მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეპარქიაში საბავშვო ბაღებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მაქვს და მზად ვარ, უკრაინიდან 30 ბავშვი მივიღო" - მეუფე მელქისედეკი
"ეპარქიაში საბავშვო ბაღებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მაქვს და მზად ვარ, უკრაინიდან 30 ბავშვი მივიღო" - მეუფე მელქისედეკი

ეპარ­ქი­ა­ში მაქვს სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და მზად ვარ უკ­რა­ი­ნი­დან მი­ვი­ღო 30 ბავ­შვი (თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა მშობ­ლე­ბიც) უზ­რუნ­ველ­ვყო ისი­ნი სა­ცხოვ­რებ­ლი­თა და ყვე­ლა სხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბით, - ამის შე­სა­ხებ მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპის­კო­პო­სი მელ­ქი­სე­დე­კი (ხა­ჩი­ძე) აცხა­დებს.

ის მი­მარ­თავს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ამ სა­კი­თხებს კუ­რი­რე­ბენ და აღ­ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ტო­ვე­ბა მა­ნამ შე­ეძ­ლე­ბა, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა­ში ვი­თა­რე­ბა არ დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა.

"ქრის­ტეს­მი­ერ საყ­ვა­რე­ლო ძმა­ნო და დანო, კი­დევ ერთხელ მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბულ მოვ­ლე­ნებს. რუ­სულ­მა აგ­რე­სი­ამ უკ­რა­ი­ნა­ში ბევრ არას­რულ­წლო­ვანს და­ა­კარ­გვი­ნა მშო­ბე­ლი, ბევ­რი­სა კი ახ­ლაც ფრონ­ტის ხაზ­ზეა და ია­რა­ღით იცავს სა­კუ­თარ სამ­შობ­ლოს, სა­კუ­თარ შვი­ლებს, თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ღვთის მად­ლით, ეპარ­ქი­ა­ში მაქვს სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და მზად ვარ უკ­რა­ი­ნი­დან მი­ვი­ღო 30 ბავ­შვი (თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა მშობ­ლე­ბიც) უზ­რუნ­ველ­ვყო ისი­ნი სა­ცხოვ­რებ­ლი­თა და ყვე­ლა სხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბით და და­ვი­ტო­ვო ჩემ­თან მა­ნამ, სა­ნამ უკ­რა­ი­ნა­ში ვი­თა­რე­ბა არ დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა.

რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი არ­სე­ბო­ბენ, რომ­ლე­ბიც ამ­გვარ სა­კი­თხებს კუ­რი­რე­ბენ. გთხოვთ მი­აწ­ვდი­ნოთ მათ ჩემი ხმა, რათა რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მო­ხერ­ხდეს ამ ბავ­შვე­ბის ომის ქარ-ცე­ცხლი­დან გა­მო­რი­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნა, ჩვენ კი მოგ­ვე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი, მწყემსმთავ­რუ­ლი და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბი­სა”, - წერს მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპის­კო­პო­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

!!!!!!!!!!!!!!????????
5

ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს.სადაა საპატრიარქო და რატომა აქვს თავი ქვიშაში ჩარგული? მარტო პატარა ჟურნალისტ გოგო ბიჭების ლანძღვა შეუძლია? ეხლა მაინც აღიარონ უკრაინის ავტოკეფალია.უკრაინამ დიდი ხანია აღიარა ჩვენი. იქნება პირადი რუსეთუმობაა ხელისშემშლელი? თხოვნაა არ დაბლოკოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ეპარქიაში საბავშვო ბაღებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მაქვს და მზად ვარ, უკრაინიდან 30 ბავშვი მივიღო" - მეუფე მელქისედეკი

"ეპარქიაში საბავშვო ბაღებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მაქვს და მზად ვარ, უკრაინიდან 30 ბავშვი მივიღო" - მეუფე მელქისედეკი

ეპარქიაში მაქვს საბავშვო ბაღებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მზად ვარ უკრაინიდან მივიღო 30 ბავშვი (თუ საჭირო იქნება მშობლებიც) უზრუნველვყო ისინი საცხოვრებლითა და ყველა სხვა აუცილებელი პირობებით, - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) აცხადებს.

ის მიმართავს ორგანიზაციებს, რომლებიც ამ საკითხებს კურირებენ და აღნიშნავს, რომ უკრაინელი ბავშვების საქართველოში დატოვება მანამ შეეძლება, ვიდრე უკრაინაში ვითარება არ დასტაბილურდება.

"ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო უკრაინაში არსებულ მოვლენებს. რუსულმა აგრესიამ უკრაინაში ბევრ არასრულწლოვანს დააკარგვინა მშობელი, ბევრისა კი ახლაც ფრონტის ხაზზეა და იარაღით იცავს საკუთარ სამშობლოს, საკუთარ შვილებს, თავისუფლებას. ღვთის მადლით, ეპარქიაში მაქვს საბავშვო ბაღებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მზად ვარ უკრაინიდან მივიღო 30 ბავშვი (თუ საჭირო იქნება მშობლებიც) უზრუნველვყო ისინი საცხოვრებლითა და ყველა სხვა აუცილებელი პირობებით და დავიტოვო ჩემთან მანამ, სანამ უკრაინაში ვითარება არ დასტაბილურდება.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში სპეციალური ორგანიზაციები არსებობენ, რომლებიც ამგვარ საკითხებს კურირებენ. გთხოვთ მიაწვდინოთ მათ ჩემი ხმა, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხერხდეს ამ ბავშვების ომის ქარ-ცეცხლიდან გამორიდება და საქართველოში ჩამოყვანა, ჩვენ კი მოგვეცეს საშუალება ჩვენი ადამიანური, მწყემსმთავრული და ქრისტიანული მოვალეობების აღსრულებისა”, - წერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი სოციალურ ქსელში.