ჩეხეთის მთავრობა, რომელიც უკრაინელი ლტოლვილების დიდ ნაკადს ელოდება, პარასკევიდან საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, - ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა.
"ჩვენ ამას ვახორციელებთ მხოლოდ ტექნიკური მიზეზების გამო, იმისთვის, რომ შევძლოთ ლტოლვილთა ნაკადთან გამკლავება" - აღნიშნა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, დაწესებული საგანგებო მდგომარეობა ჩეხეთის მოქალაქეებზე არ იმოქმედებს.
საგანგებო მდგომარეობა, თავდაპირველად 30 დღით ცხადდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა მის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს.