მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კვლავ ლევან წულაძე იქნება - კულტურის სამინისტროს განცხადება
მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კვლავ ლევან წულაძე იქნება - კულტურის სამინისტროს განცხადება

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად ლე­ვან წუ­ლა­ძე და­ი­ნიშ­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო ლე­ვან წუ­ლა­ძეს სსიპ თბი­ლი­სის კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ნიშ­ვნას ულო­ცავს.

სსიპ თბი­ლი­სის კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად რე­ჟი­სო­რი ლე­ვან წუ­ლა­ძე და­ი­ნიშ­ნა. "პრო­ფე­სი­უ­ლი თე­ატ­რე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, იგი მო­ცე­მულ პო­ზი­ცი­ას ოთხი წლის ვა­დით და­ი­კა­ვებს. ამის შე­სა­ხებ შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბა უკვე გა­მო­ი­ცა.

ლე­ვან წუ­ლა­ძეს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა 2022 წლის პირ­ველ იან­ვარს ამო­ე­წუ­რა. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში კონ­კურ­სი მიმ­დი­ნა­რე წლის 20 იან­ვარს გა­მო­ცხად­და და მას­ში მხო­ლოდ მო­ცე­მულ­მა კან­დი­დატ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ლე­ვან წუ­ლა­ძის კან­დი­და­ტუ­რა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა გან­სა­ხილ­ვე­ლად წა­რუდ­გი­ნა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან არ­სე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რე­ბის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის კან­დი­დატ­თა შე­სარ­ჩევ სარ­ე­კო­მენ­და­ციო საბ­ჭოს.

საბ­ჭოს სხდო­მა­ზე კენ­ჭი უყა­რეს ლე­ვან წუ­ლა­ძის კან­დი­და­ტუ­რას და ერ­თხმად მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად და­სამ­ტკი­ცებ­ლად მისი კან­დი­და­ტუ­რა წა­რედ­გი­ნათ სა­მი­ნის­ტროს­თვის. შე­დე­გად, ლე­ვან წუ­ლა­ძე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­მი­ნის­ტროს­თან არ­სე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რე­ბის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის კან­დი­დატ­თა შე­სარ­ჩე­ვი სარ­ე­კო­მენ­და­ციო საბ­ჭოს დე­ბუ­ლე­ბის თა­ნახ­მად (დე­ბუ­ლე­ბა მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით 2021 წლის 6 დე­კემ­ბერს დამ­ტკიც­და), სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის კან­დი­დატ­თა შე­სარ­ჩევ კონ­კურსს აცხა­დებს სა­მი­ნის­ტრო, ხოლო კან­დი­დატ­თა შე­სარ­ჩე­ვი სა­კონ­კურ­სო პი­რო­ბე­ბი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ამას­თან, სა­მი­ნის­ტრო, წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტე­ბის­გან შე­არ­ჩევს არა­ნაკ­ლებ 2 და არა­უ­მე­ტეს 3 კან­დი­დატს, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც წარ­დგე­ნი­ლია მხო­ლოდ ერთი კან­დი­და­ტი.

შერ­ჩე­ულ კან­დი­დატ­თა სია წა­რედ­გი­ნე­ბა სარ­ე­კო­მენ­და­ციო საბ­ჭოს, რო­მე­ლიც შე­არ­ჩევს სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­სა­ნიშნ კან­დი­და­ტუ­რას და წა­რუდ­გენს კულ­ტუ­რის მი­ნისტრს.სარ­ე­კო­მენ­და­ციო საბ­ჭო ვალ­დე­ბუ­ლია, კან­დი­და­ტის წარ­დგი­ნე­ბი­დან 1 თვის ვა­და­ში წა­რუდ­გი­ნოს მი­ნისტრს თა­ვი­სი რე­კო­მენ­და­ცია" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სათᲥმელი
0

წულუკიანი ყველაფერში ობიექტურია!

qeTo
0

რატომ? ორთავე წ-ზე იწყება? გარიგდნენ ალბათ.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კვლავ ლევან წულაძე იქნება - კულტურის სამინისტროს განცხადება

მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კვლავ ლევან წულაძე იქნება - კულტურის სამინისტროს განცხადება

მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ლევან წულაძე დაინიშნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

"კულტურის სამინისტრო ლევან წულაძეს სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავს.

სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი ლევან წულაძე დაინიშნა. "პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.

ლევან წულაძეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე უფლებამოსილების ვადა 2022 წლის პირველ იანვარს ამოეწურა. მარჯანიშვილის თეატრში კონკურსი მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოცხადდა და მასში მხოლოდ მოცემულმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა, რის საფუძველზეც ლევან წულაძის კანდიდატურა კულტურის მინისტრმა განსახილველად წარუდგინა კულტურის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს.

საბჭოს სხდომაზე კენჭი უყარეს ლევან წულაძის კანდიდატურას და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დასამტკიცებლად მისი კანდიდატურა წარედგინათ სამინისტროსთვის. შედეგად, ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.

ინფორმაციისთვის, სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად (დებულება მინისტრის ბრძანებით 2021 წლის 6 დეკემბერს დამტკიცდა), სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს სამინისტრო, ხოლო კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება. ამასთან, სამინისტრო, წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი.

შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, კანდიდატის წარდგინებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს მინისტრს თავისი რეკომენდაცია" - ნათქვამია ინფორმაციაში.