პარტნიორები:
    ავტორი:

    "ომი ევროპული გახდა. ის საბოლოოდ გააცნობიერეს..." - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

    "ომი ევროპული გახდა. ის საბოლოოდ გააცნობიერეს..." - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

    გუშინ რეალური გარდატეხა მოხდა. ომი ევროპული გახდა. ის საბოლოოდ გააცნობიერეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი "ფეისბუქში“ წერს.

    „უკვე ნახევარი ევროპა აგროვებს, აწყობს, აგზავნის ჩვენთან იარაღს და ჯავშანტექნიკას. საგრძნობლად გაიზარდა რეალური დახმარების მომწოდებელი სახელმწიფოების სპექტრი. მასშტაბები გაიზარდა”, - წერს მინისტრი.

    ის უკრაინელებს მიმართავს და არწმუნებს, რომ დამნაშავეები, რომლებიც უკრაინაში ქალებსა და ბავშვებს კლავენ, აუცილებლად დაისჯებიან.

    „ძვირფასო უკრაინელებო! წინააღმდეგობის 96 საათი. გამარჯვების, გამბედაობის, თავდადებისა და რწმენის 4 დღე. ტკივილი მათ გამო, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის. მტრის სიძულვილი, რომელიც ხოცავს ჩვენს ქალებსა და ბავშვებს, ანგრევს მშვიდობიან ქალაქებს. ის დაისჯება! აუცილებლად დაისჯება!“- წერს რეზნიკოვი.