 2. (იხილეთ: რა განაცხადა ვალერი მელაძემ)

"გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთსა და უკრაინას შორის გამწვავებული ურთიერთობების ფონი და სცენაზე მუსიკოსების რუსეთისა და მათი კოლეგების მიმართ მკვეთრი განცხადებები გახდა. რუსული მედია ჯგუფის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, შეეწყვიტა არსებული კონტრაქტები ზემოთ დასახელებულ მუსიკოსებთან...“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ჰოლდინგი მომღერლების მიერ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს აგრესიულად აფასებს და წერს, რომ მათთან თანამშრომლობის გაგრძელება, მომავალში გარემოებებიდან გამომდინარე გადაიხედება.

ვალერი მელაძის რუსმა მხარდამჭერებმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელეს. ისინი უკმაყოფილოები არიან, მომღერლის დაბლოკვით. ასევე ცნობილი გახდა, რომ ვალერი მელაძე მოხსნეს ყველა კონცერტიდან. კონცერტებზე გაყიდული ბილეთები კი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა უკან დააბრუნა.

იგივე შემთხვევა იყო ალა პუგაჩოვას მეუღლის მაქსიმ გალკინის შემთხვევაში. როდესაც ასტრახანში ჩანიშნულ კონცერტზე მაყურებელმა ბილეთები დემონსტრაციულად კამერების წინ დააბრუნეს უკან, რაც აშკარად ხელისუფლების მიერ იყო დადგმული.

რუსეთში იმ მომღერლებლებს, რომლებმაც პუტინის სისასტიკე გააკრიტიკეს და პრეზიდენტს მშვიდობისკენ მოუწოდეს, მოღალატეებად მიიჩნევენ. კონსტანტინ მელაძის მეუღლემ ვერა ბრეჟნევამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ომი დამთავრდება და კონსტანტინი ისევ შეძლებს მუშაობის გაგრძელებას.

გუშინ კრემლის საკონცერტო დარბაზში გამართულ კონცერტზე, სადაც გაზაფხულის დადგომას აღნიშნავდნენ, სიაში სამი ქართველის გვარიც იყო. კონცერტამდე ორი დღით ადრე გაირკვა, რომ ქეთა თოფურიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თქვა უარი მონაწილეობაზე. ჯანმრთელობის პრობლემები მოიმიზეზა თამრიკო გვერდწითელმაც, სოსო პავლიაშვილმა კი საღამოზე რუს პუბლიკას უმღერა...

იხილეთ ასევე: