მოზაიკა
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისევ დაბომბილი ხარკოვი და ახტირკაში განადგურებული თბოელექტროსადგური - რა ხდებოდა უკრაინაში მთელი ღამის განმავლობაში: ყველა მნიშვნელოვანი ამბავი
ისევ დაბომბილი ხარკოვი და ახტირკაში განადგურებული თბოელექტროსადგური - რა ხდებოდა უკრაინაში მთელი ღამის განმავლობაში: ყველა მნიშვნელოვანი ამბავი

უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­მო­და აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა კვლავ და­ბომ­ბეს.

გა­დავ­ხე­დოთ გა­სუ­ლი ღა­მის ომის ქრო­ნი­კას - რა ხდე­ბო­და უკ­რა­ი­ნის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას:

  • რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა ხარ­კო­ვი ისევ და­ბომ­ბეს

რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა ხარ­კოვ­ზე ახა­ლი დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა იწ­ვის, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, მა­ნამ­დე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 00:00 სა­ათ­ზე დე­და­ქა­ლაქ კი­ევ­ში, რამ­დე­ნი­მე რა­ი­ონ­ში, აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა გა­ის­მა, გა­მო­ა­ცხა­დეს სა­ჰა­ე­რო გან­გა­ში და მო­სახ­ლე­ო­ბას თავ­შე­საფ­რებ­ში შეს­ვლის­კენ მო­უ­წო­დეს.

  • რუ­სებ­მა ახ­ტირ­კა­ში თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი გა­ა­ნად­გუ­რეს, არის მსხვერ­პლი

სუ­მის სამ­ხა­რეო სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა დი­მიტ­რი ჟი­ვიც­კის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სებ­მა ახ­ტირ­კა­ში თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი გა­ა­ნად­გუ­რეს, და­ღუ­პუ­ლია ხუთი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

"რუ­სუ­ლი ავი­ა­ცია აგ­რძე­ლებს ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ და კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბის და­ბომბვას! რუ­სებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი. და­ი­ღუ­პა 5 სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნამ­შრო­მე­ლი", - გა­ნა­ცხა­და ჟი­ვიც­კიმ.

მისი თქმით, ახ­ტირ­კა­ში არ არის გათ­ბო­ბა, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს წყა­ლი და ელექტრო­ე­ნერ­გია ნა­წი­ლობ­რივ არ მი­ე­წო­დე­ბათ.

"თა­ვად ახ­ტირ­კა ნა­წი­ლობ­რივ აღარ არ­სე­ბობს! რუ­სულ­მა ავი­ა­ცი­ამ დღეს გა­ა­ნად­გუ­რა ქა­ლა­ქის პრო­დუქ­ტე­ბის ბაზა, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის სა­წყო­ბი და ავ­ტო­სად­გო­მი. და­ი­ბომ­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სექ­ტო­რი. და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ზუს­ტდე­ბა", - დას­ძი­ნა მან.

  • მა­რი­უ­პო­ლის მერი - სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან რთუ­ლია - და­ღუ­პუ­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნას ვერ ვა­ხერ­ხებთ

რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ობი­ექ­ტის - კა­ნე­ვის ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის კაშხლის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას გეგ­მა­ვენ, - უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ციი, ამის შე­სა­ხებ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

კა­ნე­ვის ჰესი ჩერ­კა­სის ოლ­ქის ქა­ლაქ კა­ნევ­ში მდე­ბა­რე­ობს. ის მდი­ნა­რე დნეპრზეა აშე­ნე­ბუ­ლი და "უკრჰიდ­რო­ე­ნერ­გოს" ნა­წილს წარ­მო­ად­გენს.

  • უკ­რა­ი­ნულ­მა ძა­ლებ­მა ირ­პენ­თან რუ­სუ­ლი ტექ­ნი­კის კო­ლო­ნა სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმის შე­დე­გად გა­ა­ნად­გუ­რეს

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ირ­პე­ნის მახ­ლობ­ლად რუ­სუ­ლი ტექ­ნი­კის კო­ლო­ნა სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმის შე­დე­გად გა­ა­ნად­გუ­რეს, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტი ვიქ­ტო­რია სი­უ­მა­რი „ფე­ის­ბუქ­ში“ წერს.

"რუ­სუ­ლი ტექ­ნი­კის კო­ლო­ნა, რო­მე­ლიც ირ­პე­ნი­დან სტო­ი­ან­კას­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ჰა­ე­რი­დან და­ა­მარ­ცხეს", - წერს დე­პუ­ტა­ტი.

მისი თქმით, ინ­ფორ­მა­ცია გა­და­მოწ­მე­ბუ­ლია.

მა­ნამ­დე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კი­ე­ვის ოლ­ქის ქა­ლაქ ირ­პენ­ში, რომ­ლის­თვი­საც რამ­დე­ნი­მე დღეა მძი­მე ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის კო­ლო­ნა შე­ნიშ­ნეს.

  • უკ­რა­ი­ნულ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის ოლ­ქის­კენ მი­მა­ვა­ლი რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი გა­ა­ნად­გუ­რეს

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რუს ოკუ­პან­ტებს დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის ოლ­ქის­კენ წინსვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ზე დაყრნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა შე­ა­ჩე­რეს მტრის კო­ლო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ წინსვლას ბა­ლაკ­ლე­ი­ა­დან დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის ოლ­ქის­კენ.

„ოპე­რა­ცი­ის დროს, მტრის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და ცო­ცხა­ლი ძალა გა­ნად­გურ­და!" - აცხა­დე­ბენ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩინეთი შევიდა რუსეთში
1

უკრაინა ინგრევა თუ რუსეთი, აქ მოგვედო რუსი ლტოლვილების ნაკადი. ქუჩაში მარტო რუსული საუბარი ისმოდა დღეს დილით. ჩინეთს საქმეს უკეთებს ვოვა. შევლენ ნელ-ნელა და დაიკავებენ დაცარიელებულ რუსეთს. 

ტტ
8

დროულად მიეცით ბომბდამშენი თვითმფრინავები რო დაადუღონ ეგ რუსი ნაძირლები ადგილზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ისევ დაბომბილი ხარკოვი და ახტირკაში განადგურებული თბოელექტროსადგური - რა ხდებოდა უკრაინაში მთელი ღამის განმავლობაში: ყველა მნიშვნელოვანი ამბავი

ისევ დაბომბილი ხარკოვი და ახტირკაში განადგურებული თბოელექტროსადგური - რა ხდებოდა უკრაინაში მთელი ღამის განმავლობაში: ყველა მნიშვნელოვანი ამბავი

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა. ბოლო ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კვლავ დაბომბეს.

გადავხედოთ გასული ღამის ომის ქრონიკას - რა ხდებოდა უკრაინის სხვადასხვა ადგილას:

  • რუსულმა ძალებმა ხარკოვი ისევ დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხარკოვზე ახალი დარტყმა განახორციელეს, მაღალსართულიანი შენობა იწვის, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 00:00 საათზე დედაქალაქ კიევში, რამდენიმე რაიონში, აფეთქებების ხმა გაისმა, გამოაცხადეს საჰაერო განგაში და მოსახლეობას თავშესაფრებში შესვლისკენ მოუწოდეს.

  • რუსებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს, არის მსხვერპლი

სუმის სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკის განცხადებით, რუსებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს, დაღუპულია ხუთი თანამშრომელი.

"რუსული ავიაცია აგრძელებს ინფრასტრუქტურულ და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაბომბვას! რუსებმა გაანადგურეს თბოელექტროსადგური. დაიღუპა 5 სამოქალაქო თანამშრომელი", - განაცხადა ჟივიცკიმ.

მისი თქმით, ახტირკაში არ არის გათბობა, საცხოვრებელ სახლებს წყალი და ელექტროენერგია ნაწილობრივ არ მიეწოდებათ.

"თავად ახტირკა ნაწილობრივ აღარ არსებობს! რუსულმა ავიაციამ დღეს გაანადგურა ქალაქის პროდუქტების ბაზა, სამშენებლო მასალების საწყობი და ავტოსადგომი. დაიბომბა საცხოვრებელი სექტორი. დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება", - დასძინა მან.

  • მარიუპოლის მერი - სიტუაცია ძალიან რთულია - დაღუპულების გამოყვანას ვერ ვახერხებთ

რუსული საოკუპაციო ძალები მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტის - კანევის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ხელში ჩაგდებას გეგმავენ, - უკრაინული მედიის ინფორმაციი, ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

კანევის ჰესი ჩერკასის ოლქის ქალაქ კანევში მდებარეობს. ის მდინარე დნეპრზეა აშენებული და "უკრჰიდროენერგოს" ნაწილს წარმოადგენს.

  • უკრაინულმა ძალებმა ირპენთან რუსული ტექნიკის კოლონა საჰაერო დარტყმის შედეგად გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ირპენის მახლობლად რუსული ტექნიკის კოლონა საჰაერო დარტყმის შედეგად გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი ვიქტორია სიუმარი „ფეისბუქში“ წერს.

"რუსული ტექნიკის კოლონა, რომელიც ირპენიდან სტოიანკასკენ მიემართებოდა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჰაერიდან დაამარცხეს", - წერს დეპუტატი.

მისი თქმით, ინფორმაცია გადამოწმებულია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის ქალაქ ირპენში, რომლისთვისაც რამდენიმე დღეა მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა შენიშნეს.

  • უკრაინულმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ მიმავალი რუსული ძალები გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა რუს ოკუპანტებს დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ წინსვლის საშუალება არ მისცეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე დაყრნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა შეაჩერეს მტრის კოლონები, რომლებიც ცდილობდნენ წინსვლას ბალაკლეიადან დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ.

„ოპერაციის დროს, მტრის აღჭურვილობა და ცოცხალი ძალა განადგურდა!" - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.