საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ქვეყნების სია, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართეს, მათ შორის საქართველოც არის
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ქვეყნების სია, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართეს, მათ შორის საქართველოც არის

დიდი ბრი­ტა­ნე­თი სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს რუ­სე­თის ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­მართავს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბა ავ­რცე­ლებს.

ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 38 ქვე­ყა­ნა გა­ერ­თი­ან­და, რათა სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ხლის სა­მარ­თლის სა­სა­მარ­თლოს გა­მო­ძი­ე­ბა, და­აჩ­ქა­რონ - მათ სა­ხელ­მწი­ფო მხა­რის მი­მარ­თვა მო­ამ­ზა­დეს.

ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ხლის სა­მარ­თლის სა­სა­მარ­თლოს უკვე შე­უძ­ლია, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყოს. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო თავ­ში ჩა­უდ­გა მცდე­ლო­ბებს, შე­ეკ­რი­ბა მო­კავ­ში­რე­ე­ბი, რათა სა­სა­მარ­თლომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყოს. სა­ხელ­მწი­ფო მხა­რის მი­მარ­თვა­ში დიდ ბრი­ტა­ნეთს 37 ქვე­ყა­ნა შე­უ­ერ­თდა, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ხლის სა­მარ­თლის სა­სა­მარ­თლოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი მი­მარ­თვაა.

პრო­კუ­რორ­მა 28 თე­ბერ­ვალს გა­ნა­ცხა­და, რომ აპი­რებს, მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­გან უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბის და­სა­წყე­ბად უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მო­ი­თხო­ვოს. მი­მარ­თვა სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს პრო­კუ­რორს, სა­სა­მარ­თლოს დამ­ტკი­ცე­ბის გა­რე­შე გა­მო­ძი­ე­ბა პირ­და­პირ გა­ნაგ­რძოს.

რუ­სე­თის მიერ უდა­ნა­შა­უ­ლო მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნურ­ჩე­ვე­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა, უკ­რა­ი­ნა­ში მისი უკა­ნო­ნო და არაპ­რო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი შეჭ­რი­სას, უტოლ­დე­ბა ომის და­ნა­შა­ულს, რის­თვი­საც პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია.

GOV.UK-ზე მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბია: ალ­ბა­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა, ავ­სტრა­ლია, ავ­სტრია, ბელ­გია, ბულ­გა­რე­თი, კა­ნა­და, კო­ლუმ­ბია, კოს­ტა რიკა, ხორ­ვა­ტია, კვიპ­რო­სი, ჩე­ხე­თი, და­ნია, ეს­ტო­ნე­თი, ფი­ნე­თი, საფ­რან­გე­თი, სა­ქარ­თვე­ლო, გერ­მა­ნია, სა­ბერ­ძნე­თი, უნ­გრე­თი, ის­ლან­დია, ირ­ლან­დია, იტა­ლია, ლატ­ვია, ლიხ­ტენშტე­ი­ნი, ლუქ­სემ­ბურ­გი, მალ­ტა, ნორ­ვე­გია, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ახა­ლი ზე­ლან­დია, პო­ლო­ნე­თი, პორ­ტუ­გა­ლია, რუ­მი­ნე­თი, სლო­ვა­კე­თი, სლო­ვე­ნია, ეს­პა­ნე­თი, შვე­დე­თი, შვე­ი­ცა­რია, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო. კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მი­მარ­თვა გა­ა­კე­თა ლი­ე­ტუ­ვა­მაც.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოლომონი
6

კიდე ერთი თავის გამასხარავება :) ჰააგა გადაწყვეტილება ვინ უნდა აღასრულოს?!?! არ თქვათ ეხლა რომ ვინმე პუტინს დააპატიმრებს :))

მაია
7

ამ კაცს თუ არ სცალია, ან იქნებ არ იცის რომ თმა უნდა დაივარცხნოს. ოჯახის წევრებმა მაინც უთხრან, რომ თანამდებობის პირია და წესიერად უნდა ეცვას და გამოიყურებოდეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ქვეყნების სია, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართეს, მათ შორის საქართველოც არის

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ქვეყნების სია, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართეს, მათ შორის საქართველოც არის

დიდი ბრიტანეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის ომის დანაშაულებების გამოძიების ინიციატივით მიმართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, 38 ქვეყანა გაერთიანდა, რათა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიება, დააჩქარონ - მათ სახელმწიფო მხარის მიმართვა მოამზადეს.

ამავე ინფორმაციით, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს უკვე შეუძლია, გამოძიება დაიწყოს. გაერთიანებული სამეფო თავში ჩაუდგა მცდელობებს, შეეკრიბა მოკავშირეები, რათა სასამართლომ უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებებზე გამოძიება დაიწყოს. სახელმწიფო მხარის მიმართვაში დიდ ბრიტანეთს 37 ქვეყანა შეუერთდა, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ისტორიაში ყველაზე დიდი მიმართვაა.

პროკურორმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ აპირებს, მოსამართლეებისგან უკრაინაში არსებულ ვითარებაზე გამოძიების დასაწყებად უფლებამოსილება მოითხოვოს. მიმართვა საშუალებას მისცემს პროკურორს, სასამართლოს დამტკიცების გარეშე გამოძიება პირდაპირ განაგრძოს.

რუსეთის მიერ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განურჩეველი ძალის გამოყენება, უკრაინაში მისი უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრისას, უტოლდება ომის დანაშაულს, რისთვისაც პუტინის რეჟიმი პასუხისმგებელია.

GOV.UK-ზე მოცემული ინფორმაციით, აღნიშნული სახელმწიფოებია: ალბანეთის რესპუბლიკა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, კოლუმბია, კოსტა რიკა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მალტა, ნორვეგია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო. კოორდინირებული მიმართვა გააკეთა ლიეტუვამაც.