პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეჭვი მაქვს, რომ დენის შმიგალი ამ "ტვიტის" შექმნაში უშუალოდ არ უნდა იყოს ჩართული... მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა" - დავით ზალკალიანი
"ეჭვი მაქვს, რომ დენის შმიგალი  ამ "ტვიტის" შექმნაში უშუალოდ არ უნდა იყოს ჩართული... მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა" - დავით ზალკალიანი

სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ე­რი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დე­ნის შმი­გა­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­სა და მის უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გას შო­რის არ­სე­ბობს ბრწყინ­ვა­ლე ურ­თი­ერ­თო­ბა და სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბას გა­ნაგ­რძობს, რაც შე­ე­ხე­ბა გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, მას გას­დევს შექ­მნი­ლი რთუ­ლი ემო­ცი­უ­რი ფონი.

“მე მი­თხრეს ამ "ტვი­ტის" შე­სა­ხებ, მი­თხრეს, რომ ის ქარ­თულ ენა­ზეა გა­კე­თე­ბუ­ლი. მეს­მის ის ემო­ცი­უ­რი ფონი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­შია შექ­მნი­ლი. მე მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ძა­ლი­ან კარ­გად იცო­დეს, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ შმი­გალს შო­რის არის მარ­თლაც ძა­ლი­ან კარ­გი და თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც ჩა­მო­ყა­ლიბ­და ბოლო ვი­ზი­ტე­ბის დროს, რო­დე­საც ის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ასე­ვე, რო­დე­საც მისი მიწ­ვე­ვით პრე­მი­ე­რი იყო უკ­რა­ი­ნა­ში, ჩვენ არამ­ხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რი, არა­მედ ძა­ლი­ან მჭიდ­რო მე­გობ­რუ­ლი, პარტნი­ო­რუ­ლი, ნამ­დვი­ლი ძმუ­რი ურ­თი­ე­რო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და”, - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

მისი მო­საზ­რე­ბით, პი­რა­დად მას­ში ეჭვს იწ­ვევს თა­ვად “ტვი­ტე­რის” წარ­მო­მავ­ლო­ბა.

“მე ეჭვი მაქვს, რომ თვი­თონ ამ "ტვი­ტის" შექ­მნა­ში უშუ­ა­ლოდ პრე­მი­ე­რი არ უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი.. მაგ­რამ ეს ჩემი ვა­რა­უ­დე­ბია, რად­გა­ნაც ის ტექ­სტი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლად არის და­წე­რი­ლი, მე ბევრ ეჭვს მი­ჩენს და მაქვს ჩემი მო­საზ­რე­ბა, თუ სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბა ის მო­დი­ო­დეს. მაგ­რამ ეს იქით იყოს, რად­გან მეს­მის იქ შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის სიმ­ძი­მე და ამ ემო­ცი­ურ ფონ­ზე შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც ასე­თი პოს­ტი ყო­ფი­ლი­ყო გა­კე­თე­ბუ­ლი”, - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, ორი ქვეყ­ნის პრე­მი­ერს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა არის ურ­ყე­ვი და შე­უქ­ცე­ვა­დი.

“სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მინ­და იცო­დეს, რომ ის ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც პრე­მი­ერ ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და პრე­მი­ერ შმი­გალს შო­რის ჩა­მო­ყა­ლიბ­და და ის გვერ­დში დგო­მა, რაც პრე­მი­ერ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მის მი­მართ გა­მო­ამ­ჟღავ­ნა, არის ურ­ყე­ვი და შე­უქ­ცე­ვა­დი და რო­გორც მა­ნამ­დე ვე­დე­ქით ჩვენს უკ­რა­ი­ნელ ძმებს, ისე და­ვუდ­გე­ბით მო­მა­ვალ­შიც და ამას ვე­რა­ფე­რი ვერ შე­ა­ნე­ლებს”, - დას­ძი­ნა მან.

და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის კო­მენ­ტარს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უცნობი
2

მსოფლიოს თვალში რა გამოვდივართ? ეს გიფიქრიათ?30 კმ-ში არიანო რომ ამბობთ, ეს დახმარება სწორედ საკუთარი ტავისაც ქართველებისთვისაც იყო.ახლა რუსი ასეც გადაგვივლის და ისეც როცა მოეპრიანება თუ დანარჩენი ქვეყანა გაგვინაწყენდა მითუმეტეს.

უცნობი
5

ზანკალ ახლა ხვდები რა მიქარეთ? იმდენი ქენით ელჩი გაიწვიეს. ქვეყანა მართლა გაწირეთ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ეჭვი მაქვს, რომ დენის შმიგალი ამ "ტვიტის" შექმნაში უშუალოდ არ უნდა იყოს ჩართული... მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა" - დავით ზალკალიანი

"ეჭვი მაქვს, რომ დენის შმიგალი  ამ "ტვიტის" შექმნაში უშუალოდ არ უნდა იყოს ჩართული... მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა" - დავით ზალკალიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერსა და მის უკრაინელ კოლეგას შორის არსებობს ბრწყინვალე ურთიერთობა და საქართველო უკრაინის დახმარებას განაგრძობს, რაც შეეხება გაკეთებულ განცხადებას, მას გასდევს შექმნილი რთული ემოციური ფონი.

“მე მითხრეს ამ "ტვიტის" შესახებ, მითხრეს, რომ ის ქართულ ენაზეა გაკეთებული. მესმის ის ემოციური ფონი, რომელიც უკრაინაშია შექმნილი. მე მინდა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდეს, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და პრემიერ-მინისტრ შმიგალს შორის არის მართლაც ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო ვიზიტების დროს, როდესაც ის საქართველოში იმყოფებოდა, ასევე, როდესაც მისი მიწვევით პრემიერი იყო უკრაინაში, ჩვენ არამხოლოდ ოფიციალური, არამედ ძალიან მჭიდრო მეგობრული, პარტნიორული, ნამდვილი ძმური ურთიერობა ჩამოგვიყალიბდა”, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი მოსაზრებით, პირადად მასში ეჭვს იწვევს თავად “ტვიტერის” წარმომავლობა.

“მე ეჭვი მაქვს, რომ თვითონ ამ "ტვიტის" შექმნაში უშუალოდ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული.. მაგრამ ეს ჩემი ვარაუდებია, რადგანაც ის ტექსტი, რომელიც ქართულად არის დაწერილი, მე ბევრ ეჭვს მიჩენს და მაქვს ჩემი მოსაზრება, თუ საიდან შეიძლება ის მოდიოდეს. მაგრამ ეს იქით იყოს, რადგან მესმის იქ შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და ამ ემოციურ ფონზე შეიძლება, რაღაც ასეთი პოსტი ყოფილიყო გაკეთებული”, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ორი ქვეყნის პრემიერს შორის ურთიერთობა არის ურყევი და შეუქცევადი.

“საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ის ურთიერთობა, რაც პრემიერ ღარიბაშვილსა და პრემიერ შმიგალს შორის ჩამოყალიბდა და ის გვერდში დგომა, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა მის მიმართ გამოამჟღავნა, არის ურყევი და შეუქცევადი და როგორც მანამდე ვედექით ჩვენს უკრაინელ ძმებს, ისე დავუდგებით მომავალშიც და ამას ვერაფერი ვერ შეანელებს”, - დასძინა მან.

დავით ზალკალიანის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.