საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეშმაკი ატარებს პრადას" - რა ღირს  Prada-ს ფეხსაცმელი, რომელიც რამზან კადიროვს ეცვა: ბელა ჰადიდის, სელენა გომესისა და სხვა ვარსკვლავების ფავორიტი ჩექმა ჩეჩნეთის ლიდერმაც მოირგო
"ეშმაკი ატარებს პრადას" - რა ღირს  Prada-ს ფეხსაცმელი, რომელიც რამზან კადიროვს ეცვა: ბელა ჰადიდის, სელენა გომესისა და სხვა ვარსკვლავების ფავორიტი ჩექმა ჩეჩნეთის ლიდერმაც მოირგო

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა რამ­ზან კა­დი­როვ­მა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს უკ­რა­ი­ნას­თან ომში მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და და რუ­სუ­ლი არ­მი­ის და­სახ­მა­რებ­ლად, ჩე­ჩე­ნი მებ­რძო­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში გაგ­ზავ­ნა. სა­ჯა­როდ გა­მოს­ვლი­სას კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა კა­დი­რო­ვის სტილ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მის­მა ფეხ­საც­მელ­მა მი­ი­პყრო.

ჩეჩ­ნე­ბის ლი­დერს Prada-ს ე.წ. მო­ნო­ლით კო­ლექ­ცი­ი­დან ეცვა ჩექ­მა, რო­მე­ლიც რო­გორც GQ წერს, 1580 დო­ლა­რი ღირს. Prada-ს ფეხ­საც­მე­ლებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი კა­დი­რო­ვის ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და.

"ეშ­მა­კი ნამ­დვი­ლად ატა­რებს პრა­დას", - ეს ფრა­ზა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დღეს ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლია, რო­გორც არას­დროს და ადა­მი­ა­ნე­ბი მას რამ­ზან კა­დი­რო­ვის სტი­ლის შე­ფა­სე­ბი­სას ამ­ბო­ბენ.

"რა სა­ინ­ტე­რე­სოა, ის ომში აგ­ზავ­ნის მებ­რძო­ლებს, ყვე­ლა­ზე დიდ დამ­ნა­შა­ვეს, პუ­ტინს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს და ამის გა­კე­თე­ბის დროს "პრა­დას" ფეხ­საც­მე­ლე­ბი აც­ვია", - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ფე­ხაც­მე­ლი, რო­მე­ლიც კა­დი­როვს ეცვა, Vogue-ის რე­დაქ­ტო­რე­ბი­სა და სხვა ვარ­სკვლა­ვე­ბის ფა­ვო­რი­ტი იყო 2019 წელს და მას მო­დის სფე­რო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ­მა და გავ­ლე­ნი­ან­მა გა­მო­ცე­მამ მა­შინ სტა­ტი­აც მი­უ­ძღვნა.

ბელა ჰა­დი­დი ანა­ლო­გი­უ­რი ფეხ­საც­მლით

სე­ლე­ნა გო­მე­სი მსგავ­სი სტი­ლის ფეხ­საც­მლით

კა­დი­რო­ვის ოჯა­ხის­თვის უცხო არ არის მო­დის სფე­რო. მისი ქა­ლიშ­ვი­ლი აი­შა­ტი დი­ზა­ი­ნე­რია და არა­ერ­თი ჩვე­ნე­ბა გა­უ­მარ­თავს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში, მთ შო­რის, პა­რიზ­ში. კა­დი­რო­ვი აქამ­დეც გა­მო­ირ­ჩე­ო­და ძვირ­ფა­სი სა­მო­სის, ასე­ვე ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით, გან­სა­კუთ­რე­ბით ცნო­ბი­ლია კა­დი­რო­ვის ძვირ­ფა­სი სა­ა­თე­ბის კო­ლექ­ცია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
2

აშკარად სიმაღლის კომპლექსი აქვს.

ბექა
2

კადიროვ, ღმერთმა ინებოს მალე მოგეყაროს მიწა

ავტორი:

"ეშმაკი ატარებს პრადას" - რა ღირს  Prada-ს ფეხსაცმელი, რომელიც რამზან კადიროვს ეცვა: ბელა ჰადიდის, სელენა გომესისა და სხვა ვარსკვლავების ფავორიტი ჩექმა ჩეჩნეთის ლიდერმაც მოირგო

"ეშმაკი ატარებს პრადას" - რა ღირს  Prada-ს ფეხსაცმელი, რომელიც რამზან კადიროვს ეცვა: ბელა ჰადიდის, სელენა გომესისა და სხვა ვარსკვლავების ფავორიტი ჩექმა ჩეჩნეთის ლიდერმაც მოირგო

რამდენიმე დღის წინ, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომში მხარდაჭერა გამოუცხადა და რუსული არმიის დასახმარებლად, ჩეჩენი მებრძოლები უკრაინაში გაგზავნა. საჯაროდ გამოსვლისას კი საზოგადოების ყურადღება კადიროვის სტილმა, განსაკუთრებით კი მისმა ფეხსაცმელმა მიიპყრო.

ჩეჩნების ლიდერს Prada-ს ე.წ. მონოლით კოლექციიდან ეცვა ჩექმა, რომელიც როგორც GQ წერს, 1580 დოლარი ღირს. Prada-ს ფეხსაცმელებში გამოწყობილი კადიროვის ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

"ეშმაკი ნამდვილად ატარებს პრადას", - ეს ფრაზა სოციალურ ქსელში დღეს ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს და ადამიანები მას რამზან კადიროვის სტილის შეფასებისას ამბობენ.

"რა საინტერესოა, ის ომში აგზავნის მებრძოლებს, ყველაზე დიდ დამნაშავეს, პუტინს მხარდაჭერას უცხადებს და ამის გაკეთების დროს "პრადას" ფეხსაცმელები აცვია", - წერენ სოციალურ ქსელში.

ფეხაცმელი, რომელიც კადიროვს ეცვა, Vogue-ის რედაქტორებისა და სხვა ვარსკვლავების ფავორიტი იყო 2019 წელს და მას მოდის სფეროში ყველაზე პოპულარულმა და გავლენიანმა გამოცემამ მაშინ სტატიაც მიუძღვნა.

ბელა ჰადიდი ანალოგიური ფეხსაცმლით

სელენა გომესი მსგავსი სტილის ფეხსაცმლით

კადიროვის ოჯახისთვის უცხო არ არის მოდის სფერო. მისი ქალიშვილი აიშატი დიზაინერია და არაერთი ჩვენება გაუმართავს სხვადასხვა ქალაქში, მთ შორის, პარიზში. კადიროვი აქამდეც გამოირჩეოდა ძვირფასი სამოსის, ასევე ძვირფასი ნივთების სიყვარულით, განსაკუთრებით ცნობილია კადიროვის ძვირფასი საათების კოლექცია.