ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირს იმუშაოს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს იმუშაონ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, რითაც აღიარებენ უკრაინის ევროპულ პერსპექტივას.
შესაბამის დოკუმენტს სახელწოდებით „რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ კენჭი უყარეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფარგლებში, რომელიც მოწვეული იყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო. ხმა მისცა 676-მა, მათგან 637-მა, წინააღმდეგი 13, თავი შეიკავა 26-მა.
„ ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და იმავდროულად გააგრძელონ მუშაობა მისი ინტეგრაციისთვის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში “, - ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროპის საბჭოს კომპეტენცია, მისი საქმიანობა განისაზღვრება 1949 წლის 5 მაისს მიღებული ევროპის საბჭოს წესდებით. წესდებით ევროპის საბჭოს ორგანოებია მინისტრთა კომიტეტი და საკონსულტაციო ასამბლეა რასაც ჩვენ საპარლამენტო ასამბლეას ვეძახით გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ევროპის კავშირის მინისტრთა საბჭოა, ხოლო საპარლამენტო ასამბლეა, ,,საკონსულტაციო ასამბლეა“ ევროპის საბჭოს სათათბირო ორგანოა ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აღიარებს პლურალისტურ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, იცავს საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს, გააჩნია გამართული და კონკურენტუნარიანი საბაზრო ეკონომიკა, იზიარებს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიზნებს. ევროპის კავშირის ჯერ კანდიდათად ხოლო შემდეგ წევრად გახდომა დროში გაწელილი პროცესია თითქმის ათ წელზე მეტი დროის მოთხოვნით ამიტომ ჩვენტვის უფრო ახლო და მისაღები პროცედურა ნატოს წევრობა უნდა იყვეს რადგან ცვენ ამ პროცედურებისთვის საჭირო ყველა გზა გავიარეთ და ყველა მოთხოვნა შევასრულეთ
კიდევ ერთხელ დააბოლეს. აქამდე ხომ იდგნენ ჩვენსავით ნატოს ღია კარებში, ახლა ევროკავშირის კარებთან დადექით სულ რაღაც 10 წელიო. ვაი მაგათ და ვაი ჩვენი ურაპატრიოტების პატრონს თავში რომ ტვინის ხვეული არ აქვთ და სულ გადაეგლისათ