ავტორი:

"ქეთი, ვიცი გამიგებ. მე ვბრუნდები უკრაინაში!" - რას წერს გიორგი ვაშაძე

"ქეთი, ვიცი გამიგებ. მე ვბრუნდები უკრაინაში!" - რას წერს გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე უკვე რამდენიმე დღეა უკრაინაში იმყოფება. პოლიტიკოსი 21 თებერვალს მეუღლესთან ერთად საქმეზე ჩაფრინდა კიევში, თუმცა საომარი მოქმედებების დროს წყვილი იქ დარჩა. ორი დღის წინ "ამბებთან" ინტერვიუში პოლიტიკოსის ცოლი ამბობდა, რომ ჯერ კიდევ საზღვრისკენ მიდიოდნენ და არ იცოდა, როდის მოახერხებდა საქართველოში დაბრუნებას...

რამდენიმე საათის წინ გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მეუღლეს მიმართავს და წერს, რომ მან დარჩენა გადაწყვიტა...

გიორგი ვაშაძე:

"ქეთი გადმოვიყვანე საზღვარზე. მიუხედავად იმისა, რომ წამოსვლა არ უნდოდა უჩემოდ, ჩავთვალე, რომ ასე უფრო სწორი იქნებოდა. ბავშვები ძალიან განიცდიდნენ და მეც ასე უფრო მშვიდად ვიქნები. ქეთი, ვიცი გამიგებ. მე ვბრუნდები უკრაინაში!"