ავტორი:

"ჩვენი პაციენტების საყურადღებოდ და არა მარტო. ეს დიდი ამბავია!" - რა ინფორმაციას ავრცელებს კულუმბეგოვი მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით?

"ჩვენი პაციენტების საყურადღებოდ და არა მარტო. ეს დიდი ამბავია!" - რა ინფორმაციას ავრცელებს კულუმბეგოვი მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით?

იანვარში ცნობილი გახდა, რომ საქართველომ თურქეთიდან წამლის პარალელური იმპორტი დაუშვა. გაიხსნა თურქეთის ბაზარი, საიდანაც საქართველოში მაღალი ხარისხის, თუმცა დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები შემოდის.

როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, ეს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტებს საქართველოში.

"გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტის შესაბამისი მედიკამენტები. მოგეხსენებათ, რომ მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე, საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის, ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს, პირობითად, 10 ლარი, თურქეთში ღირს 1-2 ლარი" - აღნიშნა ღარიბაშვილმა 17 იანვარს, როდესაც მოსახლეობას აღნიშნული სიახლე ამცნო.

ცოტა ხნის წინ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა და აღნიშნა, რომ პრეპარატების იმპორტის დაშვებამ დადებითი შედეგი ნამდვილად გამოიღო.

"ჩვენი პაციენტების საყურადღებოდ და არა მარტო. ეს დიდი ამბავია! თურქეთიდან პრეპარატების იმპორტის დაშვებამ გამოიწვია ისეთი მნიშვნელოვანი ასთმის/ფქოდის სამკურნალო პრეპარატების ფასის ოთხჯერ შემცირება, როგორიცაა სიმბიკორტი/სერეტიდი.პ.ს.

გილოცავთ ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას!" - წერს კულუმბეგოვი.