ევროკავშირი უკრაინას რუსული ჯარების გადაადგილებასთან დაკავშირებით კოსმოსური დაზვერვის მონაცემებს გადასცემს.
ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მადრიდში მდებარე თავის სატელიტურ ცენტრს სთხოვა მიაწოდოს უკრაინას სადაზვერვო მონაცემები რუსული ჯარების გადაადგილებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს და განზრახული აქვთ გაუზარდონ სამხედრო დახმარება კიევს.
ამასთანავე, როგორც ბორელმა აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გარკვეული ფასი ექნება ევროპისთვისაც, თუმცა ევროპა მზად უნდა იყოს ამ ფასის გადასახდელად.
„ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ფასის გადასახდელად ან ჩვენ მოგვიწევს გადავიხადოთ უფრო მაღალი ფასი მომავალში. რუსეთთან ურთიერთობა აღარ უნდა განისაზღვრებოდეს ვაჭრობით“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
გვიან გამოიღვიძეს, მაგრამ რაც არის, არის.
მოკლედ ერთვება ევროპა ნაბიჯ-ნაბიჯ საომარ მდგომარეობაში იმედია რუსეთი ერთ პატარა ატომურ ბომბს არ გვატაკებს