ავტორი:

"ვიტალი კლიჩკოს არ უთქვამს, რომ კიევი ალყაშია - მან ცოტა ხსვაგვარად თქვა" - კიევის მერის პრესსპიკერი

"ვიტალი კლიჩკოს არ უთქვამს, რომ კიევი ალყაშია - მან ცოტა ხსვაგვარად თქვა" - კიევის მერის პრესსპიკერი

კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს არ უთქვამს, რომ დედაქალაქი ალყაშია. ამის შესახებ უკრაინულ მედიას მერის პრესსპიკერმა ოკსანა ზინოვიევამ განუცხადა.

მანამდე მედიაში გავრცელდა კლიჩკოს განცხადება, რომლის თანახმადაც მან "ასოშიეითიდ პრესს“ განუცხადა, რომ თითქოს კიევი ალყაშია და სამოქალაქო პირდა ევაკუაცია ვერ ხერხდება.

ზინოვიევას თქმით, ქალაქის მერმა მართლაც მისცა აღნიშნულ მედიასაშუალებას ინტერვიუ, მაგრამ მას არ უთქვამს და მხედველობაში არ ჰქონია, რომ დედაქალაქი ალყაშია და ადამიანთა ევაკუაცია ვერ ხერხდება.

"მაც ცოტა ხსვაგვარად თქვა. ეს არაკორექტული ისტორიაა“ , - აღნიშნა პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ინფორმაცია კიევის ალყის შესახებ სიცრუე და მანიპულაციაა.