Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯეო ჰოსპიტალსმა" უკრაინაში სამედიცინო ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა
"ჯეო ჰოსპიტალსმა" უკრაინაში სამედიცინო ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა

ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ქსე­ლი ჯეო ჰოს­პი­ტალ­სი უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭერ აქ­ცი­ა­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი. კომ­პა­ნი­ამ სო­ლი­და­რო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის ნიშ­ნად, ქვე­ყა­ნა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თი უკვე გაგ­ზავ­ნა და მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ცხე­ლი ხა­ზიც აა­მოქ­მე­და.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნი­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უფა­სო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას მი­ი­ღე­ბენ. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი მათ გა­ე­წე­ვათ გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და ექი­მის კონ­სულ­ტა­ცია. უკ­რა­ი­ნა­ში გაგ­ზავ­ნი­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თი მო­ი­ცავს პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის საგ­ნებს, სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტსა და არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე აუ­ცი­ლე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო სა­შუ­ა­ლე­ბებს.

რო­გორც ჯეო ჰოს­პი­ტალსში გან­მარ­ტა­ვენ, კომ­პა­ნი­ას სურს, თა­ნად­გო­მა გა­მო­ხა­ტოს მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნი­სა და მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს მათს მხარ­და­სა­ჭე­რად.

„სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა, ისე რო­გორც არა­ვინ, ვი­ცით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის ფასი. გვსურს, ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში თა­ნად­გო­მა გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის მი­მართ და მის მო­ქა­ლა­ქე­ებს მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ,“ - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში შე­უძ­ლი­ათ დარ­ე­კონ ცხელ ხაზ­ზე: 0322505222.

NS

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
0

ისე კარგი იქნებოდა სამაცაბლოში რომ იხოცებოდნენ ქართველები,აფხაზეთში,ახალგორში იქაც გაგეგზავნათ ,მე არ ვარ წინააღმდეგი მაგრამ უცხოს უფრო რომ ანიჭებთ უპირატესობას ამაზე მტკივა გული 

ლელი
1

ღმერთმა დაგვიფაროს ომისგან და როგორ ადარებთ რაც იქ ხდება აქაურ მდგომარეობას,კი ბატონო ჩვენც გვიჭირს მაგრამ იქ ომია და მედიკამენტები სასიცოცხლოდ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის,თანაც იქ ჩვენი ბიჭებიც არიან

ავტორი:

"ჯეო ჰოსპიტალსმა" უკრაინაში სამედიცინო ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა

"ჯეო ჰოსპიტალსმა" უკრაინაში სამედიცინო ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა

ჰოსპიტალური ქსელი ჯეო ჰოსპიტალსი უკრაინის მხარდასაჭერ აქციაში აქტიურად არის ჩართული. კომპანიამ სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად, ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაგზავნა და მისი მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზიც აამოქმედა.

ამასთან, საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეები უფასო სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ. უფრო კონკრეტულად კი მათ გაეწევათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ექიმის კონსულტაცია. უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი მოიცავს პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, სხვადასხვა საჭირო მედიკამენტსა და არსებულ ვითარებაში ყველაზე აუცილებელ სამედიცინო საშუალებებს.

როგორც ჯეო ჰოსპიტალსში განმარტავენ, კომპანიას სურს, თანადგომა გამოხატოს მეგობარი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მიმართ და მოკრძალებული წვლილი შეიტანოს მათს მხარდასაჭერად.

„სამედიცინო პერსონალმა, ისე როგორც არავინ, ვიცით ადამიანის სიცოცხლის ფასი. გვსურს, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში თანადგომა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიმართ და მის მოქალაქეებს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ,“ - აცხადებენ კომპანიაში.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად უკრაინის მოქალაქეებს 24-საათიან რეჟიმში შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 0322505222.

NS