მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი წევრები არ აპირებენ რუსეთში რძის პროდუქტების შეტანას... ეს რომ ყოფილიყო სხვა დროს, მშვიდ ვითარებაში, ცხადია, ყველას უნდა, თავისი პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს" - ასოციაციის ხელმძღვანელი
"ჩვენი წევრები არ აპირებენ რუსეთში რძის პროდუქტების შეტანას... ეს რომ ყოფილიყო სხვა დროს, მშვიდ ვითარებაში, ცხადია, ყველას უნდა, თავისი პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს" - ასოციაციის ხელმძღვანელი

ამ ვი­თა­რე­ბა­ში, რძის პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში რძის პრო­დუქ­ტე­ბის შე­ტა­ნას არ აპი­რე­ბენ , - ამის შე­სა­ხებ რძის პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, კა­ხა­ბერ კო­ნი­აშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ად­გი­ლობ­რი­ვი ბაზ­რის მომ­სა­ხუ­რე­ბაა.

კა­ხა­ბერ კო­ნი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის­თვის ბაზ­რის გახ­სნა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი 2020 წელს და­ი­წყო და რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახ­ლა­ხან მი­ი­ღო.

"წლე­ბის წინ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­თან და მათ შო­რის, რუ­სეთ­თან 2020 წელს, რომ ბა­ზა­რი გახ­სნი­ლი­ყო ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის­თვის, მათ შო­რის, რძის პრო­დუქ­ტე­ბის­თვის.

ახლა, ამ ვი­თა­რე­ბა­ში მათ ბა­ზა­რი გახ­სნეს, ალ­ბათ გა­უ­ჭირ­დათ ძა­ლი­ან, რად­გან შე­ზღუდ­ვე­ბი აქვთ რიგი ქვეყ­ნე­ბი­დან და­წე­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­ტა­ნა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, მათ იმ ქვეყ­ნებ­ზე, რომ­ლებ­ზე მა­ნამ­დე შე­ზღუდ­ვე­ბი ჰქონ­დათ და­წე­სე­ბუ­ლი, მათ შო­რის, ჩვენ­ზე, მოხ­სნეს. ეს არის იმა­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ბა­ზა­რი გა­ეხ­სნათ ჩვე­ნი პრო­დუქ­ტე­ბი­სათ­ვის.

ეს რომ ყო­ფი­ლი­ყო სხვა დროს, მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში, რა თქმა უნდა, ყვე­ლას უნდა რომ თა­ვი­სი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, მაგ­რამ ამ ვი­თა­რე­ბა­ში ასო­ცი­ა­ცი­ის სა­ხე­ლით მინ­და ვთქვა, რომ ჩვე­ნი წევ­რე­ბი არ აპი­რე­ბენ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში რძის პრო­დუქ­ტე­ბის შე­ტა­ნას. მთე­ლი ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არის რომ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარს მო­ვემ­სა­ხუ­როთ და ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ დარ­ჩეს პრო­დუქ­ტე­ბის გა­რე­შე, არა თუ გა­ვი­ტა­ნოთ.

რძის პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში სულ 57 კომ­პა­ნი­აა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი“, - აცხა­დებს რძის პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თუ­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბის რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე შე­ტა­ნის სა­კი­თხზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სულ­მა მხა­რემ გუ­შინ, 5 მარტს მი­ი­ღო. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თის ვე­ტე­რი­ნა­რი­ი­სა და ფი­ტო­სა­ნი­ტა­რი­ის ფე­დე­რა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა (როს­სელ­ხოზ­ნად­ზორ­მა) 15 ქარ­თულ კომ­პა­ნი­ას რუ­სულ ბა­ზარ­ზე ნა­წარ­მის შე­ტა­ნის უფ­ლე­ბა მის­ცა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ რუ­სულ ბა­ზარ­ზე ქარ­თუ­ლი რძის პრო­დუქ­ტი და სხვა ნა­წარ­მი გავა, დღეს გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც უწყე­ბა გან­მარ­ტავს, ქარ­თუ­ლი ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორტთან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას­თან, მათ შო­რის რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა 2020 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

“ქარ­თუ­ლი აგ­რა­რუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მსოფ­ლიო ბაზ­რებ­ზე ექ­სპორ­ტის გაზ­რდის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მრა­ვა­ლი წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია რო­გორც შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი, ისე ცნო­ბი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მარ­კე­ტინ­გუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი. მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ქარ­თუ­ლი ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტის ზრდის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს არა­ერთ ქვე­ყა­ნას­თან, მათ შო­რის, ერთი კვი­რის წინ წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­უ­დის არა­ბეთ­თან. 2020 წლი­დან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხა­რეს­თა­ნაც, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ქარ­თუ­ლი ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტის დაშ­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში.

ამავდრო­უ­ლად, ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა სტან­დარ­ტე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­ნერგვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რათა ქარ­თუ­ლი ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ექ­სპორ­ტი შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში.

ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ცი­ის­თვის ბაზ­რე­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის მიზ­ნით, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­ტა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე 2016 წლის დე­კემ­ბრი­დან დაშ­ვე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი თაფ­ლის ექ­სპორ­ტი და შე­დე­გად, გა­სულ წელს ევ­რო­პა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის თაფ­ლია გა­სუ­ლი”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

პარაშკოვი ყველის ვაჭრებო , რით ვერ გადაიხადეთ ვალები ? 22 ლარი შეიძლება ღირდეს სამშაურიანი პარაშკოვი რძის ფსევდოსულუგუნი -რეზინასავითაა , ფისი სდის რძის მაგივრად ?!

ნიმი@
0

ნამდვილად არ ვიცოდი ამდენი რძის ნაწარმი თუ გვაქვს საქართველოს რუსეთს რომ მივაწოდოთ.ნეტა ვინმე ამიხსნიდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჩვენი წევრები არ აპირებენ რუსეთში რძის პროდუქტების შეტანას... ეს რომ ყოფილიყო სხვა დროს, მშვიდ ვითარებაში, ცხადია, ყველას უნდა, თავისი პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს" - ასოციაციის ხელმძღვანელი

"ჩვენი წევრები არ აპირებენ რუსეთში რძის პროდუქტების შეტანას... ეს რომ ყოფილიყო სხვა დროს, მშვიდ ვითარებაში, ცხადია, ყველას უნდა, თავისი პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს" - ასოციაციის ხელმძღვანელი

ამ ვითარებაში, რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წევრები რუსეთის ფედერაციაში რძის პროდუქტების შეტანას არ აპირებენ , - ამის შესახებ რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, კახაბერ კონიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასოციაციის წევრი კომპანიების მთავარი ამოცანა ადგილობრივი ბაზრის მომსახურებაა.

კახაბერ კონიაშვილის განმარტებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციასთან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ბაზრის გახსნაზე მოლაპარაკებები 2020 წელს დაიწყო და რუსეთმა საქართველოსთვის შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება ახლახან მიიღო.

"წლების წინ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან და მათ შორის, რუსეთთან 2020 წელს, რომ ბაზარი გახსნილიყო ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის, მათ შორის, რძის პროდუქტებისთვის.

ახლა, ამ ვითარებაში მათ ბაზარი გახსნეს, ალბათ გაუჭირდათ ძალიან, რადგან შეზღუდვები აქვთ რიგი ქვეყნებიდან დაწესებული პროდუქტების შეტანაზე. შესაბამისად, მათ იმ ქვეყნებზე, რომლებზე მანამდე შეზღუდვები ჰქონდათ დაწესებული, მათ შორის, ჩვენზე, მოხსნეს. ეს არის იმათი გადაწყვეტილება, რომ ბაზარი გაეხსნათ ჩვენი პროდუქტებისათვის.

ეს რომ ყოფილიყო სხვა დროს, მშვიდ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ყველას უნდა რომ თავისი პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს, მაგრამ ამ ვითარებაში ასოციაციის სახელით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი წევრები არ აპირებენ რუსეთის ფედერაციაში რძის პროდუქტების შეტანას. მთელი ჩვენი მთავარი ამოცანა არის რომ ადგილობრივ ბაზარს მოვემსახუროთ და ქართველი მომხმარებელი არ დარჩეს პროდუქტების გარეშე, არა თუ გავიტანოთ.

რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციაში სულ 57 კომპანიაა გაერთიანებული“, - აცხადებს რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული რძის პროდუქტების რუსეთის ბაზარზე შეტანის საკითხზე გადაწყვეტილება რუსულმა მხარემ გუშინ, 5 მარტს მიიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალურმა სამსახურმა (როსსელხოზნადზორმა) 15 ქართულ კომპანიას რუსულ ბაზარზე ნაწარმის შეტანის უფლება მისცა.

აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ რუსულ ბაზარზე ქართული რძის პროდუქტი და სხვა ნაწარმი გავა, დღეს განცხადებაც გაავრცელა. როგორც უწყება განმარტავს, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან მოლაპარაკება 2020 წლიდან მიმდინარეობდა.

“ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად, აქტიური მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესში ჩართულია როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, ისე ცნობილი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიები. მუშაობა მიმდინარეობს ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიმართულებითაც.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ერთი კვირის წინ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან. 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში.

ამავდროულად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით, რათა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში.

ცხოველური წარმოშობის პროდუქციისთვის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გატარებული პოლიტიკისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ევროკავშირის ბაზარზე 2016 წლის დეკემბრიდან დაშვებულია ქართული თაფლის ექსპორტი და შედეგად, გასულ წელს ევროპაში უპრეცედენტო რაოდენობის თაფლია გასული”, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.