პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნებისმიერი სხვა ქალაქიც გვაწყობდა, რომლის ტერიტორიიდან რაკეტებს ჩვენკენ არ ისვრიან" - ზელენსკი მინსკში მოლაპარაკების გამართვაზე პესკოვს პასუხობს
"ნებისმიერი სხვა ქალაქიც გვაწყობდა, რომლის ტერიტორიიდან რაკეტებს ჩვენკენ არ ისვრიან" - ზელენსკი მინსკში მოლაპარაკების გამართვაზე პესკოვს პასუხობს

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, მინ­სკში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­მარ­თვა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, თუკი რუ­სე­თი ბე­ლა­რუ­სის ტე­რი­ტო­რი­ი­დან არ და­ეს­ხმე­ბო­და უკ­რა­ი­ნას თავს.

"თქვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ი­დან აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბა რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, შეგ­ვეძ­ლო მინ­სკში გვე­ლა­პა­რა­კა. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ად­გი­ლად სხვა ქა­ლა­ქე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინ­და მშვი­დო­ბა, გვინ­და შეხ­ვედ­რა, გვინ­და ომის დას­რუ­ლე­ბა. ვარ­შა­ვა, ბრა­ტის­ლა­ვა, ბუ­და­პეშ­ტი, სტამ­ბუ­ლი, ბაქო - ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ ისი­ნი რუ­სებს. ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ქა­ლა­ქიც გვა­წყობ­და - ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ი­დან რა­კე­ტებს ჩვენ­კენ არ ის­ვრი­ან. ეს არის ერ­თა­დერ­თი გზა, რომ გულ­წრფე­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და ომის დას­რუ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს“,- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ ბე­ლა­რუ­სი ხალ­ხი­სად­მი მი­მარ­თვა­ში.

ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პრესს­პი­კერ­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცია უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის ბე­ლა­რუს­ში უკვე ჩა­ვი­და.

  • გა­მოს­ვლი­სას უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ბე­ლა­რუ­სის მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თა. ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, ბე­ლა­რუ­სის ტე­რი­ტო­რი­ი­დან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ჯა­რე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში რა­კე­ტებს უშ­ვე­ბენ, რის შე­დე­გად იღუ­პე­ბა ხალ­ხი და ნად­გურ­დე­ბა სახ­ლე­ბი.

რო­გორც ზე­ლენ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, გუ­შინ­დე­ლი ღამე სას­ტი­კი იყო.

"დღე­ის სი­ტუ­ა­ცი­ით ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს არც ერთი ობი­ექ­ტი, რო­მელ­საც ოკუ­პან­ტე­ბი არ თვლი­ან მარ­თე­ბულ სა­მიზ­ნედ, ყვე­ლას ებ­რძვი­ან, ყვე­ლა ცო­ცხალ არ­სე­ბას ებ­რძვი­ან - სა­ბავ­შვო ბა­ღებს, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებს და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­საც კი. ისი­ნი იყე­ნე­ბენ სა­რა­კე­ტო არ­ტი­ლე­რი­ას, რა­კე­ტებს მთე­ლი ურ­ბა­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლებ­საც არ აქვთ და არას­დროს ჰქო­ნი­ათ სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

ზე­ლენ­სკის თქმით, ქვეყ­ნის ბევ­რი ქა­ლა­ქი ახლა უბ­რა­ლოდ გა­დარ­ჩა.

"ომში, რო­მე­ლიც ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თქვენ (ბე­ლა­რუ­სი) ჩვენ­თან ერთ მხა­რეს არ ხართ. თქვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ი­დან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ჯა­რე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში რა­კე­ტებს უშ­ვე­ბენ. ჩვე­ნი შვი­ლე­ბი თქვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ი­დან იღუ­პე­ბი­ან, ჩვე­ნი სახ­ლე­ბი ნად­გურ­დე­ბა, ისი­ნი ცდი­ლო­ბენ აა­ფეთ­ქონ ყვე­ლა­ფე­რი, რაც აშე­ნე­ბუ­ლია ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში - და, სხვა­თა შო­რის, არა მხო­ლოდ ჩვე­ნი, არა­მედ ჩვე­ნი მა­მე­ბის, ჩვე­ნი ბა­ბუ­ე­ბის. ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე­ვე დე ფაქ­ტო რე­ფე­რენ­დუ­მია თქვენ­თვის, ბე­ლა­რუ­სე­ლე­ბის­თვის. თქვენ წყვეტთ ვინ ხართ. თქვენ წყვეტთ ვინ იქ­ნე­ბით, რო­გორ შე­ხე­დავთ თქვენს შვი­ლებს თვა­ლებ­ში, რო­გორ შე­ხე­დავთ ერ­თმა­ნეთს, მე­ზობ­ლებს. ჩვენ თქვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი ვართ. ჩვენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ვართ. იყა­ვი ბე­ლა­რუ­სი და არა რუ­სე­თი! ამ არ­ჩე­ვანს თქვენ ახლა აკე­თებთ“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
21

ეხლა გაგახსენდა მამები და ბაბუები.აზოვის ბანდერები დონეცკს~რომ ამწარებდა მაშინ რაო არ გაგახსენდა

-ი-ი-
2

აქ ზოგი სერიოზულად ამტკიცებს რო ზელენსკისმ დაიწყო ომი?! ვერ არიან კარქათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ნებისმიერი სხვა ქალაქიც გვაწყობდა, რომლის ტერიტორიიდან რაკეტებს ჩვენკენ არ ისვრიან" - ზელენსკი მინსკში მოლაპარაკების გამართვაზე პესკოვს პასუხობს

"ნებისმიერი სხვა ქალაქიც გვაწყობდა, რომლის ტერიტორიიდან რაკეტებს ჩვენკენ არ ისვრიან" - ზელენსკი მინსკში მოლაპარაკების გამართვაზე პესკოვს პასუხობს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მინსკში მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელი იქნებოდა, თუკი რუსეთი ბელარუსის ტერიტორიიდან არ დაესხმებოდა უკრაინას თავს.

"თქვენი ტერიტორიიდან აგრესიული ქმედება რომ არ მომხდარიყო, შეგვეძლო მინსკში გველაპარაკა. მოლაპარაკებების ადგილად სხვა ქალაქების გამოყენება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა შეხვედრა, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბული, ბაქო - ჩვენ შევთავაზეთ ისინი რუსებს. ნებისმიერი სხვა ქალაქიც გვაწყობდა - ქვეყანაში, რომლის ტერიტორიიდან რაკეტებს ჩვენკენ არ ისვრიან. ეს არის ერთადერთი გზა, რომ გულწრფელი მოლაპარაკებები და ომის დასრულება შესაძლებელი იყოს“,- განაცხადა ზელენსკიმ ბელარუსი ხალხისადმი მიმართვაში.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში უკვე ჩავიდა.

  • გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის მოქალაქეებს მიმართა. ზელენსკის განცხადებით, ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ჯარები უკრაინაში რაკეტებს უშვებენ, რის შედეგად იღუპება ხალხი და ნადგურდება სახლები.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, გუშინდელი ღამე სასტიკი იყო.

"დღეის სიტუაციით ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი ობიექტი, რომელსაც ოკუპანტები არ თვლიან მართებულ სამიზნედ, ყველას ებრძვიან, ყველა ცოცხალ არსებას ებრძვიან - საბავშვო ბაღებს, საცხოვრებელ კორპუსებს და სასწრაფო დახმარების მანქანასაც კი. ისინი იყენებენ სარაკეტო არტილერიას, რაკეტებს მთელი ურბანული ტერიტორიების წინააღმდეგ, რომლებსაც არ აქვთ და არასდროს ჰქონიათ სამხედრო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ქვეყნის ბევრი ქალაქი ახლა უბრალოდ გადარჩა.

"ომში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, თქვენ (ბელარუსი) ჩვენთან ერთ მხარეს არ ხართ. თქვენი ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ჯარები უკრაინაში რაკეტებს უშვებენ. ჩვენი შვილები თქვენი ტერიტორიიდან იღუპებიან, ჩვენი სახლები ნადგურდება, ისინი ცდილობენ ააფეთქონ ყველაფერი, რაც აშენებულია ათწლეულების განმავლობაში - და, სხვათა შორის, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი მამების, ჩვენი ბაბუების. ეს ყველაფერი ასევე დე ფაქტო რეფერენდუმია თქვენთვის, ბელარუსელებისთვის. თქვენ წყვეტთ ვინ ხართ. თქვენ წყვეტთ ვინ იქნებით, როგორ შეხედავთ თქვენს შვილებს თვალებში, როგორ შეხედავთ ერთმანეთს, მეზობლებს. ჩვენ თქვენი მეზობლები ვართ. ჩვენ უკრაინელები ვართ. იყავი ბელარუსი და არა რუსეთი! ამ არჩევანს თქვენ ახლა აკეთებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.