ავტორი:

"ხარკოვში ჩემი ახლობელი ოჯახთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს.... მასთან ერთად მისი 8 წლის გოგონა გარდაიცვალა" - რას წერს ლევან თარხნიშვილი?

"ხარკოვში ჩემი ახლობელი ოჯახთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს.... მასთან ერთად მისი 8 წლის გოგონა გარდაიცვალა" - რას წერს ლევან თარხნიშვილი?

ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხარკოვში მისი ახლობელი ოჯახთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს.

როგორც ის წერს, გარდაცვლილთა შორის არის 8 წლის გოგონა.

"პირველი პირადი ახლობელი გარდაიცვალა ხარკოვში. ჩაცხრილეს ოჯახთან ერთად მანქანაში. მასთან ერთად მისი შვილი 8 წლის გოგოა გარდაცვლი. ცოლი და და მეორე შვილი რეანიმაციაში.

აი ვინც თვლის, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ მოდით რა დაახვიეთ ჩემი ფრენდებიდან na xui. მე ნუ მაწვალებთ თქვენი დევნით.პ.ს. და ვინმეს თუ გგონიათ ეს სხვისი ომია ასევე მიყევით" - წერს თარხნიშვილი.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინის ქალაქები ხარკოვი, ჩერნიგოვი და მარიუპოლი „უკრაინის ხელში რჩება“, რუსული ძალების მიერ ძლიერი დაბომბვის განხორციელების მიუხედავად. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, რუსული ძალების ნაწილი ქალაქ ხერსონში შევიდა, მაგრამ იქ არსებული მდგომარეობა ჯერჯერობით გაურკვეველია.

ამასთან, ხერსონის მერი იგორ კოლიხაევი „ფეისბუქში“ წერს, რომ უკრაინელი სამხედროები ხერსონში აღარ იმყოფებიან.

"მოქალაქეებს იმ შეიარაღებული პირების მითითებების შესრულებას სთხოვენ, რომლებმაც ქალაქის ადმინისტრაცია დაიკავეს", - წერს მერი.