ავტორი:

"გჯეროდეთ, რომ ირანის დიდი ერი თქვენს გვერდით დგას" - ირანის ექსპრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჯადი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

"გჯეროდეთ, რომ ირანის დიდი ერი თქვენს გვერდით დგას" - ირანის ექსპრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჯადი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

ირანის ექსპრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და სოლიდარობის გამომხატველ პოსტს "ტვიტერის" გვერდზე აქვეყნებს

"დიდებულო უკრაინელო ერო, პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენმა საპატიო და შეუდარებელმა წინააღმდეგობამ გამოააშკარავა კაცობრიობის მტრების სატანისტური გეგმები", - წერს ირანის ყოფილი პრეზიდენტი.

ის მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

"გჯეროდეთ, რომ ირანის დიდი ერი თქვენს გვერდით დგას და აღფრთოვანებულია ამ გმირული გამძლეობით,“- აცხადებს მაჰმუდ აჰმადინეჟადი.