მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განა ასეთი ნატო გვინდოდა? რაზე ფიქრობდით იმ სხდომაზე? დღეიდან ყველა, ვინც დაიღუპება, დაიღუპება თქვენი სისუსტის გამო" - ზელენსკი
"განა ასეთი ნატო გვინდოდა? რაზე ფიქრობდით იმ სხდომაზე? დღეიდან ყველა, ვინც დაიღუპება, დაიღუპება თქვენი სისუსტის გამო" - ზელენსკი

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს პა­სუ­ხობს, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ დღე­ვან­დელ საბ­ჭო­ზე უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის და­ხურ­ვა­ზე და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­ი­ღეს.

"თქვენ უნდა გე­ფიქ­რათ ხალ­ხზე, ადა­მი­ა­ნებ­ზე. თქვენ კი რაზე ფიქ­რობ­დით იმ სხდო­მა­ზე? ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დღე­ი­დან და­ი­ღუ­პე­ბა, და­ი­ღუ­პე­ბა თქვენს გა­მოც, თქვე­ნი სი­სუს­ტის გამო, თქვე­ნი უთან­ხმო­ე­ბის გამო" - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, რაც დღეს შეძ­ლო ალი­ან­სმა, არის ის, რომ თა­ვი­სი შეს­ყიდ­ვე­ბის სის­ტე­მით უკ­რა­ი­ნის­თვის 50 ტონა დი­ზე­ლის საწ­ვა­ვი გა­და­ე­ტა­ნა.

"ალ­ბათ იმის­თვის, რომ დავ­წვათ ბუ­და­პეშ­ტის მე­მო­რან­დუ­მი, რათა კარ­გად და­იწ­ვას. თუმ­ცა, ის უკვე და­იწ­ვა ჩვენ­თვის რუ­სე­თის ჯა­რის ცე­ცხლში. განა ასე­თი ნატო გვინ­დო­და? განა ასეთ ალი­ანსს აშე­ნებ­დით? დღეს ალი­ან­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მწვა­ნე შუქი აუნ­თო უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქე­ბი­სა და სოფ­ლე­ბის შემ­დგომ და­ბომბვებს, რო­დე­საც უარი თქვა ფრე­ნის აკ­რძალ­ვის ზო­ნა­ზე. თქვენ შე­გეძ­ლოთ სა­ჰა­ე­რო სივ­რცის და­ხურ­ვა, მაგ­რამ, მე არ ვიცი, ვისი დაც­ვა შე­გიძ­ლი­ათ და შე­გიძ­ლი­ათ თუ არა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნე­ბის დაც­ვა - ალი­ან­სის ქვეყ­ნე­ბის“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მან­ვე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ნა­ტო­ში უკ­რა­ი­ნის მე­გო­ბარ ქვეყ­ნებს.

"იქ ბევ­რია ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი, პარტნი­ო­რი - უმე­ტე­სო­ბა ძლი­ე­რი პარტნი­ო­რი. ისი­ნი, ვინც ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად ეხ­მა­რე­ბა ჩენ ქვე­ყა­ნას. და მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ გა­მარ­ჯვე­ბა­ში და ამი­ტო­მაც მარ­ტო არ ვგრძნობთ თავს. ჩვენ გან­ვაგ­რძობთ ბრძო­ლას. და­ვი­ცავთ ჩვენ სა­ხელ­მწი­ფოს. გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ ჩვენ მი­წას ჩვე­ნი გმი­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით“ ,- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

ცნო­ბის­თვის, ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალი­ან­სის წევ­რმა ქვეყ­ნებ­მა გა­ნი­ხი­ლეს უკ­რა­ი­ნის თხოვ­ნა მისი სა­ჰა­ე­რო სივ­რცის ჩა­კეტ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა მას მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს. სტოლ­ტენ­ბერ­გის გან­მარ­ტე­ბით, უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის ჩა­სა­კე­ტად ერ­თა­დერ­თი გზა არ­სე­ბობს - ნა­ტოს სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა რუ­სე­თის თვითმფრი­ნა­ვე­ბი უნდა ჩა­მო­ყა­როს, რაც ევ­რო­პა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ან ომს გა­მო­იწ­ვევს. მისი თქმით, სწო­რედ ამ მი­ზე­ზით, ნატო არ გეგ­მავს კონ­ფლიქ­ტში ჩარ­თვას არც ხმე­ლეთ­ზე და არც ცაში.

მკითხველის კომენტარები / 126 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rateqs
0

მარტივი კითხვა მაქვს და გამეცით პასუხი, ოღონდ დსაბუთებული, რით განსხვავდება რუსეთი და "ნატო"-ამერიკა????

ანტიოქია
0

ერთმა რუსმა ქალმა მომწერა, ძალიან მიყვარხართო და განვიცდიო რასაც აკეთებსო პუტინი, მაგრამ თქვენ უფრო მოხერხებული მეგონეთო. როცა ხედავთო ასეთ მონსტრს, ცოტა ეშმაკობა გამოიჩინეთო. დრო გაიყვანეთო, ნეიტრალიტეტზე დაიწყეთო საუბარი და ნატო ნატო არ იყვიროთო. გარდაიცვლებაო პუტინი ადრე თუ გვიან, მერე შედითო მაგ ნატოში. მანამდე ხო ხედავთო, თავს რომ იღუპავთო. 

ავტორი:

"განა ასეთი ნატო გვინდოდა? რაზე ფიქრობდით იმ სხდომაზე? დღეიდან ყველა, ვინც დაიღუპება, დაიღუპება თქვენი სისუსტის გამო" - ზელენსკი

"განა ასეთი ნატო გვინდოდა? რაზე ფიქრობდით იმ სხდომაზე? დღეიდან ყველა, ვინც დაიღუპება, დაიღუპება თქვენი სისუსტის გამო" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს გენერალურ მდივანს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ დღევანდელ საბჭოზე უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვაზე დადებითი გადაწყვეტილება არ მიიღეს.

"თქვენ უნდა გეფიქრათ ხალხზე, ადამიანებზე. თქვენ კი რაზე ფიქრობდით იმ სხდომაზე? ყველა ადამიანი, რომელიც დღეიდან დაიღუპება, დაიღუპება თქვენს გამოც, თქვენი სისუსტის გამო, თქვენი უთანხმოების გამო" - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რაც დღეს შეძლო ალიანსმა, არის ის, რომ თავისი შესყიდვების სისტემით უკრაინისთვის 50 ტონა დიზელის საწვავი გადაეტანა.

"ალბათ იმისთვის, რომ დავწვათ ბუდაპეშტის მემორანდუმი, რათა კარგად დაიწვას. თუმცა, ის უკვე დაიწვა ჩვენთვის რუსეთის ჯარის ცეცხლში. განა ასეთი ნატო გვინდოდა? განა ასეთ ალიანსს აშენებდით? დღეს ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების შემდგომ დაბომბვებს, როდესაც უარი თქვა ფრენის აკრძალვის ზონაზე. თქვენ შეგეძლოთ საჰაერო სივრცის დახურვა, მაგრამ, მე არ ვიცი, ვისი დაცვა შეგიძლიათ და შეგიძლიათ თუ არა საკუთარი ქვეყნების დაცვა - ალიანსის ქვეყნების“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მანვე მადლობა გადაუხადა ნატოში უკრაინის მეგობარ ქვეყნებს.

"იქ ბევრია ჩვენი მეგობარი, პარტნიორი - უმეტესობა ძლიერი პარტნიორი. ისინი, ვინც ყველაფრის მიუხედავად ეხმარება ჩენ ქვეყანას. და მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში და ამიტომაც მარტო არ ვგრძნობთ თავს. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას. დავიცავთ ჩვენ სახელმწიფოს. გავათავისუფლებთ ჩვენ მიწას ჩვენი გმირების დამსახურებით“ ,- განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა განიხილეს უკრაინის თხოვნა მისი საჰაერო სივრცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, თუმცა მას მხარი არ დაუჭირეს. სტოლტენბერგის განმარტებით, უკრაინის საჰაერო სივრცის ჩასაკეტად ერთადერთი გზა არსებობს - ნატოს საჰაერო ძალებმა რუსეთის თვითმფრინავები უნდა ჩამოყაროს, რაც ევროპაში სრულმასშტაბიან ომს გამოიწვევს. მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით, ნატო არ გეგმავს კონფლიქტში ჩართვას არც ხმელეთზე და არც ცაში.