პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ხელისუფლების ყოველი ახალი გამოსვლა შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ღირსებას“ - რას მოუწოდებს გახარია ხელისუფლებას?
"საქართველოს ხელისუფლების ყოველი ახალი გამოსვლა შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ღირსებას“ - რას მოუწოდებს გახარია ხელისუფლებას?

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დებს, გა­მო­ი­ყე­ნოს ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი თხოვ­ნით მი­მარ­თოს ევ­რო­კავ­შირს, სა­ქარ­თვე­ლოს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ახლა აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბის დროა, რად­გან უნდა შე­ვახ­სე­ნოთ მთელ მსოფ­ლი­ოს, რომ ჩვენ რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი ვართ.

"დღეს, 2022 წლის 28 თე­ბერ­ვა­ლია, მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი რე­ა­ლო­ბა და წეს­რი­გი მყარ­დე­ბა.

რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ევ­რო­კავ­შირს მი­მარ­თა თხოვ­ნით, უკ­რა­ი­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რით, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ი­ღონ ევ­რო­კავ­შირ­ში.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ვუ­წო­დებ, გა­მო­ი­ყე­ნოს ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი თხოვ­ნით მი­მარ­თოს ევ­რო­კავ­შირს, სა­ქარ­თვე­ლოს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით­რუ­სე­თის აგ­რე­სი­ა­ზე მსოფ­ლი­ოს უპ­რე­ცე­დენ­ტო რე­აქ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იკა­ვებს პო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც პირ­და­პირ აზი­ა­ნებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას და ჩვენ შვი­ლებს უს­პობს ღირ­სე­უ­ლი მო­მავ­ლის პერ­სპექ­ტი­ვას.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ვე­ლი ახა­ლი გა­მოს­ვლა შე­უ­რა­ცხყოფს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ღირ­სე­ბას და ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის 2008 წელს გა­ღე­ბულ მსხვერ­პლს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ უკვე გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი - ჩვე­ნი ად­გი­ლი ევ­რო­პულ ოჯახ­შია! სწო­რედ ეს არის ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სი და ჩვე­ნი დიდი წი­ნაპ­რე­ბის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მი­ზა­ნი და ოც­ნე­ბა.

დღეს ეს არ­ჩე­ვა­ნი მარ­ტი­ვია - ან გავ­ხდე­ბით ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის, თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს ნა­წი­ლი ან დავ­ბრუნ­დე­ბით რუ­სულ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში.

მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­მო­ი­ყე­ნოს ეს ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი თხოვ­ნით მი­მარ­თოს ევ­რო­კავ­შირს, სა­ქარ­თვე­ლოს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბის დროა, უნდა შე­ვახ­სე­ნოთ მთელ მსოფ­ლი­ოს, რომ ჩვენ რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი ვართ, რომ რუ­სე­თის აგ­რე­სია ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ით და­ი­წყო და რუ­სე­თის აგ­რე­სი­ა­ზე სწო­რი პა­სუ­ხი სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის ევ­რო­პულ ოჯახ­ში და­უ­ყო­ნებ­ლი­ვი მი­ღე­ბაა.

ეს არის ჩვე­ნი ვალი წი­ნაპ­რე­ბის და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ნის წი­ნა­შე! ეს არის ჩვე­ნი ვალი სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის და­ღუ­პუ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ღირ­სე­ბის და­სა­ცა­ვად.

ჩვე­ნი ად­გი­ლი ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბით ევ­რო­პა­შია!- წერს გა­ხა­რია "ფე­ის­ბუქ­ზე“.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?!?!?!
0

არ მინდა ,ვიფიქრო, ოპოზიცია ისეა დაბრმავებული და აჟიტირებული,რომ რეალობის შეგრძნება დაკარგა, რა ევროკავშირი ხალხო, მშვიდობა რომ იყო,მაშინ არ მიიღეს უკრაინა ევროკავშირში და ცეცხლში გახვეულ საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ვინ მიიღებს?! ცოტა აზრზე მოდით.

ნათელა
0

ბატონო გიორგი თქვენ იყავით სამაჩაბლოს ან აფხაზეთის ომში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"საქართველოს ხელისუფლების ყოველი ახალი გამოსვლა შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ღირსებას“ - რას მოუწოდებს გახარია ხელისუფლებას?

"საქართველოს ხელისუფლების ყოველი ახალი გამოსვლა შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ღირსებას“ - რას მოუწოდებს გახარია ხელისუფლებას?

პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიყენოს ისტორიული შანსი და ოფიციალური თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით. მისივე შეფასებით, ახლა აქტიური მოქმედების დროა, რადგან უნდა შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლი ვართ.

"დღეს, 2022 წლის 28 თებერვალია, მსოფლიოში ახალი რეალობა და წესრიგი მყარდება.

რამდენიმე წუთის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, უკრაინა სპეციალური პროცედურით, დაჩქარებული წესით მიიღონ ევროკავშირში.

ხელისუფლებას მოვუწოდებ, გამოიყენოს ისტორიული შანსი და ოფიციალური თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებითრუსეთის აგრესიაზე მსოფლიოს უპრეცედენტო რეაქციის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება იკავებს პოზიციას, რომელიც პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ჩვენ შვილებს უსპობს ღირსეული მომავლის პერსპექტივას.

საქართველოს ხელისუფლების ყოველი ახალი გამოსვლა შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ღირსებას და ქვეყნის ერთიანობისთვის, თავისუფლებისთვის 2008 წელს გაღებულ მსხვერპლს.

ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ უკვე გააკეთა არჩევანი - ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია! სწორედ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი და ჩვენი დიდი წინაპრების საუკუნოვანი მიზანი და ოცნება.

დღეს ეს არჩევანი მარტივია - ან გავხდებით ევროპული ოჯახის, თავისუფალი სამყაროს ნაწილი ან დავბრუნდებით რუსულ საბჭოთა კავშირში.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი და ოფიციალური თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით. აქტიური მოქმედების დროა, უნდა შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლი ვართ, რომ რუსეთის აგრესია ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით დაიწყო და რუსეთის აგრესიაზე სწორი პასუხი საქართველოს და უკრაინის ევროპულ ოჯახში დაუყონებლივი მიღებაა.

ეს არის ჩვენი ვალი წინაპრების და მომავალი თაობენის წინაშე! ეს არის ჩვენი ვალი საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული ჩვენი მოქალაქეების ღირსების დასაცავად.

ჩვენი ადგილი ჩვენი ტრადიციებით ევროპაშია!- წერს გახარია "ფეისბუქზე“.