სტატია Ambebi.ge-ს არქივიდან:
რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საპასუხოდ დასავლეთის მხრიდან რუსეთისადმი უმკაცრესი სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ მიანიშნეს ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე.
თავდაპირველად რუსეთის პრეზიდეტმა, ვლადიმერ პუტინმა ბირთვული ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის განკარგულება გასცა, ხოლო შემდეგ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "თუკი მესამე მსოფლიო ომი მოხდება, ეს იქნება დამანგრეველი ბირთვული ომი."
არავინ იცის, ეს დასავლეთის მიმართ მხოლოდ მუქარაა, თუ მართლაც არსებობს რეალური საფრთხე, თუმცა ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ახენებენ ბირთვულ იარაღს.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პუტინისა და ლავროვის ამგვარი განცხადებები უნდა გავიგოთ, როგორც გაფრთხილება, სხვა ქვეყნებისთვის არ ჩაერიონ ზედმეტად უკრაინა-რუსეთის ამბებში. ექსპერტებისთვის ეს ვერსია უფრო სარწმუნოა, ვიდრე ის, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება სურს.
ბირთვული იარაღის ისტორია უკვე 80 წელს ითვლის. ბევრი ქვეყანა მას ისე უყურებს, როგორც ეროვნული უსაფრთხოების გარანტიას.
ბირთვული იარაღი მსოფლიოს ცხრა ქვეყანას აქვს. ესენია - ჩინეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, ისრაელი, ჩრდილოეთ კორეა, პაკისტანი, რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი.
გადავხედოთ ბირთვული ქობინების რაოდენობას ქვეყნების მიხედვით (შენიშვნა: ქობინი ეწოდება შეიარაღების ნაწილს, რომელიც სატყორცნი იარაღის წინა ნაწილასაა განლაგებული და რომელიც შეიცავს, ბირთვულ, ან თერმობირთვულ სისტემას).
აღსანიშნავია, რომ ეს ციფრები გამოქვეყნებულია ამერიკის მეცნიერებათა ფედერაციის მიერ და დაფუძნებულია სხვადასხვა კვლევებზე, ამიტომაც, ეს არაა ზუსტი და არსებობს ცდომილების ალბათობა.
ამერიკის მეცნიერების ფედერაციის თანახმად, რუსეთს 5 977 ბირთვული ქობინი აქვს. ექსპერტთა შეფასებით, დაახლოებით 1500 რუსული ქობინი "ვადაგასულია."
როგორც BBC-ი წერს, ციფრები, ერთი შეხედვით, საკმაოდ შემაშფოთებელია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთს ათასობით ინტერკონტინენტური ბირთვული იარაღი აქვს მზად და მათ გამოყენებას ელოდება.
ექსპერტების მიახლოებითი გამოთვლით, 1500 რუსული ქობინი განთავსებულია სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტზე - სარაკეტო და ბომბდამშენ ბაზებზე, ან წყალქვეშა ნავებზე.
ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი იმ 191 სახელმწიფოს შორის არიან, რომლებმაც ხელი მოაწერეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას (NPT). ხელშეკრულების თანახმად, მათ უნდა შეამცირონ ბირთვული ქობინების მარაგი და თეორიულად, მათი სრული ლიკვიდაციისთვისაც მზად უნდა იყვნენ. ამან შეამცირა ამ ქვეყნებში წარმოებული ქობინების რაოდენობა 1970 და 1980-იანი წლების შემდეგ.
ქვეყნებიდან, რომლებიც ბირთვულ იარაღს ფლობენ, ისრაელი ერთადერთია, რომელსაც ოფიციალურად არასოდეს უღიარებია თავისი ბირთვული პროგრამა, მაგრამ საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მათ ნამდვილად აქვთ ბირთვული ქობინები.
უკრაინას არ აქვს ბირთვული იარაღი და პრეზიდენტ პუტინის ბრალდების მიუხედავად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მათ შეძენას ცდილობდნენ.
ბირთვული იარაღი შექმნილია იმისთვის, რომ მაქსიმალური ზიანი მიაყენოს მოწინააღმდეგეს. განადგურების ხარისხი დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, მათ შორისაა ქობინის ზომა, ის, თუ რა სიმაღლეზე ვრცელდება მიწიდან აფეთქება, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაზე მცირე ზომის ატომურ იარაღსაც შეუძლია უამრავი სიცოცხლე იმსხვერპლოს.
ამის მაგალითად გამოგვადგება ბომბი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში, ჰიროსიმაში ჩამოაგდეს. მან 146 000 ადამიანი იმსხვერპლა, იმის მიუხედავად, რომ 15 კილოტონას იწონიდა. ბოლო წლებში შექმნილი ქობინი კი შესაძლოა, 1000 კილოტონაზე მეტიც იყოს. ამ შემთხვევაში, ბირთვული აფეთქების ზონაში რაიმის გადარჩენის შანსი ფაქტობრივად არ არსებობს: დამაბრმავებელი ციმციმის შემდეგ ჩნდება უზარმაზარი ცეცხლოვანი ბურთი და აფეთქების ტალღა, რომელსაც რამდენიმე კილომეტრის მანძილზე შეუძლია გაანადგუროს შენობები და ნაგებობები.
ბოლო წლებში მრავალი ბირთვული ტესტი ჩატარდა და მათი ტექნიკური სირთულე და ძალა მუდმივად იზრდებოდა. ბირთვული იარაღი 1945 წლის შემდეგ არავის გამოუყენებია. რუსეთის პოლიტიკა ოფიციალურად აღიარებს ბირთვული იარაღის მხოლოდ შემაკავებელ საშუალებად გამოყენებას და ჩამოთვლის 4 შემთხვევას, როცა "გამართლებულია" მათი მხრიდან იარაღის გამოყენება:
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა BBC News-ს განუცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოს ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ უნახავს რუსეთის ბირთვული იარაღის მდგომარეობაში, დაზვერვის წყაროები კი ირწმუნებიან, რომ მუდმივად აკვირდებიან მათ.
წყარო: BBC
მოამზადა ანა სიბოშვილმა
ბირთვული იარაღი (ქობინები) სიმძლავრის მიხედვით დაახლოებით 5 ჯგუფად იყოფა ზემცირედან სიმძლავრე 1კტ-ის ქვევით ზეუძლიერესი 1 მეგა ტონაზე მეტი სიმძლავრის ამასთან მნიშვნელობა აქვს შიგთავსს ურან 235 თუ პლუტონიუმ 239-იაა თუ რა მასალაა, ასევე ერთფაზინი თუ ორფაზიანია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მათი გადატანის საშუალებები. რაკეტა მატარებლების სახეობებსა და სიმძლავრეშია ერთ რაკეტას შეუძლია 14 ან მეტი ბირთვული ქობინის გადატანა არის სხვა ფაქტორებიც სად აფეთქებ ხმელეთზე წყალში კოსმოსში ჰაერში ასე რომ ბირთვული ომი თუ გაითვალისწინებთ რომ მარტო რუსეთს და ნატოს შეიარაღებაში ასეთი ათასზე მეტია მარტო დედამიწის განადგურება და მარტო სიცოცხლის მოსპობა კი არ შეუძლია არამედ ერთდროულმა აფეთქებამ შეიძლება დედამიწა გადახაროს ღერძიდან და შორეულ კოსმოსში მოისროლოს
არანაირი 25 და50მეგატონიანი ქობინი არ არსებობს, ან რომელი რაკეტა წაიღებს ამხელა ქობინს, ბირთვული ომის სიმულატორული ვარიანტები გამოთვლილია, ყველაზე მძიმე სცენარში, რომელიც ბირთვულ ზამთარს ეხება დაახლოებით 7–10წლის განმავლობაში ატმოსფეროში დაგროვილი კვამლის გამო მზის სხივები დედამიწამდე ვეღარ მოახწევს და დაიწყება გამყინვარება.რა თქმა უნდა ეს იქნება გლობალური კატასტროფა, თუმცა დედამიწას ამაზე დიდი კატასტროფები უნახავს, თუნდაც მეტეორის ჩამოვარდნის სახით.კაცობრიობა სავარაუდოდ მაინც გადარჩება თუმცა ცივილიზაცია იმ სახით რაც ეხლა არის რათქმაუნდა აღარ იქნება.