"სირცხვილის გრძნობა მაქვს ძალიან დიდი, ძალიან მრცხვენია იმ ქვეყნის მოქალაქე რომ ვარ, რომელსაც ასეთი კაცი აქ [ციხეში] უზის" - ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შეეხებოდა.
მისივე თქმით, მას ბევრი რამ არ ესმის.
"მრცხვენია, გაოგნებული ვარ, არ მესმის. ბევრი რამ არ მესმის“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
თავდაცვის ყოფილ მინისტრის თქმით, ის მთელი ცხოვრება კეთილსინდისიერად ემსახურა სამშობლოს, ხოლო ვის როგორ ესმის ეს, სხვა საკითხია.
კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას, -ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბაჩო ახალაიას თქმით, ის მუდამ ქვეყნის სამსახურში იყო.
"კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას. სხვა მე არაფერი მიკეთებია ჯერ, აი, 41 წლის ვარ. ქვეყნის სამსახურის მეტი, სამწუხაროდ, არაფერი მიკეთებია. ვის, რა და როგორ ესმის, ეს სხვა საკითხია“, -განაცხადა ახალაიამ.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა პატიმრების წამების საქმეზე ჰქონდა მისჯილი.