ავტორი:

PayBox-ებში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვის სერვისი ამოქმედდა

PayBox-ებში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვის სერვისი ამოქმედდა

სს ოპპა უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდა და თავისი სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, PayBox-ებში, საქართველოს წითელი ჯვრის ანგარიში დაამატა, რომელიც სპეციალურად უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეიქმნა.

მომხმარებლებს, შესაძლებლობა აქვთ მარტივად გახდნენ ქველმოქმედების მონაწილე და საკომისიოს გარეშე ჩარიცხონ თანხა 9000-ზე მეტი წერტილიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ჩვენი მიზანია, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თანხის შეგროვების პროცესი უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ და გამოვხატოთ მხარდაჭერა. აქვე ვისარგებლებთ შემთხევით და მადლობას გადავუხდით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას სერვისის ოპერატიულად მოწოდებისა და თანამშრომლობისათვის“ - აცხადებენ კომპანიაში.

R