პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს ზელენსკი მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისს მიმართავს, რაც რუსთაველის გამზირზე გადაიცემა - კობახიძის თქმით, რუსთაველზე ხელისუფლების წარმომადგენელი ვერ იქნება
დღეს ზელენსკი მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისს მიმართავს, რაც რუსთაველის გამზირზე გადაიცემა - კობახიძის თქმით, რუსთაველზე ხელისუფლების წარმომადგენელი ვერ იქნება

მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნის მხრი­დან ელ­ჩის გაწ­ვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სრუ­ლი­ად ალო­გი­კუ­რი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ვერ იქ­ნე­ბა

მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, სრუ­ლი­ად ალო­გი­კუ­რი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა, რაც უკავ­შირ­დე­ბო­და ელ­ჩის გაწ­ვე­ვას, ბუ­ნებ­რი­ვია, ასეთ დროს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იქ ვერ იქ­ნე­ბა, - ასე უპა­სუ­ხა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ კი­თხვას, იქ­ნე­ბა თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დღეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, სა­დაც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის პირ­და­პირ ეთერ­ში მი­მარ­თვას მო­უს­მე­ნენ.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, უკ­რა­ი­ნი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა უც­ვლე­ლი რჩე­ბა.

რო­გორც უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა აღ­ნიშ­ნა, ად­გი­ლი აქვს ერ­თი­ან, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბას იმის­თვის, რომ უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თვა მოხ­დეს.

"მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სრუ­ლი­ად ალო­გი­კუ­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, ჩვენ აღარ გვინ­და ამ კრი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბა, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო. უკ­რა­ი­ნა­ში არის სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტი, შე­სა­ბა­მი­სად, კრი­ტი­კა­ში ვერ და არ შე­ვალთ, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც სრუ­ლი­ად ალო­გი­კუ­რი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა, რაც უკავ­შირ­დე­ბო­და ელ­ჩის გაწ­ვე­ვას, ბუ­ნებ­რი­ვია, ასეთ დროს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იქ ვერ იქ­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ნაგ­რძნო­ბის ხა­რის­ხი ჩვე­ნი მხრი­დან არის გულ­წრფე­ლი, ნაც­ვლად "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც დღეს იქ იდ­გე­ბი­ან, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ვერ მი­ვალთ. წყე­ნა­ზე არ არის სა­უ­ბა­რი, რო­დე­საც არის ალო­გი­კუ­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გმუ­ლი, ჩვენ ხომ ვერ ჩა­ვე­ძი­ე­ბით? რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იქ არა­ხა­მია, ადე­იშ­ვი­ლი, სა­ა­კაშ­ვი­ლი თუ რა არის ამის მი­ზე­ზი. რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან გა­და­იდ­გმე­ბა ალო­გი­კუ­რი ნა­ბი­ჯი, რა თქმა უნდა, ამას რე­აქ­ცია უნდა ჰქონ­დეს.

ეს არის ერ­თი­ა­ნი, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა და სამ­წუ­ხა­როდ, ამის ნა­წი­ლი იყო ის ალო­გი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და. არ მგო­ნია, რომ ზე­ლენ­სკის სცხე­ლო­და ამ გა­ნა­ცხა­დე­ბის­თვის, იქ არის გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში და ამის შე­დე­გი იყო ის ალო­გი­კუ­რი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც გა­და­იდ­გა. ვინ არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გვა­რე­ბით, კარ­გად ვი­ცით. დღეს უკ­რა­ი­ნა არის ომის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ერ­თა­დერ­თი, რაც ჩვენ შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ხა­ტოთ, ეს არის თა­ნაგ­რძნო­ბა და გვერ­დში დგო­მა უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მი­მართ. ეს არის ის პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მხრი­დან ურ­ყე­ვი, ეს ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა­ი­მე პო­ლი­ტი­კურ ნა­ბიჯ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბი­სათ­ვის, დღეს, თბი­ლი­სის დრო­ით 20:00 სა­ათ­ზე, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი პირ­და­პირ ეთერ­ში მი­მარ­თავს მსოფ­ლი­ოს 5 ქა­ლაქს, მათ შო­რის, თბი­ლისს, რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

ომია. ნაცსექტა კი იმის ცდაშია, რომ რამეს გამოკრას ხელი. ვერაფერს წაიღებენ, მაგრამ ზელინსკის აშკარად მოატყუეს. ფუ, ესენი ვინ არიან?

Ლელა
2

Კლავიატურით მებრძოლო რაინდებო, ასე რამ მოგაწყურათ საქ. Განადგურება, თუ მამამარჩენალი ნაკარნახევის იქით ვერ ქაჩავთ? 2008 წ. Ომში შინდისში ბიჭები იბრძოდნენ, ლაჩრები კი ქვეყნიდან გარბოდნენ. Დღეს ომი რომ დაიწყოს თქვენ ვინ გაგასწრებთ უსაქმურებო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

დღეს ზელენსკი მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისს მიმართავს, რაც რუსთაველის გამზირზე გადაიცემა - კობახიძის თქმით, რუსთაველზე ხელისუფლების წარმომადგენელი ვერ იქნება

დღეს ზელენსკი მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისს მიმართავს, რაც რუსთაველის გამზირზე გადაიცემა - კობახიძის თქმით, რუსთაველზე ხელისუფლების წარმომადგენელი ვერ იქნება

მას შემდეგ, რაც უკრაინის მხრიდან ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით სრულიად ალოგიკური ნაბიჯი გადაიდგა, ხელისუფლების წარმომადგენელი რუსთაველის გამზირზე ვერ იქნება

მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, სრულიად ალოგიკური ნაბიჯი გადაიდგა, რაც უკავშირდებოდა ელჩის გაწვევას, ბუნებრივია, ასეთ დროს ხელისუფლების წარმომადგენელი იქ ვერ იქნება, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას, იქნება თუ არა ხელისუფლების წარმომადგენელი დღეს რუსთაველის გამზირზე, სადაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პირდაპირ ეთერში მიმართვას მოუსმენენ.

კობახიძის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლების მხრიდან, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა უცვლელი რჩება.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, ადგილი აქვს ერთიან, კოორდინირებული მოქმედებას იმისთვის, რომ უკრაინა-რუსეთის სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა მოხდეს.

"მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ სრულიად ალოგიკური ნაბიჯი გადადგა, ჩვენ აღარ გვინდა ამ კრიტიკის გაგრძელება, გასაგები მიზეზების გამო. უკრაინაში არის სამხედრო კონფლიქტი, შესაბამისად, კრიტიკაში ვერ და არ შევალთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც სრულიად ალოგიკური ნაბიჯი გადაიდგა, რაც უკავშირდებოდა ელჩის გაწვევას, ბუნებრივია, ასეთ დროს ხელისუფლების წარმომადგენელი იქ ვერ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ თანაგრძნობის ხარისხი ჩვენი მხრიდან არის გულწრფელი, ნაცვლად "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების, რომლებიც დღეს იქ იდგებიან, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივალთ. წყენაზე არ არის საუბარი, როდესაც არის ალოგიკური ნაბიჯი გადადგმული, ჩვენ ხომ ვერ ჩავეძიებით? რა მნიშვნელობა აქვს იქ არახამია, ადეიშვილი, სააკაშვილი თუ რა არის ამის მიზეზი. როდესაც სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგმება ალოგიკური ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ამას რეაქცია უნდა ჰქონდეს.

ეს არის ერთიანი, კოორდინირებული მოქმედება და სამწუხაროდ, ამის ნაწილი იყო ის ალოგიკური მოქმედება, რომელიც განხორციელდა. არ მგონია, რომ ზელენსკის სცხელოდა ამ განაცხადებისთვის, იქ არის გარკვეული ძალები, რომლებიც არიან კოორდინაციაში და ამის შედეგი იყო ის ალოგიკური ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა. ვინ არიან ეს ადამიანები გვარებით, კარგად ვიცით. დღეს უკრაინა არის ომის მდგომარეობაში. ერთადერთი, რაც ჩვენ შეიძლება გამოვხატოთ, ეს არის თანაგრძნობა და გვერდში დგომა უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს არის ის პოზიცია, რომელიც იქნება ჩვენი მხრიდან ურყევი, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება დამოკიდებული, რაიმე პოლიტიკურ ნაბიჯზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.