პარტნიორები:
    ავტორი:

    "მტრის ჯავშანტექნიკის დიდი კოლონა კიევისკენ მიემართება" - უკრაინის შსს

    "მტრის ჯავშანტექნიკის დიდი კოლონა კიევისკენ მიემართება" - უკრაინის შსს

    უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ვადიმ დენისენკო აცხადებს, რომ მტრის ჯავშანტექნიკის დიდი კოლონა კიევისკენ მიემართება.

    UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ დენისენკომ რადას არხის ეთერში განაცხადა.

    "ამჟამად მთავარი პრობლემა, არის ის, რომ ჯავშანტექნიკის საკმაოდ დიდი კოლონა, რომელიც „V“-ს ფორმით მიემართება ქალაქ კიევისკენ. მაგრამ, ჩვენ ვიცით, სად მიდიან და ჩვენ მზად ვართ მათთვის“, - განაცხადა დენისენკომ.