საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთხელ თქვა, გივის გარეშე ვეღარ ვძლებო... იუბილეს მოწყობა გვინდოდა და უარი გვითხრა" - რას ჰყვებიან დამსახურებულ პედაგოგზე, რომლის ხელში არაერთ მსახიობს გაუვლია
"ერთხელ თქვა, გივის გარეშე ვეღარ ვძლებო... იუბილეს მოწყობა გვინდოდა და უარი გვითხრა" - რას ჰყვებიან დამსახურებულ პედაგოგზე, რომლის ხელში არაერთ მსახიობს გაუვლია

გარ­და­იც­ვა­ლა მე­ტყვე­ლე­ბის პე­და­გო­გი ლე­ი­ლა კა­პა­ნა­ძე, ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც 70 წლის მან­ძილ­ზე თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­მა­ვალ მსა­ხი­ო­ბებს სას­ცე­ნო მე­ტყვე­ლე­ბას ას­წავ­ლი­და. მის ხელ­ში არა­ერთ სტუ­დენტს გა­მო­უვ­ლია, რომ­ლე­ბიც დღეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან. დი­დია მისი ღვაწ­ლი ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის წი­ნა­შე. სხვა­დას­ხვა თა­ო­ბა­ში უამ­რა­ვი მად­ლი­ე­რი სტუ­დენ­ტი ჰყავს. ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბის გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე გახ­ლდათ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე­თი დამ­სა­ხუ­რე­ბის ქალ­ბა­ტო­ნი იყო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მო­ჩე­ნა არ უყ­ვარ­და და პრე­სის­თვის არც არას­დროს მი­უ­ცია ინ­ტერ­ვიუ, მი­აჩ­ნდა, რომ ის თა­ვის საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და ეს იყო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

AMBEBI.GE ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს, რე­ჟი­სორ დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვილს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც ასე­ვე ლე­ი­ლა კა­პა­ნა­ძის მოს­წავ­ლეც იყო.

- ბა­ტო­ნი გივი და ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა ინ­სტი­ტუ­ტში ერ­თად სწავ­ლობ­დნენ. სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე კი ოჯა­ხუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, რომ გივი უნდა წა­სუ­ლი­ყო თე­ატ­რში და ლე­ი­ლა დარ­ჩე­ბო­და კა­თედ­რა­ზე. ის მე­ტყვე­ლე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი პე­და­გო­გის მა­ლი­კო მრევ­ლიშ­ვი­ლის სტუ­დენ­ტი იყო, რო­მელ­მაც მა­შინ­დელ ინ­სტი­ტუ­ტში ამ საგ­ნის, სას­ცე­ნო მე­ტყვე­ლე­ბის მო­დე­ლი შექ­მნა. მერე კი ისე მოხ­და, რომ ამ სფე­რო­ში ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­მე­უ­ლი - მა­რი­კო მრევ­ლიშ­ვი­ლი, ბა­ბუ­ლია ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი და ლე­ი­ლა კა­პა­ნა­ძე ერთ-ერთი ღირ­სე­უ­ლი წევ­რი იყო და ეს მე­სა­მე წევ­რიც ახლა წა­ვი­და. თუ ვინ­მეს უს­წავ­ლია ინ­სტი­ტუ­ტში ამ 100 წლის მან­ძილ­ზე მსა­ხი­ო­ბებს, რე­ჟი­სო­რებს, თე­ატრმ­ცოდ­ნე­ებს, ყვე­ლა გა­დი­ო­და ამ სამი დიდი პე­და­გო­გის კლასს.

რაც შე­ე­ხე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლას მო­წა­ფე­ებს, მისი პირ­ვე­ლი თა­ო­ბის პე­რი­ო­დის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან - გოგი ხა­რა­ბა­ძე, ავთო მა­ხა­რა­ძე, ზურა ცინ­ცქი­ლა­ძე, პავ­ლე ნო­ზა­ძე და ძა­ლი­ან ბევ­რი. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, უკვე ჩვენს პე­რი­ოდ­ში ლელა ალი­ბე­გაშ­ვი­ლი, ბესო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი, ეკა მჟა­ვა­ნა­ძე, თე­მი­კო ჭი­ჭი­ნა­ძე...

ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იყო კა­თედ­რის გამ­გე, პრო­ფე­სო­რი, ბოლო წლებ­ში კი დრა­მის ფა­კულ­ტე­ტის კონ­სულ­ტან­ტი. მისი ლექ­ცია, კონ­სულ­ტა­ცია მე­ტყვე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­ლდათ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ბა­და­ლი არ ჰყავ­და. ამას არ მა­ლა­პა­რა­კებს მისი ახ­ლობ­ლო­ბა და ამ ოჯახ­თან ნა­თელ­მი­რო­ნო­ბა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ობი­ექ­ტუ­რი ვარ. პი­რა­დად მეც, რო­მე­ლიც უკვე სამ­სა­ხი­ო­ბო მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე 25 წე­ლია აღარ ვმუ­შა­ობ. რა გაკ­ვე­თი­ლე­ბიც მას­თან, რო­გორც სტუ­დენ­ტმა გა­ვი­ა­რე, დღემ­დე მომ­ყვე­ბა.

მისი პრი­ო­რი­ტე­ტი იყო, რომ დარ­ბა­ზის ყვე­ლა წერ­ტილ­ში მყოფ მა­ყუ­რე­ბელს უნდა გა­ე­გო სცე­ნი­დან მსა­ხი­ო­ბის ხმა. ამის­თვის კი მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი იყო რო­გორც სა­მე­ტყვე­ლო აპა­რა­ტი, ისე სა­სუნ­თქი სის­ტე­მა.

- დიდი პე­და­გო­გი იყო და მას მა­სობ­რი­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბა არც კი იც­ნობ­და. ინ­ტერ­ვიუ არას­დროს მი­უ­ცია...

- ეს მისი არ­ჩე­ვა­ნი იყო. არ ხიბ­ლავ­და ეს ამ­ბა­ვი. 85 წლის რომ გახ­და, ძა­ლი­ან გვინ­დო­და, იუ­ბი­ლე მოგ­ვე­წყო. ეს იყო სტუ­დენ­ტე­ბის, მისი ნა­მო­წა­ფა­რე­ბის, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სურ­ვი­ლი, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გვი­თხრა, ვე­რაფ­რით და­ვი­თან­ხმეთ. ის იყო მუშა ფუტ­კა­რი, მი­აჩ­ნდა, რომ თა­ვის საქ­მე ჰქონ­და და ის უნდა ეკე­თე­ბი­ნა. ამ­ბობ­და, ვცდი­ლობ, ვემ­სა­ხუ­რო საქ­მეს, რაც მიყ­ვარს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იყო პრო­ფე­სო­რი, კა­თედ­რის გამ­გე, ამ­დე­ნი მად­ლი­ე­რი სტუ­დენ­ტი ჰყავ­და, მე­უღ­ლის და შვი­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბის­თვის იცხოვ­რა. მათ უმაგ­რებ­და ზურგს.

- ბა­ტო­ნი გი­ვის და ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლას ახ­ლოს იც­ნობ­დით. რას გა­იხ­სე­ნებ­დით მათი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან?

- მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო დიდი იუ­მო­რი. სა­ოც­რად შე­ხუმ­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ყვე­ლა­ფე­რი კი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის ფონ­ზე ხდე­ბო­და. არას­დროს ყო­ფი­ლა ზღვრის გა­დაც­დო­მა, რაც სა­მა­გა­ლი­თო იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გივი თა­ვი­სი ნა­თა­მა­შე­ვი რო­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ცხოვ­რე­ბა­ში სევ­დი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ თა­ვი­სი დარ­დით და წუ­ხი­ლით იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში არც ისე მარ­ტი­ვი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და გა­მოვ­ლი­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით ანა­ლო­გი­უ­რი იყო ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლას ცხოვ­რე­ბაც... არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხის შვი­ლი იყო. ხე­ლო­ვა­ნი დები ჰყავ­და, ერთ-ერთი ძა­ლი­ან ადრე წა­ვი­და, რო­მე­ლიც შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსა­ხი­ო­ბის, გუ­რამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძის, იგი­ვე ლორ­თქი­ას მე­უღ­ლე გახ­ლდათ. ასე რომ, დიდი სით­ბოს მა­ტა­რე­ბე­ლი ოჯა­ხი ჰქონ­დათ. ეს ოჯა­ხის უფ­რო­სე­ბის­გან მო­დი­ო­და.

ბა­ტო­ნი გივი სულ აღი­ა­რებ­და, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ლე­ი­ლა, ამ­დენ ხანს ვერ ვი­ცო­ცხლებ­დიო. ისე უწყობ­და ხელს, რომ მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ბო­ლომ­დე წარ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. მისი ჩრდილ­ში ყოფ­ნა კი ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლას­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ბა­ტო­ნი გი­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 10 აპ­რილს 5 წელი ხდე­ბა და რა უც­ნა­უ­რია, რომ სწო­რედ 10 აპ­რილს ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლას ორ­მო­ცი და­ემ­თხვა... მის გა­რე­შე მძი­მედ იყო, ფრთა­მო­ტე­ხი­ლი და ერთხელ თქვა - გი­ვის გა­რე­შე ვე­ღარ ვძლე­ბო... ფაქ­ტია, რომ ასე მოხ­და.

ამ ადა­მი­ა­ნებ­მა და­ტო­ვეს სიყ­ვა­რუ­ლით, სი­კე­თით სავ­სე შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აგ­რძე­ლე­ბენ მათ გზას. პრო­ფე­სი­აც მშობ­ლე­ბის მი­ხედ­ვით აირ­ჩი­ეს, მა­ნა­ნა წლე­ბია უკვე ცნო­ბი­ლი მე­ტყვე­ლე­ბის პე­და­გო­გია და ზურა ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი.

მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი (ბე­რი­კაშ­ვი­ლებს მა­კას ცხოვ­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლი აქვთ):

- ლე­ი­ლა დე­ი­და ჩემი ნათ­ლი­ის ცოლი იყო. ჩემ­მა შვილ­მა თი­ნა­ნომ და­მი­რე­კა, ცხა­რე ცრემ­ლე­ბით ტი­რო­და, ლე­ი­ლა დე­ი­და გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორ ვუყ­ვარ­დიო... პი­რა­დად ჩემ­თვის წა­ვი­და უდი­დე­სი მე­ტყვე­ლე­ბის პე­და­გო­გი, რო­მელ­მაც ჩემ­ზე ამ კუ­თხით უდი­დე­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. მსა­ხი­ო­ბე­ბი სცე­ნა­ზე სხვა­ნა­ი­რად ვმე­ტყვე­ლებთ, მოს­წავ­ლე­ებს სხვა­ნა­ი­რად გა­დავ­ცემთ ჩვენს ცოდ­ნას და ცხოვ­რე­ბა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვლა­პა­რა­კობთ. ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა თა­ვი­სი მე­ტყვე­ლე­ბით, სა­ო­ცა­რი ხმის ტემ­ბრით, გა­მოთ­ქმე­ბით მა­გა­ლი­თი იყო სა­ერ­თოდ ყველ­გან. ცხოვ­რე­ბა­ში მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­თაც მე­ტყვე­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლებს გი­ტა­რებ­და.

ასე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო და ოჯა­ხის­თვი­საც რამ­დენს აკე­თებ­და. გი­ვიმ რომ ასე ითა­მა­შა, ნიჭი რომ გა­მო­ავ­ლი­ნა, ხალ­ხმა და­ი­ნა­ხა, ზუ­რი­კომ და მა­ნა­ნამ რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად შედგნენ, ეს მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ლე­ი­ლა დე­ი­და დიდი დე­და­ბო­ძი იყო. რო­დე­საც მათ ოჯახ­ში რა­ღაც ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სა­კი­თხებ­ზე ვსა­უბ­რობ­დი, მათ ჩემ­ზე ყვე­ლა­ფე­რი იცოდ­ნენ, ვგრძნობ­დი, რომ ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი და ამას გა­მო­ხა­ტავ­და.

ჩემი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა მას­თან რო­გორც პე­და­გოგ­თან ასე­თი იყო - ლექ­სი „დრო­შე­ბი ჩქა­რა“ წა­ვუ­კი­თხე და რა­ღაც ეპი­ზოდ­ში ქარ­თლუ­რად მო­ვუქ­ციე. ჩა­ე­ღი­მა და მი­თხრა - ბევ­რი სა­მუ­შაო გვაქ­ვსო და და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. ჩემ­ზე ლე­ი­ლა დე­ი­დას და მის ოჯახს უდი­დე­სი კვა­ლი აქვს და ასეა ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა­ში, ვი­საც კი შეხ­ვედ­რია, ის მის­თვის სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გია. შეგ­ვაყ­ვა­რა ჩვე­ნი საქ­მე. რა­საც მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი მის ხელ­ში სწავ­ლობ­დნენ, იმას ვე­რა­ვის­თან ის­წავ­ლი­და ვე­რა­ვინ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
0

მართლაც შესანიშნავი ქალბატონი-დიდი ოჯახის დედა და საუცხოო პედაგოგი! ნათელი დაუმკვიდრდეს ორივე ცოლ-ქმარს!!!

თემური
0

ღმერთმა დალოცოს ბატონი გივისა და ქალბატონი ლეილას დანატოვარი...მათი სულები გაანათლე უფალო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ერთხელ თქვა, გივის გარეშე ვეღარ ვძლებო... იუბილეს მოწყობა გვინდოდა და უარი გვითხრა" - რას ჰყვებიან დამსახურებულ პედაგოგზე, რომლის ხელში არაერთ მსახიობს გაუვლია

"ერთხელ თქვა, გივის გარეშე ვეღარ ვძლებო... იუბილეს მოწყობა გვინდოდა და უარი გვითხრა" - რას ჰყვებიან დამსახურებულ პედაგოგზე, რომლის ხელში არაერთ მსახიობს გაუვლია

გარდაიცვალა მეტყველების პედაგოგი ლეილა კაპანაძე, ქალბატონი, რომელიც 70 წლის მანძილზე თეატრალურ უნივერსიტეტში მომავალ მსახიობებს სასცენო მეტყველებას ასწავლიდა. მის ხელში არაერთ სტუდენტს გამოუვლია, რომლებიც დღეს წარმატებული მსახიობები არიან. დიდია მისი ღვაწლი ქართული თეატრის წინაშე. სხვადასხვა თაობაში უამრავი მადლიერი სტუდენტი ჰყავს. ქალბატონი ლეილა გენიალური მსახიობის გივი ბერიკაშვილის მეუღლე გახლდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დამსახურების ქალბატონი იყო, საზოგადოების წინაშე გამოჩენა არ უყვარდა და პრესისთვის არც არასდროს მიუცია ინტერვიუ, მიაჩნდა, რომ ის თავის საქმეს ემსახურებოდა და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი.

AMBEBI.GE ოჯახის ახლობელს, მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილს ესაუბრა, რომელიც ასევე ლეილა კაპანაძის მოსწავლეც იყო.

- ბატონი გივი და ქალბატონი ლეილა ინსტიტუტში ერთად სწავლობდნენ. სწავლის დამთავრებისთანავე კი ოჯახური გადაწყვეტილება მიიღეს, რომ გივი უნდა წასულიყო თეატრში და ლეილა დარჩებოდა კათედრაზე. ის მეტყველების გამორჩეული პედაგოგის მალიკო მრევლიშვილის სტუდენტი იყო, რომელმაც მაშინდელ ინსტიტუტში ამ საგნის, სასცენო მეტყველების მოდელი შექმნა. მერე კი ისე მოხდა, რომ ამ სფეროში ყველაზე გამორჩეული სამეული - მარიკო მრევლიშვილი, ბაბულია ნიკოლაიშვილი და ლეილა კაპანაძე ერთ-ერთი ღირსეული წევრი იყო და ეს მესამე წევრიც ახლა წავიდა. თუ ვინმეს უსწავლია ინსტიტუტში ამ 100 წლის მანძილზე მსახიობებს, რეჟისორებს, თეატრმცოდნეებს, ყველა გადიოდა ამ სამი დიდი პედაგოგის კლასს.

რაც შეეხება ქალბატონი ლეილას მოწაფეებს, მისი პირველი თაობის პერიოდის სტუდენტები არიან - გოგი ხარაბაძე, ავთო მახარაძე, ზურა ცინცქილაძე, პავლე ნოზაძე და ძალიან ბევრი. იქიდან მოყოლებული, უკვე ჩვენს პერიოდში ლელა ალიბეგაშვილი, ბესო მეგრელიშვილი, მიშა გომიაშვილი, ეკა მჟავანაძე, თემიკო ჭიჭინაძე...

ქალბატონი ლეილა თეატრალურ უნივერსიტეტში იყო კათედრის გამგე, პროფესორი, ბოლო წლებში კი დრამის ფაკულტეტის კონსულტანტი. მისი ლექცია, კონსულტაცია მეტყველების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ. ფაქტობრივად, ბადალი არ ჰყავდა. ამას არ მალაპარაკებს მისი ახლობლობა და ამ ოჯახთან ნათელმირონობა. აბსოლუტურად ობიექტური ვარ. პირადად მეც, რომელიც უკვე სამსახიობო მიმართულებით უკვე 25 წელია აღარ ვმუშაობ. რა გაკვეთილებიც მასთან, როგორც სტუდენტმა გავიარე, დღემდე მომყვება.

მისი პრიორიტეტი იყო, რომ დარბაზის ყველა წერტილში მყოფ მაყურებელს უნდა გაეგო სცენიდან მსახიობის ხმა. ამისთვის კი მოსაწესრიგებელი იყო როგორც სამეტყველო აპარატი, ისე სასუნთქი სისტემა.

- დიდი პედაგოგი იყო და მას მასობრივად საზოგადოება არც კი იცნობდა. ინტერვიუ არასდროს მიუცია...

- ეს მისი არჩევანი იყო. არ ხიბლავდა ეს ამბავი. 85 წლის რომ გახდა, ძალიან გვინდოდა, იუბილე მოგვეწყო. ეს იყო სტუდენტების, მისი ნამოწაფარების, უნივერსიტეტის სურვილი, მაგრამ კატეგორიული უარი გვითხრა, ვერაფრით დავითანხმეთ. ის იყო მუშა ფუტკარი, მიაჩნდა, რომ თავის საქმე ჰქონდა და ის უნდა ეკეთებინა. ამბობდა, ვცდილობ, ვემსახურო საქმეს, რაც მიყვარს.

მიუხედავად იმისა, რომ იყო პროფესორი, კათედრის გამგე, ამდენი მადლიერი სტუდენტი ჰყავდა, მეუღლის და შვილების წარმატებისთვის იცხოვრა. მათ უმაგრებდა ზურგს.

- ბატონი გივის და ქალბატონი ლეილას ახლოს იცნობდით. რას გაიხსენებდით მათი ურთიერთობიდან?

- მათ ურთიერთობაში იყო დიდი იუმორი. საოცრად შეხუმრებულები იყვნენ, ყველაფერი კი დიდი სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის ფონზე ხდებოდა. არასდროს ყოფილა ზღვრის გადაცდომა, რაც სამაგალითო იყო. მიუხედავად იმისა, რომ გივი თავისი ნათამაშევი როლებისგან განსხვავებით, ცხოვრებაში სევდიანი ადამიანი გახლდათ თავისი დარდით და წუხილით იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდობაში არც ისე მარტივი ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი. დაახლოებით ანალოგიური იყო ქალბატონი ლეილას ცხოვრებაც... არაჩვეულებრივი ოჯახის შვილი იყო. ხელოვანი დები ჰყავდა, ერთ-ერთი ძალიან ადრე წავიდა, რომელიც შესანიშნავი მსახიობის, გურამ ლორთქიფანიძის, იგივე ლორთქიას მეუღლე გახლდათ. ასე რომ, დიდი სითბოს მატარებელი ოჯახი ჰქონდათ. ეს ოჯახის უფროსებისგან მოდიოდა.

ბატონი გივი სულ აღიარებდა, რომ არ ყოფილიყო ლეილა, ამდენ ხანს ვერ ვიცოცხლებდიო. ისე უწყობდა ხელს, რომ მისი შესაძლებლობები ბოლომდე წარმოჩენილიყო. მისი ჩრდილში ყოფნა კი ქალბატონი ლეილასთვის მნიშვნელოვანი იყო. ბატონი გივის გარდაცვალებიდან 10 აპრილს 5 წელი ხდება და რა უცნაურია, რომ სწორედ 10 აპრილს ქალბატონი ლეილას ორმოცი დაემთხვა... მის გარეშე მძიმედ იყო, ფრთამოტეხილი და ერთხელ თქვა - გივის გარეშე ვეღარ ვძლებო... ფაქტია, რომ ასე მოხდა.

ამ ადამიანებმა დატოვეს სიყვარულით, სიკეთით სავსე შვილები, რომლებიც აგრძელებენ მათ გზას. პროფესიაც მშობლების მიხედვით აირჩიეს, მანანა წლებია უკვე ცნობილი მეტყველების პედაგოგია და ზურა ცნობილი მსახიობი.

მაკა შალიკაშვილი, მსახიობი (ბერიკაშვილებს მაკას ცხოვრებაში დიდი წვლილი აქვთ):

- ლეილა დეიდა ჩემი ნათლიის ცოლი იყო. ჩემმა შვილმა თინანომ დამირეკა, ცხარე ცრემლებით ტიროდა, ლეილა დეიდა გარდაიცვალა. როგორ ვუყვარდიო... პირადად ჩემთვის წავიდა უდიდესი მეტყველების პედაგოგი, რომელმაც ჩემზე ამ კუთხით უდიდესი გავლენა მოახდინა. მსახიობები სცენაზე სხვანაირად ვმეტყველებთ, მოსწავლეებს სხვანაირად გადავცემთ ჩვენს ცოდნას და ცხოვრებაში ჩვეულებრივად ვლაპარაკობთ. ქალბატონი ლეილა თავისი მეტყველებით, საოცარი ხმის ტემბრით, გამოთქმებით მაგალითი იყო საერთოდ ყველგან. ცხოვრებაში მასთან ურთიერთობითაც მეტყველების გაკვეთილებს გიტარებდა.

ასეთი პროფესიონალი იყო და ოჯახისთვისაც რამდენს აკეთებდა. გივიმ რომ ასე ითამაშა, ნიჭი რომ გამოავლინა, ხალხმა დაინახა, ზურიკომ და მანანამ რომ პროფესიონალად შედგნენ, ეს მისი დამსახურებაა. ლეილა დეიდა დიდი დედაბოძი იყო. როდესაც მათ ოჯახში რაღაც ცხოვრებისეულ საკითხებზე ვსაუბრობდი, მათ ჩემზე ყველაფერი იცოდნენ, ვგრძნობდი, რომ ძალიან ვუყვარდი და ამას გამოხატავდა.

ჩემი პირველი შეხვედრა მასთან როგორც პედაგოგთან ასეთი იყო - ლექსი „დროშები ჩქარა“ წავუკითხე და რაღაც ეპიზოდში ქართლურად მოვუქციე. ჩაეღიმა და მითხრა - ბევრი სამუშაო გვაქვსო და დავიწყეთ მუშაობა. ჩემზე ლეილა დეიდას და მის ოჯახს უდიდესი კვალი აქვს და ასეა ყველას ცხოვრებაში, ვისაც კი შეხვედრია, ის მისთვის საუკეთესო პედაგოგია. შეგვაყვარა ჩვენი საქმე. რასაც მომავალი მსახიობები მის ხელში სწავლობდნენ, იმას ვერავისთან ისწავლიდა ვერავინ.