მსხვილი კინოსტუდიები, რომელთა შორის Sony, Warner Bros, Disney და Marvel-ი არიან, რუსეთში კინოპრემიერებს დროებით აჩერებენ.
გამოცემა The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, Warner Bros სტუდიამ რუსეთში "ბეტმენის“ გამოსვლა პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე შეაჩერა.
"უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო WarnerMedia-მ რუსულ კინოთეატრებში "ბეტმენის“ გაშვება შეაჩერა. ჩვენ მივადევნებთ თვალყურს მოვლენების განვითარებას და იმედი გვაქვს ამ ტრაგედიის სწრაფი და მშვიდობიანი მოგვარების,“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Sony-მ კი ფილმ "მორბიუსის“ გამოშვება შეაჩერა, Disney კი გახდა პირველი ჰოლივუდური კინოსტუდია, რომელმაც შეწყვიტა ურთიერთობა რუსეთთან.
ცნობისთვის, Netflix-მა 2022 წლის პირველი მარტიდან რუსეთის 20 ფედერალური არხის ტრანსლირებაზე, უარი უკრაინაზე თავდასხმის გამო თქვა.
Россию умом не понять... გაიგეს და ყელშიც ამოუვიდათ.
ნუთუ ვერ ხვდებიან რომ თვითონ იზარალებენ თავს და თვითონ ვერ იღებენ შემოსავლებს ამ დემარშით