სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაღალი ბიჭი უნდოდათ და მაინცდამაინც მე აღმოვჩნდი" - გუჯა ბურდულის გზა "სუხიშვილებიდან" კინოეკრანამდე: როგორ იხსენებს დაუვიწყარ "გელა ექიმს" "აგნესა"?
"მაღალი ბიჭი უნდოდათ და მაინცდამაინც მე აღმოვჩნდი" - გუჯა ბურდულის გზა "სუხიშვილებიდან" კინოეკრანამდე: როგორ იხსენებს დაუვიწყარ "გელა ექიმს" "აგნესა"?

დღეს 81 წლის ასაკ­ში მსა­ხი­ო­ბი გუჯა ბურ­დუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მის­მა შვილ­მა, მუ­სი­კოს­მა ლადო ბურ­დულ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით აც­ნო­ბა: "დღეს, ღა­მის 2 სთ-ზე მა­მა­ჩე­მი გუჯა ბურ­დუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. უფა­ლო, ნა­თელ­ში ამ­ყო­ფე მისი სული"...

გუჯა ბურ­დუ­ლის კი­ნო­რო­ლებს მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს, უამ­რა­ვი და­უ­ვი­წყა­რი სახე აქვს შექ­მნი­ლი ქარ­თულ თუ მა­შინ­დელ საბ­ჭო­თა კი­ნო­ში. სა­ნამ მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბო­და, უამ­რა­ვი პრო­ფე­სია შე­იც­ვა­ლა. იყო სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ან­სამ­ბლის მო­ცეკ­ვა­ვე, მშე­ნე­ბე­ლი, თბი­ლი­სის ზღვის მაშ­ვე­ლი... კი­ნო­ში კი ასე მოხ­ვდა (ამო­ნა­რი­დი მისი ერთ-ერთი ინ­ტერ­ვი­უ­დან):

"რე­ჟი­სო­რი რეზო ჩხე­ი­ძე იღებ­და ფილ­მს "ჩვე­ნი ეზო". იქ გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას წვი­მა­ში უნდა ეცეკ­ვა. იმ დროს "სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში“ ვცეკ­ვავ­დი. რე­პე­ტი­ცია რკი­ნიგ­ზელ­თა სახ­ლის დარ­ბაზ­ში გვქონ­და და ერთ დღე­საც, რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტი მო­ვი­და, მა­ღა­ლი ბიჭი უნ­დო­დათ. მა­ღა­ლი მა­ინ­ცდა­მა­ინც მე აღ­მოვ­ჩნდი. წვი­მა­ში უნდა იცეკ­ვე­თო... მოკ­ლედ, ფილმში გი­ორ­გი რომ ცეკ­ვავს, ის ჩემი ცეკ­ვაა გა­და­ღე­ბუ­ლი.

კი­ნო­ეკ­რან­ზე პირ­ვე­ლად ასე მოვ­ხვდი... მერე თბი­ლი­სე­ლი სამ­ველ გას­პა­როვს დე­ბი­უ­ტი ჰქონ­და, ფილ­მს იღებ­და, ცოტა ნორ­მა­ლუ­რად ვმღე­რი და მი­თხრა, რო­გორც თი­ლის­მა, მინ­და, ჩემს პირ­ველ ნა­მუ­შე­ვარ­ში იმ­ღე­როო. კი არ მინ­დო­და, მაგ­რამ ბო­ლოს ვიმ­ღე­რე. სუ­რა­თი ბო­ლოს ოდე­სის კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში ჩა­ეშ­ვა. ასე და­ი­წყო ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა. ქარ­თულ კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო მო­ნა­ცე­მე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად რე­ჟი­სორ­მა თე­მურ ბაბ­ლუ­ან­მა და­ი­ნა­ხა"...

"უძი­ნარ­თა მზე"

ექი­მი გელა ბენ­დე­ლი­ა­ნი გუჯა ბურ­დუ­ლის და­უ­ვი­წყა­რი სა­ხეა, რო­მელ­მაც კი­ბოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შექ­მნას წლე­ბი შე­ა­ლია. ის სა­კუ­თა­რი ბი­ნის სხვენ­ში ცდებს ატა­რებს, მაგ­რამ სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს მისი ნაშ­რო­მი არ აინ­ტე­რე­სებს. მე­ზობ­ლე­ბის საყ­ვე­დუ­რე­ბით და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ყო­ფით გა­ბეზ­რე­ბუ­ლი გე­ლას ქა­ლიშ­ვი­ლი აგ­ნე­სა სხვე­ნი­დან საც­დელ ვირ­თხებს უშ­ვებს. გელა არა­ლე­გა­ლუ­რად, სა­კუ­თა­რი ხე­ლით იკე­თებს ბრმა­ნაწ­ლა­ვის ოპე­რა­ცი­ას, რა­საც ემსხვერ­პლე­ბა კი­დეც...

AMBEBI.GE ფილ­მის გმირს, გელა ექი­მის ქა­ლიშ­ვილს აგ­ნე­სას ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც და­უ­ვი­წყა­რი სახე შექ­მნა ამ ფილმში. აგ­ნე­სას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კი ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა სა­ა­თაშ­ვი­ლია:

"დღეს, როცა უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მძი­მე ამ­ბე­ბით ყვე­ლა­ნი ასე­თი დამ­ძი­მე­ბუ­ლე­ბი ვართ, ამ ემო­ცი­ე­ბის ფონ­ზე გა­ვი­გე, რომ გარ­და­იც­ვა­ლა ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დიდი პა­ტივს ვცემ­დი. რთუ­ლია ძა­ლი­ან... გა­მი­მარ­თლა, რომ ამ ფილმში მოვ­ხვდი, სა­დაც რა­ღაც უცებ შე­ვე­დი და უცებ გავ­ხდი იმ ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რი. რო­დე­საც ბა­ტო­ნი გუჯა გა­ვი­ცა­ნი, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მქონ­და, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვიც­ნობ­დი და გა­და­ღე­ბის მო­ე­დან­ზე არ მი­ნა­ხავს პირ­ვე­ლად... თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, მა­შინ 12 წლის ვი­ყა­ვი და ბავ­შვო­ბის ეს გან­წყო­ბა სულ მომ­ყვე­ბა.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, ბოლო წლებ­ში არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ მა­შინ­დე­ლი ემო­ცი­ე­ბი ხომ ვამ­ბობ, დღემ­დე მომ­ყვე­ბა... ამი­ტომ ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, როცა გა­ვი­გე , რომ აღარ არის... მა­შინ ჩემ­თვის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ყვე­ლა­ფე­რი სი­ახ­ლე იყო, ისეთ გა­რე­მოც­ვა­ში ყოფ­ნა, ისეთ რე­ჟი­სორ­თან მუ­შა­ო­ბა და ისეთ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­დაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კო­ლექ­ტი­ვი იყო, ყვე­ლა­ნი ხელს მი­წყობ­დნენ, თა­ვი­სუფ­ლად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მე­ტად ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი როლ­ში. ყვე­ლა­ზე მკვეთ­რად მახ­სენ­დე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფოს სცე­ნე­ბი და ბა­ტო­ნი გუ­ჯას ღი­ღი­ნი, ხმა, რო­მე­ლიც ყურ­ში ახ­ლაც ჩა­გეს­მის...

ვი­საც ეს ფილ­მი ნა­ნა­ხი აქვს, ყვე­ლას ასე­თი შეგ­რძნე­ბა აქვს, მაგ­რამ მე უშუ­ა­ლოდ იქ ვი­ყა­ვი და ის ყვე­ლა­ფე­რი ყვე­ლა­ზე მე­ტად ემო­ცი­უ­რია გან­სა­კუთ­რე­ბით დღეს. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას".

გუჯა ბურ­დუ­ლი ოჯახ­თან ერ­თად

კი­ნო­ში მსა­ხი­ო­ბის პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო ფილმში "სი­ძულ­ვი­ლი, სა­დაც "ბან­დის" უფ­რო­სის როლი ითა­მა­შა. მას არ ჰქონ­და სამ­სა­ხი­ო­ბო გა­ნათ­ლე­ბა, მაგ­რამ მისი რო­ლე­ბი პრი­ზებს იღებ­და...

"რა გან­სხვა­ვე­ბაა პრო­ფე­სი­ო­ნალ და არაპრო­ფე­სი­ო­ნალ მსა­ხი­ობს შო­რის, არ ვიცი, პრი­ზებს არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბიც ვი­ღებთ... სა­ერ­თოდ მსა­ხი­ო­ბო­ბა რთუ­ლი პრო­ფე­სი­აა, ბევ­რი რა­ღა­ცის სინ­თე­ზია - მუდ­მი­ვი ფი­ზი­კუ­რი და სუ­ლი­ე­რი წვრთნაა სა­ჭი­რო... ჩემი რო­ლე­ბი­დან მიყ­ვარს მო­ცუ­რა­ვე, „ბე­ღუ­რე­ბის გა­დაფ­რე­ნა­ში“ გუჯა, „დი­მიტ­რი თავ­და­დე­ბულ­ში“ და­ვით მეფე, "მოქ­ცე­ვი­დან" მეფე მი­რი­ა­ნი. თუმ­ცა უამ­რავ როლ­ზე მით­ქვამს უარი...

ლადო და ბა­კურ ბურ­დუ­ლე­ბი მამას­თან ერ­თად

მსა­ხი­ო­ბის­თვის ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფი­ზი­კუ­რი, ბუ­ნებ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბი. უნდა ცეკ­ვავ­დე, მღე­რო­დე, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლაც გჭირ­დე­ბა. მერე კი უკვე რე­ჟი­სო­რე­ბი მის­გან იმას ამოს­წე­ვენ, რაც მსა­ხი­ობს უკეთ შე­უძ­ლია და რაც გმი­რის ლა­მა­ზად წარ­მო­სა­ჩე­ნად ხელს შე­უ­წყობს. რაც ბევ­რი შე­გიძ­ლია, მით უკე­თე­სი მსა­ხი­ო­ბი ხარ. ...მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ასე­თია - უპირ­ვე­ლე­სად იკი­თხე­ბა სცე­ნა­რი და პირ­ველ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას შენი გმი­რის შე­სა­ხებ იქ­მნი, რო­მელ­საც სცე­ნა­რი­დან ამო­ი­კი­თხავ. ეს პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

მერე არის გმი­რის ჩაც­მუ­ლო­ბა, პრო­ფე­სია, იმის გა­გე­ბა, რა პე­რი­ოდ­ში ცხოვ­რობს პერ­სო­ნა­ჟი და იწყე­ბა მუ­შა­ო­ბა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი იმ სცე­ნა­რი­დან ამოყ­ვა­ნი­ლი გმი­რის სა­ხეა, რო­მე­ლიც ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში პირ­ვე­ლი წა­კი­თხვი­დან რჩე­ბა. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში სტი­მულს რწმე­ნა მაძ­ლევს,“ - ჰყვე­ბო­და გუჯა ბურ­დუ­ლი...

ღმერ­თი, რწმე­ნა და ეკ­ლე­სია...

ბა­ტო­ნი გუჯა ღვთის­მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი იყო და სტი­ქა­რით შე­მო­სილს ტა­ძარ­ში ხში­არდ ნა­ხავ­დით. რო­დე­საც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰკი­თხეს:

- თქვე­ნი გმი­რე­ბი ძი­რი­თა­დად და­უც­ვე­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან გა­რი­ყუ­ლი და გა­უ­გებ­რო­ბის­თვის გან­წი­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. სად პო­უ­ლო­ბენ ისი­ნი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის­თვის ბრძო­ლის ძა­ლას?

- ძალა რწმე­ნის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­შია. ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უმ­თავ­რე­სი და უპირ­ვე­ლე­სი რამ არის. ჩემი გვა­რი მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ლო­მი­სის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

- პო­ლი­ტი­კა არ გა­ინ­ტე­რე­სებთ?

- მე ღმერ­თს ვემ­სა­ხუ­რე­ბი... ეკ­ლე­სი­ა­ში ხალ­ხმრავ­ლო­ბა მიყ­ვარს, სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­სჯი­სას - მარ­ტო­ო­ბა... ბო­ლომ­დე ვენ­დო­ბი ღმერ­თს, მა­მას ძეს და სული წმინ­დას, ღვთის­მშო­ბელ მა­რი­ამს, მთა­ვა­რან­გე­ლო­ზებს და ან­გე­ლო­ზებს... ბედ­ნი­ე­რი ვარ, რო­დე­საც ვლო­ცუ­ლობ სამ­შობ­ლოს ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის, მისი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, გა­დარ­ჩე­ნის­თვის, ცო­ცხლე­ბის­თვის და სა­ხე­ლო­ვა­ნი წი­ნაპ­რე­ბის სუ­ლე­ბის­თვის. ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ, ღმერ­თმა გან­გვწმინ­დოს ჩვე­ნი ცოდ­ვე­ბის­გან და შეგ­ვი­წყა­ლოს“ - ასე­თი იყო მისი პა­სუ­ხი და პრინ­ციპ­ში ცხოვ­რე­ბაც.

AMBEBI.GE მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს გუჯა ბურ­დუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და მსა­ხი­ო­ბის ოჯახს სამ­ძი­მარს უცხა­დებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

კიდევ ერთი კაცი დააკლდა მამულს

უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს

მერი ცუცქირიძე
0

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე უცებ ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა მომესმინა ბატონი გუჟა ბურდულის „რამდარირო“, მოვიძიე და რამდენჯერმე მოვუსმინე... ამ ხმაში არის რაღაც უხილავი-უძლევი სევდა, თან გეუბნება „რამდარიროს“ და თან უამრავ დარდსა და საფიქრალს გიჩენს...

„უძინართა მზე“ - თავზესაყრელი პრობლემა...

პოსტვ-ში ინტერვიუს ვუსმინე...

პრობლემებით დახუნძლულ, დიდ სატკივარში გახვეულ ქვეყნიერებას გაეცალა ეს სამაგალითო ადამიანი..

ყველანი გაიკრიფნენ ვისაც შეეძლო სულში ნათელი უმძიმესი პრობლემების ჩვენებითაც კი შემოეტანა... როგორი სულიერების დეფიციტი შეგვრჩა... ომი მძვინვარებს და ლაპარაკის გარდა არაფერი ისმის ... პოლიტიკოსებისაა თითქოს ეს პლანეტა მხოლოდ...

სიმბოლურია ბატონი გუჯა ბურდულის გარიდება ამ ქვეყნიდან...

ჩვენ უძლურნი კი ვერაფერს ვიქმთ 21-საუკუნეში ნგრევისა და სიცოცხლის განადგურების შესაჩერებლად...

ნათელი ნამვილად არ მოაკლდება გუჯა ბურდულის სულს...

სიკეთე მის შთამომავლობას... 

მის ტანჯულ სამშობლოს და ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროს...

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"მაღალი ბიჭი უნდოდათ და მაინცდამაინც მე აღმოვჩნდი" - გუჯა ბურდულის გზა "სუხიშვილებიდან" კინოეკრანამდე: როგორ იხსენებს დაუვიწყარ "გელა ექიმს" "აგნესა"?

"მაღალი ბიჭი უნდოდათ და მაინცდამაინც მე აღმოვჩნდი" - გუჯა ბურდულის გზა "სუხიშვილებიდან" კინოეკრანამდე: როგორ იხსენებს დაუვიწყარ "გელა ექიმს" "აგნესა"?

დღეს 81 წლის ასაკში მსახიობი გუჯა ბურდული გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალება საზოგადოებას მისმა შვილმა, მუსიკოსმა ლადო ბურდულმა სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა: "დღეს, ღამის 2 სთ-ზე მამაჩემი გუჯა ბურდული გარდაიცვალა. უფალო, ნათელში ამყოფე მისი სული"...

გუჯა ბურდულის კინოროლებს მაყურებელი კარგად იცნობს, უამრავი დაუვიწყარი სახე აქვს შექმნილი ქართულ თუ მაშინდელ საბჭოთა კინოში. სანამ მსახიობი გახდებოდა, უამრავი პროფესია შეიცვალა. იყო სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავე, მშენებელი, თბილისის ზღვის მაშველი... კინოში კი ასე მოხვდა (ამონარიდი მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან):

"რეჟისორი რეზო ჩხეიძე იღებდა ფილმს "ჩვენი ეზო". იქ გიორგი შენგელაიას წვიმაში უნდა ეცეკვა. იმ დროს "სუხიშვილებში“ ვცეკვავდი. რეპეტიცია რკინიგზელთა სახლის დარბაზში გვქონდა და ერთ დღესაც, რეჟისორის ასისტენტი მოვიდა, მაღალი ბიჭი უნდოდათ. მაღალი მაინცდამაინც მე აღმოვჩნდი. წვიმაში უნდა იცეკვეთო... მოკლედ, ფილმში გიორგი რომ ცეკვავს, ის ჩემი ცეკვაა გადაღებული.

კინოეკრანზე პირველად ასე მოვხვდი... მერე თბილისელი სამველ გასპაროვს დებიუტი ჰქონდა, ფილმს იღებდა, ცოტა ნორმალურად ვმღერი და მითხრა, როგორც თილისმა, მინდა, ჩემს პირველ ნამუშევარში იმღეროო. კი არ მინდოდა, მაგრამ ბოლოს ვიმღერე. სურათი ბოლოს ოდესის კინოსტუდიაში ჩაეშვა. ასე დაიწყო ჩემი სამსახიობო კარიერა. ქართულ კინემატოგრაფში ჩემი სამსახიობო მონაცემები ყველაზე მეტად რეჟისორმა თემურ ბაბლუანმა დაინახა"...

"უძინართა მზე"

ექიმი გელა ბენდელიანი გუჯა ბურდულის დაუვიწყარი სახეა, რომელმაც კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას წლები შეალია. ის საკუთარი ბინის სხვენში ცდებს ატარებს, მაგრამ სამეცნიერო საბჭოს მისი ნაშრომი არ აინტერესებს. მეზობლების საყვედურებით და გაჭირვებული ყოფით გაბეზრებული გელას ქალიშვილი აგნესა სხვენიდან საცდელ ვირთხებს უშვებს. გელა არალეგალურად, საკუთარი ხელით იკეთებს ბრმანაწლავის ოპერაციას, რასაც ემსხვერპლება კიდეც...

AMBEBI.GE ფილმის გმირს, გელა ექიმის ქალიშვილს აგნესას ესაუბრა, რომელმაც დაუვიწყარი სახე შექმნა ამ ფილმში. აგნესას როლის შემსრულებელი კი ჟურნალისტი ეკა საათაშვილია:

"დღეს, როცა უკრაინაში მიმდინარე მძიმე ამბებით ყველანი ასეთი დამძიმებულები ვართ, ამ ემოციების ფონზე გავიგე, რომ გარდაიცვალა ისეთი ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება დიდი პატივს ვცემდი. რთულია ძალიან... გამიმართლა, რომ ამ ფილმში მოვხვდი, სადაც რაღაც უცებ შევედი და უცებ გავხდი იმ ოჯახის ერთ-ერთი წევრი. როდესაც ბატონი გუჯა გავიცანი, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ მთელი ცხოვრება ვიცნობდი და გადაღების მოედანზე არ მინახავს პირველად... თბილი და ყურადღებიანი ადამიანი იყო, მაშინ 12 წლის ვიყავი და ბავშვობის ეს განწყობა სულ მომყვება.

სიმართლე გითხრათ, ბოლო წლებში არ მინახავს, მაგრამ მაშინდელი ემოციები ხომ ვამბობ, დღემდე მომყვება... ამიტომ ძალიან განვიცადე, როცა გავიგე , რომ აღარ არის... მაშინ ჩემთვის გადასაღებ მოედანზე ყველაფერი სიახლე იყო, ისეთ გარემოცვაში ყოფნა, ისეთ რეჟისორთან მუშაობა და ისეთ ფილმში მონაწილეობა, სადაც არაჩვეულებრივი კოლექტივი იყო, ყველანი ხელს მიწყობდნენ, თავისუფლად ვყოფილიყავი, მეტად ჩავრთულიყავი როლში. ყველაზე მკვეთრად მახსენდება საავადმყოფოს სცენები და ბატონი გუჯას ღიღინი, ხმა, რომელიც ყურში ახლაც ჩაგესმის...

ვისაც ეს ფილმი ნანახი აქვს, ყველას ასეთი შეგრძნება აქვს, მაგრამ მე უშუალოდ იქ ვიყავი და ის ყველაფერი ყველაზე მეტად ემოციურია განსაკუთრებით დღეს. ვუსამძიმრებ ოჯახს მის გარდაცვალებას".

გუჯა ბურდული ოჯახთან ერთად

კინოში მსახიობის პირველი ნამუშევარი იყო ფილმში "სიძულვილი, სადაც ''ბანდის'' უფროსის როლი ითამაშა. მას არ ჰქონდა სამსახიობო განათლება, მაგრამ მისი როლები პრიზებს იღებდა...

"რა განსხვავებაა პროფესიონალ და არაპროფესიონალ მსახიობს შორის, არ ვიცი, პრიზებს არაპროფესიონალებიც ვიღებთ... საერთოდ მსახიობობა რთული პროფესიაა, ბევრი რაღაცის სინთეზია - მუდმივი ფიზიკური და სულიერი წვრთნაა საჭირო... ჩემი როლებიდან მიყვარს მოცურავე, „ბეღურების გადაფრენაში“ გუჯა, „დიმიტრი თავდადებულში“ დავით მეფე, "მოქცევიდან" მეფე მირიანი. თუმცა უამრავ როლზე მითქვამს უარი...

ლადო და ბაკურ ბურდულები მამასთან ერთად

მსახიობისთვის ასევე აუცილებელია ფიზიკური, ბუნებრივი მონაცემები. უნდა ცეკვავდე, მღეროდე, ფიზიკური ძალაც გჭირდება. მერე კი უკვე რეჟისორები მისგან იმას ამოსწევენ, რაც მსახიობს უკეთ შეუძლია და რაც გმირის ლამაზად წარმოსაჩენად ხელს შეუწყობს. რაც ბევრი შეგიძლია, მით უკეთესი მსახიობი ხარ. ...მუშაობის პროცესი ასეთია - უპირველესად იკითხება სცენარი და პირველ შთაბეჭდილებას შენი გმირის შესახებ იქმნი, რომელსაც სცენარიდან ამოიკითხავ. ეს პირველი შთაბეჭდილება არის მნიშვნელოვანი.

მერე არის გმირის ჩაცმულობა, პროფესია, იმის გაგება, რა პერიოდში ცხოვრობს პერსონაჟი და იწყება მუშაობა. ყველაზე მთავარი კი იმ სცენარიდან ამოყვანილი გმირის სახეა, რომელიც ჩემს მეხსიერებაში პირველი წაკითხვიდან რჩება. მუშაობის პროცესში სტიმულს რწმენა მაძლევს,“ - ჰყვებოდა გუჯა ბურდული...

ღმერთი, რწმენა და ეკლესია...

ბატონი გუჯა ღვთისმორწმუნე ადამიანი იყო და სტიქარით შემოსილს ტაძარში ხშიარდ ნახავდით. როდესაც ერთ-ერთ ინტერვიუში ჰკითხეს:

- თქვენი გმირები ძირითადად დაუცველი, საზოგადოებისგან გარიყული და გაუგებრობისთვის განწირული ადამიანები არიან. სად პოულობენ ისინი ჭეშმარიტებისთვის ბრძოლის ძალას?

- ძალა რწმენის ჭეშმარიტებაშია. ეს ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი და უპირველესი რამ არის. ჩემი გვარი მრავალი საუკუნის განმავლობაში ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიას ემსახურებოდა.

- პოლიტიკა არ გაინტერესებთ?

- მე ღმერთს ვემსახურები... ეკლესიაში ხალხმრავლობა მიყვარს, საკუთარი თავის განსჯისას - მარტოობა... ბოლომდე ვენდობი ღმერთს, მამას ძეს და სული წმინდას, ღვთისმშობელ მარიამს, მთავარანგელოზებს და ანგელოზებს... ბედნიერი ვარ, როდესაც ვლოცულობ სამშობლოს ბედნიერებისთვის, მისი თავისუფლებისთვის, გადარჩენისთვის, ცოცხლებისთვის და სახელოვანი წინაპრების სულებისთვის. ყველანი ძალიან მიყვარხართ, ღმერთმა განგვწმინდოს ჩვენი ცოდვებისგან და შეგვიწყალოს“ - ასეთი იყო მისი პასუხი და პრინციპში ცხოვრებაც.

AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს გუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო და მსახიობის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.