პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაიბადა ჩვილი, სახელად ლაზარე" - ლევან რატიანის თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა (ვიდეო)
"დაიბადა ჩვილი, სახელად ლაზარე" - ლევან რატიანის თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა (ვიდეო)

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა მოხ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ავ­რცე­ლებს.

"44 წლის თა­მა­რი 22 კვი­რის ორ­სუ­ლი იყო, რო­დე­საც კო­ვიდ-19-ის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ფორ­მით კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­ა­თავ­სეს.

რო­გორც თსსუ-ის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი იხ­სე­ნებს, დე­დი­სა და ნა­ყო­ფის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად კრი­ტი­კუ­ლი იყო.

"ორ­სუ­ლო­ბის 22-ე კვი­რა­ზე პა­ცი­ენ­ტი გა­დაყ­ვა­ნილ იქნა მარ­თვად სუნ­თქვა­ზე. ნა­ყო­ფის წონა იყო 420 გრა­მი. შემ­დგო­მი ოთხი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დედა იმ­ყო­ფე­ბო­და მარ­თვად სუნ­თქვა­ზე, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო სა­კე­ის­რო კვე­თის ჩა­ტა­რე­ბა ნა­ყო­ფის გეს­ტა­ცი­უ­რი ასა­კი­სა და წო­ნის გამო.

ამ ოთხი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­ის­ვა სა­კი­თხი ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ დე­დის მძი­მე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრე­სის გამო“, - იხ­სე­ნებს ლე­ვან რა­ტი­ა­ნი.

კლი­ნი­კის პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დის დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად 25-ე კვი­რის ბო­ლოს ჩვი­ლი, სა­ხე­ლად ლა­ზა­რე და­ი­ბა­და, ის 650 გრამს იწო­ნი­და. ამის შემ­დეგ ჩვი­ლი ნე­ო­ნა­ტო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­ა­თავ­სეს, ის მარ­თვად სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, ექი­მე­ბის შე­ფა­სე­ბით, კრი­ტი­კუ­ლი იყო.

8 კვი­რის შემ­დეგ თა­მა­რი გა­მო­ჯან­მრთელ­და და კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, პა­ტა­რა ლა­ზა­რე­მაც და­ი­წყო წო­ნა­ში მა­ტე­ბა და მისი სა­სი­ცო­ცხლო პა­რა­მეტ­რე­ბი და­რე­გუ­ლირ­და.

დღეს ლა­ზა­რე 2700 გრამს იწო­ნის. რამ­დე­ნი­მე დღე­ში მა­საც დე­დის მსგავ­სად კლი­ნი­კი­დან გა­წე­რენ.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა ქალ­ბა­ტონ თა­მარს ულო­ცავს დე­დის დღეს“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარია--ს
0

სანამ რამეს დაწერ დაფიქრდი,

ეკა
1

დიდება უფალს, მისი სასწაულით გადარჩა დედა-შვილი, საოცარი გუნდის ხელში მოხვდნენ, ნამდვილი პროფესიონალები არიან, ღმერთმა გაზარდოს პატარა ლაზარე ჯანმრთელი და ბედნიერი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"დაიბადა ჩვილი, სახელად ლაზარე" - ლევან რატიანის თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა (ვიდეო)

"დაიბადა ჩვილი, სახელად ლაზარე" - ლევან რატიანის თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა (ვიდეო)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

"44 წლის თამარი 22 კვირის ორსული იყო, როდესაც კოვიდ-19-ის გართულებული ფორმით კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

როგორც თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი იხსენებს, დედისა და ნაყოფის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკული იყო.

"ორსულობის 22-ე კვირაზე პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვად სუნთქვაზე. ნაყოფის წონა იყო 420 გრამი. შემდგომი ოთხი კვირის განმავლობაში დედა იმყოფებოდა მართვად სუნთქვაზე, შეუძლებელი იყო საკეისრო კვეთის ჩატარება ნაყოფის გესტაციური ასაკისა და წონის გამო.

ამ ოთხი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე დაისვა საკითხი ორსულობის შეწყვეტის შესახებ დედის მძიმე რესპირატორული დისტრესის გამო“, - იხსენებს ლევან რატიანი.

კლინიკის პროფესიონალთა გუნდის დიდი ძალისხმევის შედეგად 25-ე კვირის ბოლოს ჩვილი, სახელად ლაზარე დაიბადა, ის 650 გრამს იწონიდა. ამის შემდეგ ჩვილი ნეონატოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, ის მართვად სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, კრიტიკული იყო.

8 კვირის შემდეგ თამარი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაწერეს, ამის პარალელურად, პატარა ლაზარემაც დაიწყო წონაში მატება და მისი სასიცოცხლო პარამეტრები დარეგულირდა.

დღეს ლაზარე 2700 გრამს იწონის. რამდენიმე დღეში მასაც დედის მსგავსად კლინიკიდან გაწერენ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ქალბატონ თამარს ულოცავს დედის დღეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.