მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ მხარეს ღირსებაა, მეორე მხარეს "ბაბაიას" არგაღიზიანება... სამწუხაროდ, დღეს ღირსების არჩევანის წინაშე დავდექით" - რას წერს თენგიზ ფხალაძე?
"ერთ მხარეს ღირსებაა, მეორე მხარეს "ბაბაიას" არგაღიზიანება... სამწუხაროდ, დღეს ღირსების არჩევანის წინაშე დავდექით" - რას წერს თენგიზ ფხალაძე?

ექ­სპერ­ტი თენ­გიზ ფხა­ლა­ძე უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ას აფა­სებს. რო­გორც ის ამ­ბობს, რუ­სე­თის არ­გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის გამო ქვე­ყა­ნამ ღირ­სე­ბა არ უნდა და­კარ­გოს.

"რუ­სე­თი რომ არ გა­ე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნა,“რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად მო­აზ­როვ­ნე”, ჭეშ­მა­რიტ­მა მა­მუ­ლიშ­ვი­ლებ­მა, ჩო­ხა­ში გა­მო­წყო­ბილ­მა “ჩინ-მენდლე­ბი­ან­მა” თა­ვა­დო­ბამ 1837 წელს თბი­ლის­ში სა­ქე­ი­ფო-საგ­რი­ა­ლოდ ჩა­მო­სულ რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორს ღა­მით სა­ძი­ნე­ბელ­ში მა­ი­კო ორ­ბე­ლი­ა­ნი მიჰ­გვა­რა. მა­ი­კო ორ­ბე­ლი­ა­ნი, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ეტ­რფო­და და ტატო ბა­რა­თაშ­ვი­ლი ლექ­სებს უძღვნი­და!

იმ ღა­მეს ღირ­სე­ბა მხო­ლოდ მა­ი­კოს კი არა, მთლი­ა­ნად ქარ­თვე­ლო­ბას აჰ­ყა­რეს! სა­მა­გი­ე­როდ იმ­პე­რა­ტორ­მა ისი­ა­მოვ­ნა, 1832 წლის აჯან­ყე­ბუ­ლებ­ზე “გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­მაც”ცოტა გა­და­უ­ა­რა და ქარ­თველ გუ­ლუხვ მას­პინ­ძლებს ახა­ლი ჩინ-მედ­ლე­ბი უბო­ძა იმ­პე­რი­ის ერ­თგუ­ლე­ბი­სათ­ვის. შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი მა­ი­კო ორ­ბე­ლი­ა­ნი კი მალე ჭლე­ქით და­ა­ვად­და და გარ­და­იც­ვა­ლა!ასეა! ღირ­სე­ბა­აყ­რი­ლებს აღარ ეს­ვრი­ან, მათ მხო­ლოდ ნივ­თი­ვით ხმა­რო­ბენ!

1989 წლის 9 აპ­რი­ლის, 90-ია­ნის ომე­ბის, 2008 წლის აგ­ვის­ტოს და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს 30 წლი­ა­ნი ბრძო­ლის მერე ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი რომ ამ ის­ტო­რი­ას თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის კონ­ტექ­სტში გა­ვიხ­სე­ნებ­დი!

სამ­წუ­ხა­როდ, დღეს სწო­რედ ღირ­სე­ბის არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დავ­დე­ქით! ერთ მხა­რეს ღირ­სე­ბა და სამ­კვდრო-სა­სი­ცი­ცხლო ბრძო­ლაა, მე­ო­რე მხა­რეს კი, "ბა­ბა­ი­ას" არ­გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, მო­ნო­ბა, მაგ­რამ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი “პა­ი­ო­კი” და მას­ხა­რის არ­ხე­ი­ნი ცხოვ­რე­ბა!

მახ­სოვს 9 აპ­რილს რო­გორ გვმო­ძღვრავ­დნენ: სად მი­დი­ხართ, ვის ებ­რძვით, ამ­ხე­ლა იმ­პე­რი­ას ვე­რა­ვინ მო­ე­რე­ვაო! ის “რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბიც” მახ­სოვს, მე­ო­რე დღეს ერ­თმა­ნეთ­ში რომ ჩურ­ჩუ­ლებ­დე­ნენ: აბა რა ეგო­ნათ, მოს­კო­ვი მა­გას აპა­ტი­ებ­დაო?! ისიც მახ­სოვს რუს­თა­ველ­ზე ჩემ­ზე ცოტა უფ­რო­სი ბიჭი საბ­ჭო­თა ტანკს გა­და­უდ­გა და მთე­ლი ძა­ლით ჯოხს ურტყამ­და!

მახ­სოვს 9 აპ­რილს სკო­ლის მოს­წავ­ლემ რო­გორ და­ვი­მაგ­რე გულ­ზე სამ­გლო­ვი­ა­რო ლენ­ტი და რუს­თა­ველ­ზე გა­ვე­დი! აფხა­ზეთ­ში ომიც მახ­სოვს, რო­გორ გვებ­რძო­და და გვბომ­ბავ­და “ერ­თმორ­წმუ­ნე” დამ­პა­ლი იმ­პე­რია! შემ­დეგ 2008 წელი, ისევ დამ­პა­ლი იმ­პე­რია! ბევ­რი რამ მახ­სოვს…

და­მარ­ცხე­ბაც ყო­ფი­ლა, ტკი­ვი­ლიც, მაგ­რამ ღირ­სე­ბის აყრა არა­სო­დეს! ღირ­სე­ბამ მოგ­ვიყ­ვა­ნა აქამ­დე და დღეს სწო­რედ ეს ღირ­სე­ბაა გა­და­სარ­ჩე­ნი! გავა სულ ცოტა ხანი. ამ ეპო­ქას თქვე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ის­წავ­ლი­ან, რო­გორც ბრძო­ლას ღირ­სე­ბი­სათ­ვის! ჰოდა რო­დე­საც სხვე­ბის გმი­რო­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი შე­გე­კი­თხე­ბა: ამ დროს რას შვე­ბო­დიო, სათ­ქმე­ლი უნდა გქონ­დეს და დარ­ცხვე­ნილ­მა არ უნდა უპა­სუ­ხო: “მე მოკ­ლეს, ბაბუ" - წერს ფხა­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ უკ­რა­ი­ნის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის ქვეყ­ნი­დან გა­იწ­ვია. ამის შე­სა­ხებ მან ცოტა ხნის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ისა­უბ­რა.

"და­უ­ყო­ნებ­ლივ კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე გა­მო­ვიწ­ვი­ეთ უკ­რა­ი­ნის ელჩი ყირ­გი­ზეთ­ში, რად­გან ამ ქვე­ყა­ნამ რუ­სუ­ლი აგ­რე­სია გა­ა­მარ­თლა. ასე­ვე ვი­ძა­ხებთ კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე უკ­რა­ი­ნის ელჩს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან მო­ხა­ლი­სე­ე­ბი არ გა­მო­უშ­ვეს, ასე­ვე სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამო­რა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ის გამო", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტროლებს
1

ქართველობა და პატრიოტიზმი ალბათ მოგონილია.მარტო სუფრაზე ვიცით დიდი ყანწებიის დალევა სამშობლოს სიყვარულის გამო.დღეს ჩვენგან ომს არავინ ითხოვს.ითხოვენ კაცურ საქციელს რითიც ვამაყობდით ყოველთვის.ქართველთან ყოველთვის თირსება კაცობა და გამბედაობა ასოცირდებოდა.მაგრამ ალბათ მოგონილი ყოფილა.

მათე
3

ეს ცრუპენტელა ვაი ექსპერტ-პატრიოტი სულ სველი ჩვრით არის საცემი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ერთ მხარეს ღირსებაა, მეორე მხარეს "ბაბაიას" არგაღიზიანება... სამწუხაროდ, დღეს ღირსების არჩევანის წინაშე დავდექით" - რას წერს თენგიზ ფხალაძე?

"ერთ მხარეს ღირსებაა, მეორე მხარეს "ბაბაიას" არგაღიზიანება... სამწუხაროდ, დღეს ღირსების არჩევანის წინაშე დავდექით" - რას წერს თენგიზ ფხალაძე?

ექსპერტი თენგიზ ფხალაძე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციას აფასებს. როგორც ის ამბობს, რუსეთის არგაღიზიანების გამო ქვეყანამ ღირსება არ უნდა დაკარგოს.

"რუსეთი რომ არ გაეღიზიანებინა,“რაციონალურად მოაზროვნე”, ჭეშმარიტმა მამულიშვილებმა, ჩოხაში გამოწყობილმა “ჩინ-მენდლებიანმა” თავადობამ 1837 წელს თბილისში საქეიფო-საგრიალოდ ჩამოსულ რუსეთის იმპერატორს ღამით საძინებელში მაიკო ორბელიანი მიჰგვარა. მაიკო ორბელიანი, რომელსაც მთელი საქართველო ეტრფოდა და ტატო ბარათაშვილი ლექსებს უძღვნიდა!

იმ ღამეს ღირსება მხოლოდ მაიკოს კი არა, მთლიანად ქართველობას აჰყარეს! სამაგიეროდ იმპერატორმა ისიამოვნა, 1832 წლის აჯანყებულებზე “გაღიზიანებამაც”ცოტა გადაუარა და ქართველ გულუხვ მასპინძლებს ახალი ჩინ-მედლები უბოძა იმპერიის ერთგულებისათვის. შეურაცხყოფილი მაიკო ორბელიანი კი მალე ჭლექით დაავადდა და გარდაიცვალა!ასეა! ღირსებააყრილებს აღარ ესვრიან, მათ მხოლოდ ნივთივით ხმარობენ!

1989 წლის 9 აპრილის, 90-იანის ომების, 2008 წლის აგვისტოს და საქართველოს სახელმწიფოს 30 წლიანი ბრძოლის მერე ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ ამ ისტორიას თანამედროვეობის კონტექსტში გავიხსენებდი!

სამწუხაროდ, დღეს სწორედ ღირსების არჩევანის წინაშე დავდექით! ერთ მხარეს ღირსება და სამკვდრო-სასიციცხლო ბრძოლაა, მეორე მხარეს კი, "ბაბაიას" არგაღიზიანება, მონობა, მაგრამ გარანტირებული “პაიოკი” და მასხარის არხეინი ცხოვრება!

მახსოვს 9 აპრილს როგორ გვმოძღვრავდნენ: სად მიდიხართ, ვის ებრძვით, ამხელა იმპერიას ვერავინ მოერევაო! ის “რაციონალური მამულიშვილებიც” მახსოვს, მეორე დღეს ერთმანეთში რომ ჩურჩულებდენენ: აბა რა ეგონათ, მოსკოვი მაგას აპატიებდაო?! ისიც მახსოვს რუსთაველზე ჩემზე ცოტა უფროსი ბიჭი საბჭოთა ტანკს გადაუდგა და მთელი ძალით ჯოხს ურტყამდა!

მახსოვს 9 აპრილს სკოლის მოსწავლემ როგორ დავიმაგრე გულზე სამგლოვიარო ლენტი და რუსთაველზე გავედი! აფხაზეთში ომიც მახსოვს, როგორ გვებრძოდა და გვბომბავდა “ერთმორწმუნე” დამპალი იმპერია! შემდეგ 2008 წელი, ისევ დამპალი იმპერია! ბევრი რამ მახსოვს…

დამარცხებაც ყოფილა, ტკივილიც, მაგრამ ღირსების აყრა არასოდეს! ღირსებამ მოგვიყვანა აქამდე და დღეს სწორედ ეს ღირსებაა გადასარჩენი! გავა სულ ცოტა ხანი. ამ ეპოქას თქვენი შვილიშვილები ისწავლიან, როგორც ბრძოლას ღირსებისათვის! ჰოდა როდესაც სხვების გმირობით აღფრთოვანებული შვილიშვილი შეგეკითხება: ამ დროს რას შვებოდიო, სათქმელი უნდა გქონდეს და დარცხვენილმა არ უნდა უპასუხო: “მე მოკლეს, ბაბუ" - წერს ფხალაძე.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოში, კონსულტაციებისთვის ქვეყნიდან გაიწვია. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"დაუყონებლივ კონსულტაციებზე გამოვიწვიეთ უკრაინის ელჩი ყირგიზეთში, რადგან ამ ქვეყანამ რუსული აგრესია გაამართლა. ასევე ვიძახებთ კონსულტაციებზე უკრაინის ელჩს საქართველოში, რადგან მოხალისეები არ გამოუშვეს, ასევე სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო", - განაცხადა ზელენსკიმ.