პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძლიერი აფეთქებები, მხვერპლი და ომის კიდევ ერთი მძიმე ღამე უკრაინაში - რა ხდებოდა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში: ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ძლიერი აფეთქებები, მხვერპლი და ომის კიდევ ერთი მძიმე ღამე უკრაინაში - რა ხდებოდა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში: ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია

უკ­რა­ი­ნამ ომის კი­დევ ერთი მძი­მე ღამე გა­და­ი­ტა­ნა. გა­დავ­ხე­დოთ გა­სულ ღა­მეს გან­ვთა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ქრო­ნი­კას. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოხ­და რამ­დე­ნი­მე ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა, რო­მელ­საც მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ბავ­შვე­ბიც არი­ან.

  • უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში გან­გა­შია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი

წუ­ხელ, უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბე­ბის სე­რია იყო. აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა კი­ე­ვის სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში ის­მო­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას UNIAN-ი ავ­რცე­ლებს. BBC -ი კი წერს, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, რა­საც მოჰ­ყვა კი­დევ ორი აფეთ­ქე­ბა მეტ­რო­სად­გურ­თან.

ქა­ლაქ­ში გან­გა­შია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. დე­და­ქა­ლა­ქის ყვე­ლა მცხოვ­რებს მო­უ­წო­დეს, სას­წრა­ფოდ შე­ა­ფა­რონ თავი თავ­შე­საფ­რებს.

ასე­ვე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, წუ­ხელ აფეთ­ქე­ბა იყო კი­ე­ვის სამ­ხრე­თის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­სა და სას­ტუმ­რო "იბი­სას“ შო­რის, რომ­ლის მახ­ლობ­ლა­დაც უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მდე­ბა­რე­ობს. ამის შე­სა­ხებ "ასო­ში­ე­ი­თიდ პრე­სი“ იუ­წყე­ბა.

პრე­ზი­დენ­ტის იფის­ში სა­ა­გენ­ტოს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ სა­უ­ბა­რია სა­რა­კე­ტო დარ­ტყმა­ზე. კი­ე­ვის მერ­მა, ვი­ტა­ლი კლი­ჩკომ გა­ნა­ცხა­და, რომ წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლა­ქის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე აფეთ­ქე­ბას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია. "მტე­რი ცდი­ლობ­და ჩვენს ქა­ლაქ­ში გარ­ღვე­ვას, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნე­ლი დამ­ცვე­ლე­ბი უკუ­აგ­დე­ბენ ოკუ­პან­ტებს და იცა­ვენ ჩვენს დე­და­ქა­ლაქს“, - გა­ნა­ცხა­და კლი­ჩკომ.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, კი­ევ­ში აფეთ­ქე­ბა ჩა­მოგ­დე­ბულ­მა საკ­რუ­ი­ზო რა­კე­ტამ გა­მო­იწ­ვია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მრჩე­ველ­მა "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, რომ ნამ­სხვრე­ვე­ბი მილს მოხ­ვდა, რა­მაც აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვია

  • რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა სუმ­ში სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი

რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა ქა­ლაქ სუმ­ში სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, რის შე­დე­გა­დაც 5 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნილ­ნი.

"27-ე სა­არ­ტი­ლე­რიო ბრი­გა­დის, სუმ­გუს სამ­ხედ­რო დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და კა­დეტ­თა კორ­პუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძლი­ე­რი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და. 5 ადა­მი­ა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია,“ - წერს სუ­მის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი დი­მიტ­რი ჟი­ვიც­კი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქა­ლაქ სუმს ამ­ჟა­მად რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ.

  • უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ იზი­უმ­ში კორ­პუ­სის და­ბომბვის შე­დე­გად, 6 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის 2 ბავ­შვი

ხარ­კო­ვის ოლ­ქის ქა­ლაქ იზი­უ­მის მერ­მა ვლა­დი­მერ მა­ცო­კინ­მა ქა­ლაქ­ზე მტრის მო­რი­გი თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, და­ბომბვის შე­დე­გად არის მსხვერ­პლი.

"იზი­უ­მის მე­რის მო­ად­გი­ლემ, ვლა­დი­მერ მა­ცო­კინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თავ­დას­ხმა და­ი­წყო და­ახ­ლო­ე­ბით 23:59 სა­ათ­ზე, თავ­დას­ხმა მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ზე მოხ­და. მი­ნი­მუმ სამი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მერ­მა ზა­რა­ლი და­ა­ზუს­ტა და თქვა, რომ სახ­ლში 6 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ­გან ორი ბავ­შვი.

  • აფეთ­ქე­ბა ხარ­კოვ­ში

ხარ­კოვ­ში სა­ჰა­ე­რო გან­გა­შის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­უ­ბა­რია ორი რა­კე­ტის ჩა­მო­ვარ­დნა­ზე.

წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, აფეთ­ქე­ბა მოხ­და შევ­ჩენ­კოს სა­ხე­ლო­ბის ქარ­ხა­ნას­თან. აფეთ­ქე­ბას წინ უძღო­და ცაში სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბის გა­მო­ჩე­ნა. და­შა­ვე­ბულ­თა და და­ღუ­პულ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა.

"უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­დას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლაქ­ში ასე­ვე სა­უბ­რო­ბენ იმის შე­სა­ხებ, რომ პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა მო­ბი­ლურ კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბას.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინუა
1

ჩვენი ბიჭები სად იბრძვიან? საყვარელიძე, ადეიშვილი, ვაშაძე და სხვები? მშვიდობა უკრაინას, მშვიდობა მსოფლიოს. ჯოჯოხეთი პუტინს. 

ამბაკო
0

მშვიდობა და გამარჯვება უკრაინას! მტერს არ უსურვებ ამ დღეში ყოფნას, როგორშიც უკრაინელები იმყოფებიან, ახლა უკრაინის მიდგომა, ჩვენთან მიმართებაში, მე ვთვლი, რომ ზელენსკის (უამრავი ქვეყნიდან არ გაიწვია, დიპ.კორპუსი რომლებისთვისაც მართლა უნდა დაეძახა) შეეშალა ელჩი, რომ ,,გაიწვია,, ამას მალე დრო გვიჩვენებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ძლიერი აფეთქებები, მხვერპლი და ომის კიდევ ერთი მძიმე ღამე უკრაინაში - რა ხდებოდა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში: ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ძლიერი აფეთქებები, მხვერპლი და ომის კიდევ ერთი მძიმე ღამე უკრაინაში - რა ხდებოდა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში: ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია

უკრაინამ ომის კიდევ ერთი მძიმე ღამე გადაიტანა. გადავხედოთ გასულ ღამეს განვთარებული მოვლენების ქრონიკას. მედიის ინფორმაციით, მოხდა რამდენიმე ძლიერი აფეთქება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან.

  • უახლესი ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში განგაშია გამოცხადებული

წუხელ, უკრაინის დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების სერია იყო. აფეთქებების ხმა კიევის სხვადასხვა რაიონში ისმოდა. ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს. BBC -ი კი წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ორი ძლიერი აფეთქება მოხდა ქალაქის ცენტრში, რასაც მოჰყვა კიდევ ორი აფეთქება მეტროსადგურთან.

ქალაქში განგაშია გამოცხადებული. დედაქალაქის ყველა მცხოვრებს მოუწოდეს, სასწრაფოდ შეაფარონ თავი თავშესაფრებს.

ასევე, ოფიციალური პირების განცხადებით, წუხელ აფეთქება იყო კიევის სამხრეთის რკინიგზის სადგურსა და სასტუმრო "იბისას“ შორის, რომლის მახლობლადაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მდებარეობს. ამის შესახებ "ასოშიეითიდ პრესი“ იუწყება.

პრეზიდენტის იფისში სააგენტოს განუცხადეს, რომ საუბარია სარაკეტო დარტყმაზე. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის რკინიგზის სადგურზე აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. "მტერი ცდილობდა ჩვენს ქალაქში გარღვევას, მაგრამ უკრაინელი დამცველები უკუაგდებენ ოკუპანტებს და იცავენ ჩვენს დედაქალაქს“, - განაცხადა კლიჩკომ.

უკრაინული მხარის განცხადებით, კიევში აფეთქება ჩამოგდებულმა საკრუიზო რაკეტამ გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა პოსტი, რომ ნამსხვრევები მილს მოხვდა, რამაც აფეთქება გამოიწვია

  • რუსულმა ძალებმა სუმში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა ქალაქ სუმში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

"27-ე საარტილერიო ბრიგადის, სუმგუს სამხედრო დეპარტამენტისა და კადეტთა კორპუსის ტერიტორიაზე ძლიერი სარაკეტო შეტევა განხორციელდა. 5 ადამიანი საავადმყოფოშია,“ - წერს სუმის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი ჟივიცკი. აღსანიშნავია, რომ ქალაქ სუმს ამჟამად რუსული ძალები აკონტროლებენ.

  • უკრაინის ქალაქ იზიუმში კორპუსის დაბომბვის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მერმა ვლადიმერ მაცოკინმა ქალაქზე მტრის მორიგი თავდასხმის შესახებ განაცხადა. როგორც უკრაინული მედია წერს, დაბომბვის შედეგად არის მსხვერპლი.

"იზიუმის მერის მოადგილემ, ვლადიმერ მაცოკინმა განაცხადა, რომ თავდასხმა დაიწყო დაახლოებით 23:59 საათზე, თავდასხმა მაღალსართულიან კორპუსზე მოხდა. მინიმუმ სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა", - ნათქვამია განცხადებაში.

მოგვიანებით მერმა ზარალი დააზუსტა და თქვა, რომ სახლში 6 ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ბავშვი.

  • აფეთქება ხარკოვში

ხარკოვში საჰაერო განგაშის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში, აფეთქების ხმა გაისმა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, საუბარია ორი რაკეტის ჩამოვარდნაზე.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქება მოხდა შევჩენკოს სახელობის ქარხანასთან. აფეთქებას წინ უძღოდა ცაში სამხედრო თვითმფრინავების გამოჩენა. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

"უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ქალაქში ასევე საუბრობენ იმის შესახებ, რომ პრობლემა შეექმნა მობილურ კავშირგაბმულობას.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"