პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევაზე... ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება" - მთავრობის პასუხი ზელენსკის
"გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევაზე... ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება" - მთავრობის პასუხი ზელენსკის

გა­უ­გე­ბა­რია უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან ელ­ჩის გაწ­ვე­ვის შე­სა­ხებ; მი­უ­ხე­და­ვად ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლო აგ­რძე­ლებს და კვლა­ვაც გა­აგ­რძე­ლებს უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კურ მხარ­და­ჭე­რა­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა ილია დარ­ჩი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პო­ზი­ცია უც­ვლე­ლი რჩე­ბა - უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა და ქვე­ყა­ნა­ში სიმ­შვი­დი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბას გვსურს გან­ვუ­მარ­ტოთ, რომ სამ­წუ­ხა­როდ არ წყდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩაბ­მის მცდე­ლო­ბე­ბი და პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი, რო­მელ­შიც პირ­და­პირ ჩარ­თუ­ლია დესტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცია და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა". ამის მი­ზა­ნია სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ეს არის მარ­თუ­ლი პრო­ცე­სი დესტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის და მისი წევ­რე­ბის მხრი­დან რო­გორც თბი­ლის­ში, ისე კი­ევ­ში.

პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი იყო გუ­შინ, მო­ხა­ლი­სე­ე­ბის ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით უკ­რა­ი­ნა­ში გაგ­ზავ­ნის დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი მცდე­ლო­ბა, რაც ასე­ვე იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ და იქ­ნე­ბო­და აღ­ქმუ­ლი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში ირი­ბი ჩარ­თვა.

ჩვე­ნი მკა­ფიო პო­ზი­ცია უც­ვლე­ლი რჩე­ბა - უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა და სა­ქარ­თვე­ლო­ში სიმ­შვი­დი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. კი­დევ ერთხელ გვსურს შე­გახ­სე­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი და სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ერთ-ერთი მცი­რე­თა­გან­ნი არი­ან, ვი­საც არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ კი­ე­ვი და ამ დრომ­დე აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას უკ­რა­ი­ნა­ში.

სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან უკ­რა­ი­ნას უწევს რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე პო­ლი­ტი­კურ მხარ­და­ჭე­რას, ასე­ვე ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში გა­იგ­ზავ­ნა 100 ტონა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თი. ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა ეწე­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო უკ­რა­ი­ნის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მისი მხრი­დან უკ­რა­ი­ნის სა­ხე­ლით არა­ერ­თხელ იყო გა­მოთ­ქმუ­ლი მად­ლო­ბა გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლო კვლა­ვაც გა­აგ­რძე­ლებს უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კურ და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას და ეს არის მაქ­სი­მუ­მი, რისი გა­კე­თე­ბაც შე­უძ­ლია ქვე­ყა­ნას, რო­მელ­მაც 2008 წლის ომი გა­და­ი­ტა­ნა და რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რუ­სე­თის მიერ. სა­ქარ­თვე­ლოს თუნ­დაც ირი­ბად ჩარ­თვა სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ში გა­მო­უს­წო­რე­ბელ შე­დე­გებს მო­უ­ტან­და ჩვენს ქვე­ყა­ნას.

ყო­ვე­ლი­ვე ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­უ­გე­ბა­რია უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან ელ­ჩის გაწ­ვე­ვის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლო აგ­რძე­ლებს და კვლა­ვაც გა­აგ­რძე­ლებს უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კურ მხარ­და­ჭე­რა­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში”, - გა­ნა­ცხა­და ილია დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაი ლიბერალი
0

არა,არაა ნამეტარი ჩერჩეტი გამოდგა ეს ზელენსკი. მართლა გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს ამ მიწაყლაპია რუსების მეშვეობით.

ნუკრი
0

გამოდაგა კახელი მმაერთველი, მიდი ირაკლი და არ გადაამლაშო.

ავტორი:

"გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევაზე... ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება" - მთავრობის პასუხი ზელენსკის

"გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევაზე... ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება" - მთავრობის პასუხი ზელენსკის

გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ; მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩება - უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება.

„საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ, რომ სამწუხაროდ არ წყდება საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციები, რომელშიც პირდაპირ ჩართულია დესტრუქციული ოპოზიცია და "ნაციონალური მოძრაობა". ამის მიზანია საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის მართული პროცესი დესტრუქციული ოპოზიციის და მისი წევრების მხრიდან როგორც თბილისში, ისე კიევში.

პროვოკაციული იყო გუშინ, მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნის დემონსტრაციული მცდელობა, რაც ასევე იყო ორგანიზებული "ნაციონალური მოძრაობის" მიერ და იქნებოდა აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა.

ჩვენი მკაფიო პოზიცია უცვლელი რჩება - უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და საქართველოში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება. კიდევ ერთხელ გვსურს შეგახსენოთ, რომ საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები ერთ-ერთი მცირეთაგანნი არიან, ვისაც არ დაუტოვებიათ კიევი და ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას უკრაინაში.

საქართველო პირველივე დღიდან უკრაინას უწევს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, უკრაინაში გაიგზავნა 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი. ასევე, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ყველანაირი დახმარება ეწევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო უკრაინის ელჩი საქართველოში და მისი მხრიდან უკრაინის სახელით არაერთხელ იყო გამოთქმული მადლობა გაწეული დახმარებისთვის. საქართველო კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას და ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია ქვეყანას, რომელმაც 2008 წლის ომი გადაიტანა და რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. საქართველოს თუნდაც ირიბად ჩართვა სამხედრო მოქმედებებში გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.