საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტიკოსი გაგრიდან - ვინ არის დავით არახამია, რომელსაც უკრაინაში, ყველაზე რთულ დროს რუსეთთან მოლაპარაკებები ანდეს
პოლიტიკოსი გაგრიდან - ვინ არის დავით არახამია, რომელსაც უკრაინაში, ყველაზე რთულ დროს რუსეთთან მოლაპარაკებები ანდეს

უკ­რა­ი­ნის­თვის ამ უმ­ძი­მეს დღე­ებ­ში, ამ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პირი წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, პო­ლი­ტი­კო­სი და­ვით არა­ხა­მი­აა (და­ვით ბრა­უ­ნი).

და­ვით არა­ხა­მია უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" თავ­მჯდო­მა­რეა და წარ­მო­ად­გენს უკ­რა­ი­ნულ დე­ლე­გა­ცი­ას რუ­სულ მხა­რეს­თან ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს. "მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ან სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წავა, ან ისე, რო­გორც რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო გემი", - და­წე­რა მან ბე­ლა­რუს­ში გა­სა­მარ­თი შეხ­ვედ­რის წინ.

  • რა ვი­ცით და­ვით არა­ხა­მი­ას შე­სა­ხებ?

"ვინ არის და­ვით არა­ხა­მია და რა კავ­ში­რი აქვს ზე­ლენ­სკის­თან" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს გა­მო­ცე­მა uaportal.com სტა­ტი­ას, სა­დაც ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ზე წერს, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა "ბრა­უ­ნის" ფსევ­დო­ნი­მით იც­ნობს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, და­ვით არა­ხა­მია 1979 წლის 23 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და. მისი ოჯახ­ში აფხა­ზე­თის ქა­ლაქ გაგ­რა­ში ცხოვ­რობ­და და მო­ხა­ლი­სე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­ვის­ტი და მო­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ბავ­შვო­ბის წლებს ბედ­ნი­ე­რად იხ­სე­ნებს.

90-იანი წლე­ბის აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ, ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ნი­კო­ლა­ე­ვო­ში გა­და­ვი­და. თუმ­ცა, იქამ­დე გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ვი­თი თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და და ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. ამის შე­სა­ხებ ის "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" უკ­რა­ი­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის კი­ე­ვის ბი­უ­როს უფ­როს­თან ინ­ტერ­ვი­უ­შიც ჰყვე­ბა, სა­დაც სამ­შობ­ლო­ში გა­ტა­რე­ბულ ხან­მოკ­ლე პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს.

uaportal.com-ის ცნო­ბით, მან სკო­ლა უკ­რა­ი­ნა­ში და­ამ­თავ­რა და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბაც უკ­რა­ი­ნის ევ­რო­პულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის კომ­პა­ნია Template Monster-ის უკ­რა­ი­ნის ფი­ლი­ა­ლის დი­რექ­ტო­რი და უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის მხარ­დამ­ჭე­რი გახ­და. 2014 წელს, რუ­სე­თის მხრი­დან სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე "ხალ­ხის პრო­ექ­ტის" ავ­ტო­რი იყო. იმა­ვე წელს, მან ნი­კო­ლა­ე­ვოს ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის ვა­დიმ მე­რი­კო­ვის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო და მისი მრჩე­ვე­ლი გახ­და.

იმავდრო­უ­ლად, ის უკ­რი­ა­ნის იმ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა პეტ­რო პო­რო­შენ­კომ დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის მო­ხა­ლი­სის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა. ძა­ლი­ან მალე და­ვით არა­ხა­მია შეს­ყიდ­ვე­ბის სა­კი­თხებ­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან წარ­მო­მად­გენ­ლად და­ი­ნიშ­ნა; ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა დრეს-კოდ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, არა­ხა­მია სამ­სა­ხურ­ში "შორ­ტე­ბი­თა და ნო­უთ­ბუ­ქით სი­ა­რუ­ლის" მომ­ხრეა...

რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში შე­მორ­ჩე­ნილ, ამ­ჟა­მად ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთს ემო­ცი­უ­რად იხ­სე­ნებს:

"ბავ­შვო­ბა ყო­ველ­თვის იმა­ზე უკე­თე­სი გახ­სენ­დე­ბა, ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო, თუმ­ცა მე მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვო­ბა მქონ­და, რად­გან გაგ­რა ნამ­დვი­ლი მარ­გა­ლი­ტი იყო, რო­გორც მას ადრე უწო­დებ­დნენ... იქ უამ­რა­ვი, მათ შო­რის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მთე­ლი პარ­ტი­უ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ჩა­დი­ო­და. იყო უამ­რა­ვი აგა­რა­კი. გვქონ­და პარ­კი, სა­დაც მრა­ვა­ლი ეგ­ზო­ტი­კუ­რი მცე­ნა­რე ხა­რობ­და, სა­დაც ფარ­შე­ვან­გე­ბი სე­ირ­ნობ­დნენ... იქ გა­ვი­ზარ­დე, მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ყველ­გან ასე უნდა ყო­ფი­ლი­ყო. როცა იქი­დან წა­მო­ვე­დით, მხო­ლოდ მა­შინ მივ­ხვდი, რომ ეს არის უნი­კა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა, რომ იქ ცხოვ­რობს სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხი, რო­მელ­საც ერ­თმა­ნე­თის და­პა­ტი­ჟე­ბა უყ­ვარს. ჩვენ ვცხოვ­რობ­დით ეზო­ში, სა­დაც მე­ზობ­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და ლო­ტოს თა­მა­შობ­დნენ", -ამ­ბობს არა­ხა­მია.

მი­სი­ვე თქმით, ომის შემ­დეგ, რო­დე­საც თბი­ლის­ში გა­და­ვი­და, ქარ­თულ სკო­ლა­ში ის­წავ­ლა, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი ენა კარ­გად არ იცის. "მა­შინ ვცდი­ლობ­დი მეს­წავ­ლა და კარ­გა­დაც ვსწავ­ლობ­დი. სა­ერ­თოდ, სკო­ლა ოქ­როს მედ­ლით და­ვამ­თავ­რე", - იხ­სე­ნებს უკ­რა­ი­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის აქ­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, თბი­ლის­ში ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი ჰყავს.

და­ვით არა­ხა­მია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე ამ­ბობ­და, რომ მას­თან მე­გობ­რობს.

"თა­ვად მოვ­ძებ­ნე და მი­ვე­დი მას­თან, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას, ის ცვლი­ლე­ბე­ბი და­ვი­ნა­ხე, რო­მელ­თა გა­ტა­რე­ბაც და­ი­წყო და ვი­ფიქ­რე, რომ მა­გა­რი იქ­ნე­ბო­და, რომ ეს უკ­რა­ი­ნა­შიც გვქო­ნო­და. ასე რა­ღაც­ნა­ი­რად დავ­მე­გობ­რდით..." - ამ­ბობს არა­ხა­მია.

რა შე­ე­ხე­ბა "ბრა­უნს", და­ვით არა­ხა­მი­ას თქმით, მისი გვა­რი ინ­გლი­სუ­რად საკ­მა­ოდ რთუ­ლად ჟღერს, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა იოლი გა­მო­სა­ვა­ლი ეპოვ­ნა ისე, რო­გორც ეს ამე­რი­კა­შია მი­ღე­ბუ­ლი... ერთ დღე­საც სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა "ბრა­უ­ნის" ფირ­მის სა­პარ­სი აღ­მო­ა­ჩი­ნა და ექ­სპრომ­ტად გა­და­წყვი­ტა, რომ ეს მისი ფრევ­დო­ნი­მი იქ­ნე­ბო­და.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, და­ვით არა­ხა­მია მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­შია. მას 6 შვი­ლი ჰყავს.

მკითხველის კომენტარები / 83 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
1

კაცმა თქვა მრცხვენია ქართველი,რომ ვარო,ნამდვილად მეც მრცხვენია ეგ,რომ ქართულ გვარს ატარებს.

აქედან წასული ქართველები ყოველთვის ცდილობდნენ (ყველა არა) საქართველო საკუთარი კარიერული წინსვლისათვის გამოეყენებინათ,ბევრია,მაგრამ უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებულები: ორჯონიკიძე,სტალინი, ბერია,კანდიდ ჩარკვიანი,ედიკა შევარდნაძე,მიშა სააკაშვილი... 

nukri tabatadze
15

ვინ არის და გაქანებული ნაცსექტის წევრი და სააკიანის მეგობარი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

პოლიტიკოსი გაგრიდან - ვინ არის დავით არახამია, რომელსაც უკრაინაში, ყველაზე რთულ დროს რუსეთთან მოლაპარაკებები ანდეს

პოლიტიკოსი გაგრიდან - ვინ არის დავით არახამია, რომელსაც უკრაინაში, ყველაზე რთულ დროს რუსეთთან მოლაპარაკებები ანდეს

უკრაინისთვის ამ უმძიმეს დღეებში, ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პირი წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი დავით არახამიაა (დავით ბრაუნი).

დავით არახამია უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარეა და წარმოადგენს უკრაინულ დელეგაციას რუსულ მხარესთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამართული მოლაპარაკებების დროს. "მოლაპარაკებები ან სწორი მიმართულებით წავა, ან ისე, როგორც რუსული სამხედრო გემი", - დაწერა მან ბელარუსში გასამართი შეხვედრის წინ.

  • რა ვიცით დავით არახამიას შესახებ?

"ვინ არის დავით არახამია და რა კავშირი აქვს ზელენსკისთან" - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა uaportal.com სტატიას, სადაც ქართული წარმოშობის უკრაინის მოქალაქეზე წერს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა "ბრაუნის" ფსევდონიმით იცნობს.

გამოცემის ცნობით, დავით არახამია 1979 წლის 23 აგვისტოს დაიბადა. მისი ოჯახში აფხაზეთის ქალაქ გაგრაში ცხოვრობდა და მოხალისე, საზოგადოებრივი აქტივისტი და მომავალი პოლიტიკოსი ბავშვობის წლებს ბედნიერად იხსენებს.

90-იანი წლების აფხაზეთის ომის შემდეგ, ოჯახი საცხოვრებლად უკრაინის ქალაქ ნიკოლაევოში გადავიდა. თუმცა, იქამდე გარკვეული დროის განმავლობაში, დავითი თბილისში ცხოვრობდა და ერთ-ერთ ადგილობრივ სკოლაში სწავლობდა. ამის შესახებ ის "რადიო თავისუფლების" უკრაინული სამსახურის კიევის ბიუროს უფროსთან ინტერვიუშიც ჰყვება, სადაც სამშობლოში გატარებულ ხანმოკლე პერიოდს იხსენებს.

uaportal.com-ის ცნობით, მან სკოლა უკრაინაში დაამთავრა და უმაღლესი განათლებაც უკრაინის ევროპულ უნივერსიტეტში მიიღო. მოგვიანებით, ის კომპანია Template Monster-ის უკრაინის ფილიალის დირექტორი და უკრაინის არმიის მხარდამჭერი გახდა. 2014 წელს, რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე "ხალხის პროექტის" ავტორი იყო. იმავე წელს, მან ნიკოლაევოს ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვადიმ მერიკოვის შემოთავაზება მიიღო და მისი მრჩეველი გახდა.

იმავდროულად, ის უკრიანის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დამსახურებისთვის მოხალისის ორდენით დააჯილდოვა. ძალიან მალე დავით არახამია შესყიდვების საკითხებში თავდაცვის მინისტრის სრულუფლებიან წარმომადგენლად დაინიშნა; ადგილობრივი მედიის ცნობით, მის სახელს უკავშირდება დრეს-კოდთან დაკავშირებული ცვლილებები, არახამია სამსახურში "შორტებითა და ნოუთბუქით სიარულის" მომხრეა...

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის მეხსიერებაში შემორჩენილ, ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთს ემოციურად იხსენებს:

"ბავშვობა ყოველთვის იმაზე უკეთესი გახსენდება, ვიდრე სინამდვილეში იყო, თუმცა მე მართლა ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, რადგან გაგრა ნამდვილი მარგალიტი იყო, როგორც მას ადრე უწოდებდნენ... იქ უამრავი, მათ შორის საბჭოთა კავშირის მთელი პარტიული ხელმძღვანელობა ჩადიოდა. იყო უამრავი აგარაკი. გვქონდა პარკი, სადაც მრავალი ეგზოტიკური მცენარე ხარობდა, სადაც ფარშევანგები სეირნობდნენ... იქ გავიზარდე, მეჩვენებოდა, რომ ყველგან ასე უნდა ყოფილიყო. როცა იქიდან წამოვედით, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ეს არის უნიკალური ქვეყანა, რომ იქ ცხოვრობს სტუმართმოყვარე ხალხი, რომელსაც ერთმანეთის დაპატიჟება უყვარს. ჩვენ ვცხოვრობდით ეზოში, სადაც მეზობლები იკრიბებოდნენ და ლოტოს თამაშობდნენ", -ამბობს არახამია.

მისივე თქმით, ომის შემდეგ, როდესაც თბილისში გადავიდა, ქართულ სკოლაში ისწავლა, თუმცა ქართული ენა კარგად არ იცის. "მაშინ ვცდილობდი მესწავლა და კარგადაც ვსწავლობდი. საერთოდ, სკოლა ოქროს მედლით დავამთავრე", - იხსენებს უკრაინული პოლიტიკის აქტიური წარმომადგენელი, რომლის თქმითაც, თბილისში ახლო ნათესავები ჰყავს.

დავით არახამია მიხეილ სააკაშვილზე ამბობდა, რომ მასთან მეგობრობს.

"თავად მოვძებნე და მივედი მასთან, რადგან საქართველოში ყოფნისას, ის ცვლილებები დავინახე, რომელთა გატარებაც დაიწყო და ვიფიქრე, რომ მაგარი იქნებოდა, რომ ეს უკრაინაშიც გვქონოდა. ასე რაღაცნაირად დავმეგობრდით..." - ამბობს არახამია.

რა შეეხება "ბრაუნს", დავით არახამიას თქმით, მისი გვარი ინგლისურად საკმაოდ რთულად ჟღერს, ამიტომ გადაწყვიტა იოლი გამოსავალი ეპოვნა ისე, როგორც ეს ამერიკაშია მიღებული... ერთ დღესაც სახლში დაბრუნებულმა "ბრაუნის" ფირმის საპარსი აღმოაჩინა და ექსპრომტად გადაწყვიტა, რომ ეს მისი ფრევდონიმი იქნებოდა.

უკრაინული მედიის ცნობით, დავით არახამია მეორე ქორწინებაშია. მას 6 შვილი ჰყავს.