ავტორი:

ვინ იყო კადიროვის მარჯვენა ხელი, მაგომედ ტუშაევი, რომელიც მედიის ცნობით, უკრაინაში მოკლეს - "ის უკრაინელმა სნაიპერმა ქალმა მოკლა"

ვინ იყო კადიროვის მარჯვენა ხელი, მაგომედ ტუშაევი, რომელიც მედიის ცნობით, უკრაინაში მოკლეს - "ის უკრაინელმა სნაიპერმა ქალმა მოკლა"

მედიის ცნობით, უკრაინაში ჩეჩნეთის ელიტარული ბრიგადის გენერალი, მაგომედ ტუშაევი, რამზან კადიროვის "მარჯვენა ხელი და საბრძოლო ოპერაციების დროს მთავარი საყრდენი", კიევის ოლქის მიმდებარედ, გოსტომელის აეროპორტთან მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ის უკრაინელმა სნაიპერმა ქალმა მოკლა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ჩეჩნური მხარე ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ სინამდვილეში ის ცოცხალია, თუმცა უკრაინული ოფიციალური უწყებები, მედია და რუსეთის ანტიკრემლისტური საინფორმაციო წყაროები, როგორც ტუშაევის დაღუპვაზე, ასევე კადიროვის გვარდიის 141-ე მოტორიზებული პოლკის მნიშველოვან ზიანზე ავრცელებენ ცნობებს.

  • უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველმა, ვიქტორ ანდრუსოვმა აღნიშნა, რომ ტყვემ, სამხედრო პირმა, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა აიყვანეს, დაადასტურა, რომ გარდაცვლილი ჩეჩენი გენერალი მაგომედ ტუშაევია.

"ჩეჩნებს ძალიან დიდი დანაკარგი აქვთ. ჩვენი წყარო იტყობინება, რომ 141-ე მოტოზირებული პოლკი დაკომპლექტებული იყო, კადიროვის განსაკუთრებით ახლო გარემოცვითა და საიმედო პირებით... ეს არის პუტინისა და კადიროვის ერთ-ერთი ყველაზე ელიტური დანაყოფი. ჩეჩნეთის კოლონა უკრაინის არტილერიამ დაბომბა, მათი ნაწილი უკრაინის მიწაში წევს...", - იუწყება "ტელეგრამ" არხი "Вертикаль".

35 წლის ტუშაევი უფრო ადრე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ОМОН -ში მსახურობდა, ამის შემდეგ კი, სწრაფი რეაგირების დანაყოფ Терек - ში რომელიც ჩენჩეთში და დანარჩენ რუსეთშიც, "სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებზე მუშაობდა." 2017 წელს კი, ეროვნული გვარდიის 141-ე სპეციალურ მოტორიზებულ პოლკში გადავიდა, სადაც "განსაკუთრებული დამსახურების გამო", ერთ წელიწადში მისი მეთაური გახდა.

2019 წელს, აღნიშნული სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობა, რამზან კადიროვმა, პუტინის ბრძანებით, "რუსეთის სახელმწიფო ეროვნული ინტერესების უსაფრთხოებაში შეტანილი განსაკუთრებული საბრძოლო დამსახურებისთვის" მედლებით დააჯილდოვა. ნაწილის შემადგენლობა აქტიურად მონაწილეობდა ჩენჩეთში (და არა მხოლოდ) კადიროვისთვის მიუღებელი პოლიტიკის ალაგმვაში, პუტინისა და კადიროსთვის მიუღებელი პერსონების განეიტრალებაში, ან პირდაპირ "გაქრობაში".

"ჩემი ძვირფასი ძმა, კადიროვის ორდენის კავალერი, ოპერატიული დანიშნულების რაზმის გამოცდილი პროფესიოანლი, ყველანაირი სირთულის საქმის ზუსტი შემსრულებელი, მაგომედ ტუშაევი პოლკის მეთაურად დაინიშნება, რითაც კიდევ უფრო განმტკიცება ჩვენი სახელმწოფოს უსაფრთხოება. დარწმუნებული ვარ, ის პოლკის საბრძოლო შესაძლებლობებს კიდევ უფრო აამაღლებს, რუსეთის სამსახურში", - ამბობდა კადიროვი ტუშაევზე და მასზე უკრაინაშიც დიდ იმედებს ამყარებდა.

  • "ვისაც ამ პოლკის ძლევამოსილება გადაჭარბებული ჰგონია, ავუხსნი, რომ რუსეთის გმირის, აჰმად-ჰაჯი კადიროვის სახელობის პოლკი, უკვე 12 წელია რუსეთის ფედერაციის ოპერატიული დანიშნებულების ბატალიონ "სევერის" 4156 ФСВНГ -ის შემადგენლობაში არსებობს და ამ სამხედროების "ღირსეულ გაწრვთნა-მომზადება-აღჭურვაში" მილიარდობით რუბლია დახარჯული. თუმცა, უკრაინის სპეცრაზმისთვის მისი განადგურება შეუძლებელი სულაც არ აღმოჩნდა. ასე რომ, შეხედეთ სიმართლეს თვალებში და დაფიქრდით, სად უშვებთ თქვენს შვილებს. იმიტომ, რომ რუსი ტყვე და დაღუპული სამხედროების შესახებ ვიდეო და ფოტო მასალა არ გავრცელდეს, სოციალური ქსელების ნაწილი დაბლოკეს", წერს სოციალური ქსელში ერთ-ერთი ადგილობრივი სერგეი ლიონოვი.

უკვე არავინ დავობს იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლებაში სამხედროების მოქმედებით უკმაყოფილო არიან. სხვა საკითხია, რა განცხადებებს ავრცელებს კრემლის ოფიციალური მედია, თუმცა, სხვადასხვა მოწოდებებში, რუსები წერენ, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, "თუ როგორ უბადრუკად არიან შემოსილი რუსი სამხედროები."

the Economist-ის ცნობით, რუსეთმა ომის დაწყებიდან მხოლოდ პირველ 24 საათში, უკრაინული არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში იმაზე მეტი სამხედრო დაკარგა, ვიდრე სირიაში, 8 წლის განმავლობაში..