ომის ისტორიებს შეუძლებელია ცრემლების გარეშე გაეცნოთ, თუმცა ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით განსაკუთრებით გულის ამაჩუყებელია და ის ეხება 11 წლის ბიჭს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიედან, რომელიც სრულიად მარტო სლოვაკეთში ჩავიდა.
ინფორმაციას სლოვაკეთის პოლიცია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს:
"ჩვენ ვტირით... ის არის გასული ღამის უდიდესი გმირი.
სულ რაღაც 11 წლის ბიჭი ზაპოროჟიედან სლოვაკეთში ჩამოვიდა, გადმოკვეთა საზღვარი უკრაინიდან. თან ჰქონდა მხოლოდ ერთი პოლიეთილენის ჩანთა, პასპორტი და ხელზე ტელეფონის ნომერი ეწერა. ის სრულიად მარტო ჩამოვიდა იმიტომ, რომ მისი მშობლები უკრაინაში დარჩნენ.
მასზე მოხალისეებმა იზრუნეს, წაიყვანეს, გაათბეს, აჭამეს.
თავისი ღიმილით, გამბედაობითა და მონდომებით ნამდვილი გმირის სტატუსი მოიპოვა.
ხელზე დაწერილი ტელეფონის ნომრის წყალობით მოვახერხეთ მის ნათესავებთან დაკავშირება და საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა", - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.