ავტორი:

ჩერნიგოვში ოკუპანტებმა საცხოვრებელი სახლები დაბომბეს

ჩერნიგოვში ოკუპანტებმა საცხოვრებელი სახლები დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვის ცენტრში საცხოვრებელ შენობებზე შეტევა განახორციელეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩერნიგოვის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს ქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ზონაზე.

"დაზიანდა მრავალი საცხოვრებელი კორპუსი, ჩამსხვრეულია ფანჯრები, დაზიანდა კედლები, სახურავები, აივნები“, - განაცხადა ჩაუსმა.

მისი თქმით, ადგილზე მაშველები იმყოფებიან. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

ამასთან, ვიაჩესლავ ჩაუსმა ხასი გაუსვა, რომ თავდასხმის ადგილის ახლომახლო არანაირი სამხედრო ობიექტი არ მდებარეობს.