სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის მტრული არმია ძალას კარგავს, უკრაინის არმია ათი ათასობით რეზერვისტით ივსება" - უკრაინის პრემიერ-მინისტრი
"რუსეთის მტრული არმია ძალას კარგავს, უკრაინის არმია ათი ათასობით რეზერვისტით ივსება" - უკრაინის პრემიერ-მინისტრი

"რუ­სე­თის მტრუ­ლი არ­მია ძა­ლას კარ­გავს, ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე კი იძუ­ლე­ბუ­ლია ტაქ­ტი­კუ­რად უკან და­ი­ხი­ოს, მა­შინ რო­დე­საც, უკ­რა­ი­ნის არ­მია ათი ათა­სო­ბით რე­ზერ­ვის­ტით ივ­სე­ბა" - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დე­ნის შმი­გალ­მა გა­ნა­ცხა­და.

"მიმ­დი­ნა­რე­ობს ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი ბრძო­ლის მე-7 დღე რუსი ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ჩვე­ნი მე­ომ­რე­ბი ლო­მე­ბი­ვით იბ­რძვი­ან ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით და მტკი­ცედ აძ­ლი­ე­რე­ბენ თავ­დაც­ვას. მტე­რი ძა­ლებს კარ­გავს, ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე კი იძუ­ლე­ბუ­ლია ტაქ­ტი­კუ­რად უკან და­ი­ხი­ოს. ამავდრო­უ­ლად, ათი ათა­სო­ბით რე­ზერ­ვის­ტით ივ­სე­ბა ჩვე­ნი არ­მი­ის რი­გე­ბი. უკ­რა­ი­ნის­კენ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან მო­დის ია­რა­ღი. მთა­ვა­რი კი ის არის, რომ დაბ­ნე­უ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ბევრ ადა­მი­ანს ჰქონ­და პირ­ველ დღე­ებ­ში, შე­იც­ვა­ლა თავ­და­დე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლას ეს­მის, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ ბრძო­ლას აწარ­მო­ე­ბენ თა­ვი­სი მი­წი­სა და მო­მავ­ლის­თვის და მტერს ამ და­ნა­შა­ულს არ აპა­ტი­ე­ბენ.

უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებ­ზე სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბი­ან ჰა­ა­გა­ში.

"რკი­ნის ფარ­და სულ უფრო მე­ტად ეშ­ვე­ბა აგ­რე­სორ­ზე. მსოფ­ლიო კომ­პა­ნი­ე­ბი ტო­ვე­ბენ რუ­სეთს, რად­გან არ სურთ ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დეთ სის­ხლი­ან ფულ­თან. რუ­სეთ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად დე­ფოლ­ტი გა­მო­ა­ცხა­და. ბევ­რმა ცი­ვი­ლურ­მა ქვე­ყა­ნამ რუ­სეთს ცა და­უ­კე­ტა. ამავდრო­უ­ლად უკ­რა­ი­ნა სულ უფრო ძლი­ერ­დე­ბა. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო უკ­რა­ი­ნის გა­ნა­ცხა­დი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ“ , - გა­ნა­ცხა­და შმი­გალ­მა.

მისი თქმით, ახლა უკ­რა­ი­ნა არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის მსოფ­ლიო ცენ­ტრი. მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სამ­თავ­რო­ბო გუნ­დი პრე­ზი­დენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით კი­ევ­ში იმ­ყო­ფე­ბა და არ­სად წას­ვლას არ აპი­რებს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
0

ბიბილოვი და ბჟანია თავიანთი გაწვრთნილი ჯარით თუ არ დაეხმარება რუსეთს, მაშინ ცუდად იქნება რუსეთის ამბავი

Zlatan stroianovich
1

Tu dasustda zaparojies atomuri sadguri ratom dautmet. Shegecodat dasustebulebi?? 

ავტორი:

"რუსეთის მტრული არმია ძალას კარგავს, უკრაინის არმია ათი ათასობით რეზერვისტით ივსება" - უკრაინის პრემიერ-მინისტრი

"რუსეთის მტრული არმია ძალას კარგავს, უკრაინის არმია ათი ათასობით რეზერვისტით ივსება" - უკრაინის პრემიერ-მინისტრი

"რუსეთის მტრული არმია ძალას კარგავს, ცალკეულ მონაკვეთებზე კი იძულებულია ტაქტიკურად უკან დაიხიოს, მაშინ როდესაც, უკრაინის არმია ათი ათასობით რეზერვისტით ივსება" - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

"მიმდინარეობს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მე-7 დღე რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, ჩვენი მეომრები ლომებივით იბრძვიან ყველა მიმართულებით და მტკიცედ აძლიერებენ თავდაცვას. მტერი ძალებს კარგავს, ცალკეულ მონაკვეთებზე კი იძულებულია ტაქტიკურად უკან დაიხიოს. ამავდროულად, ათი ათასობით რეზერვისტით ივსება ჩვენი არმიის რიგები. უკრაინისკენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის იარაღი. მთავარი კი ის არის, რომ დაბნეულობა, რომელიც ბევრ ადამიანს ჰქონდა პირველ დღეებში, შეიცვალა თავდადებით“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველას ესმის, რომ უკრაინელები განმათავისუფლებელ ბრძოლას აწარმოებენ თავისი მიწისა და მომავლისთვის და მტერს ამ დანაშაულს არ აპატიებენ.

უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმებისთვის აუცილებლად დაისჯებიან ჰააგაში.

"რკინის ფარდა სულ უფრო მეტად ეშვება აგრესორზე. მსოფლიო კომპანიები ტოვებენ რუსეთს, რადგან არ სურთ ურთიერთობა ჰქონდეთ სისხლიან ფულთან. რუსეთმა ფაქტობრივად დეფოლტი გამოაცხადა. ბევრმა ცივილურმა ქვეყანამ რუსეთს ცა დაუკეტა. ამავდროულად უკრაინა სულ უფრო ძლიერდება. ევროპარლამენტმა მიიღო უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“ , - განაცხადა შმიგალმა.

მისი თქმით, ახლა უკრაინა არის თავისუფლებისთვის ბრძოლის მსოფლიო ცენტრი. მანვე აღნიშნა, რომ სამთავრობო გუნდი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით კიევში იმყოფება და არსად წასვლას არ აპირებს.