რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგად, გამონახეს პუნქტები, რომლებზეც პროგრესის მიღწევა შესაძლებელია. ამის შესახებ მედიას რუსეთის დელეგაციის წევრმა, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკიმ განუცხადა.
მისი თქმით, მორიგი შეხვედრა რამდენიმე დღეში გაიმართება.
დეპუტატის თქმით, მხარეებმა ერთმანეთის მოსმენა შეძლეს.
"მოლაპარაკებები ძნელია. უკრაინის დელეგაცია მზად იყო მოესმინა და მონაწილეობა მიეღო იმ საკითხების ყველაზე დეტალურ განხილვაში, რომლებიც დგას არსებულ დღის წესრიგში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ გამოვრიცხავდით, რომ ასეთი საუბარი არ შემდგარიყო, მაგრამ ის შედგა“ , - განაცხადა სლუცკიმ.
მისი თქმით, უახლოეს დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის მხარე პირველი მოლაპარაკებების შედეგებს განიხილავს.