მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნოე სულაბერიძემ დამირეკა, ნერწყვს ძლივს ყლაპავდა და მომაყარა..." - დაპირისპირება, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად გამოქვეყნებულ ფოტოს მოჰყვა
"ნოე სულაბერიძემ დამირეკა, ნერწყვს ძლივს ყლაპავდა და მომაყარა..." - დაპირისპირება, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად გამოქვეყნებულ ფოტოს მოჰყვა

მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თი შე­იჭ­რა და ქვე­ყა­ნა­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო, თბი­ლის­ში ყო­ველ სა­ღა­მოს იმარ­თე­ბა უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი შეკ­რე­ბე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უკ­რა­ი­ნას სხვა­დას­ხვა სა­ხით უცხა­დე­ბენ მხარ­და­ჭე­რას, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის დრო­შე­ბით, გან­ცხა­დე­ბე­ბი­თა და მხარ­დამ­ჭე­რი პოს­ტე­ბით. მათ შო­რის არი­ან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

უკ­რა­ი­ნას სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­და გა­და­ცე­მა "პრა­იმ­შო­უს“ გუნ­დმაც და მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ხატ­ვის მიზ­ნით, ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, სა­დაც წამ­ყვა­ნე­ბი უკ­რა­ი­ნის დრო­შის ფონ­ზე დგა­ნან.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ზი­ა­რე­ბულ ფო­ტოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

"მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტმა ბექა ყორ­ში­ამ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წამ­ყვა­ნე­ბის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა:

"ამ ფო­ტოს ჰქვია: “ნოე, ბო**იშ­ვი­ლი ვიყო რამე მო­ვი­ფიქ­როთ, თორე სუყ­ვე­ლა დე­დის ტრ...ს გვა­გი­ნებს...”

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ბექა ყორ­ში­ამ კი­დევ ერთი პოს­ტი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც წერს, რომ ფო­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სერ­მა და ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა, ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ მას პი­რა­დად და­უ­რე­კა:

"ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ და­მი­რე­კა, ნერ­წყვს ძლივს ყლა­პავ­და და მო­მა­ყა­რა, მეო, პა­ტივს გცემ და გა­ფა­სე­ბო, ესაო, ისაო, არაა ახლა ჩვე­ნი და­ცინ­ვის დროო.

ნოე, ჩემ­თან და­რეკ­ვას და კაი ტი­პო­ბის მტკი­ცე­ბას ჯობ­და, “იმედ­ში” შენს უფ­როს­თან და­გე­რე­კა და გეთ­ქვა, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის ამ უმ­ტკი­ცე­სი ბრძო­ლის გა­შა­ვე­ბა და დის­კრე­დი­ტა­ცია ბო­რო­ტე­ბაა. ან მა­შინ და­გე­რე­კა ჩემ­თვის, როცა ქა­რელ­ში ჩემი ოპე­რა­ტო­რი მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­აგ­დეს.

მახ­სოვს, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე და კო­ბა­ხი­ძე გა­მო­ვიდ­ნენ ბრი­ფინგზე და თქვეს, ყორ­შია პრო­ვო­კა­ტო­რია და იმ­სა­ხუ­რებ­დაო. ამ გან­ცხა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე კო­ბა­ხი­ძე გა­და­ცე­მა­ში მი­იწ­ვიე და გვიმ­ტკი­ცებ­დი, რომ კარ­გი ტი­პია. ჩემი ამ­ბა­ვი რა მო­სა­ტა­ნია, ზაზა სა­რა­ლი­ძეს აშა­ვებ­დით 6 თვე. გა­და­სა­რე­ვი ხელ­ფა­სია 30 ათა­სი ლარი, მარა ადა­მი­ა­ნო­ბაც გა­და­სა­რე­ვი რა­მეა. ჰოდა, არა­ა­და­მი­ა­ნე­ბი ხართ მანდ ყვე­ლა­ნი და სა­ნამ სახე არ გაგ­ძვრე­ბათ, ვერ მო­ვის­ვე­ნებ...“ - წერს ყორ­შია.

ჟურ­ნა­ლიტს ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უპა­სუ­ხა და და­წე­რა, რომ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ ბუ­ლინ­გის ატა­ნა უწევთ:

ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე:

- ჩვენ ისე­თი პრო­ფე­სია გვაქვს, რომ ზოგ­ჯერ რა­ღა­ცე­ე­ბის ატა­ნა გვი­წევს, მათ შო­რის ბუ­ლინ­გის და ამი­ტომ ყო­ველ­თვის ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში ვცდი­ლობ ცი­ვად გა­ვა­ტა­რო. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში ერთი ბი­ჭუ­ნას უზ­რდე­ლო­ბამ ეს წესი ოდ­ნავ და­მარ­ღვე­ვი­ნა. სამ­წუ­ხა­როდ არ ვიცი რა­ტომ, მაგ­რამ ბლოკ­ში ვარ და ად­რე­სატს ვერ ვპა­სუ­ხობ, რო­მელ­საც მარ­თლა და­ვუ­რე­კე და რაც მო­ის­მი­ნა ჩემ­გან მარ­თლა ყვე­ლა­ფე­რი იყო ქე­ბის გარ­და, ერ­თა­დერ­თი შე­ვე­ცა­დე კო­რექ­ტუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­მე­ყე­ნე­ბი­ნა, რაც კარ­გად გა­მო­მი­ვი­და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო.

ზო­გა­დად, ერთს ვი­ტყვი: რა­ნა­ი­რი "კაცი" უნდა იყო, ასეთ დროს ასე რომ გეღ­ლი­ცი­ნე­ბო­დეს, ბუ­ლინ­გის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის რომ გე­ცა­ლოს და სა­ნამ ჩვენს გულ­წრფელ გან­წყო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ამ ფო­ტოს და­დე­ბით აი­სა­ხე­ბა ადა­მი­ა­ნებს და­გე­შავ, სი­მარ­თლის ლა­პა­რა­კი ის­წავ­ლე და ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­გა­ნი­ვით შე­იყ­ვა­რე ეს ქვე­ყა­ნა, თუმ­ცა ალ­ბათ სამ­წუ­ხა­როდ ეს ყვე­ლას ხვედ­რი არ არის!

p.s ბევ­რი მი­ზე­ზის გამო ვა­მა­ყობ იმით, სა­დაც ვმუ­შა­ობთ და ყო­ველ­თვის ასე იქ­ნე­ბა...“

"პრა­იმ­შო­უს“ წამ­ყვა­ნე­ბი­დან კი­დევ ერ­თმა, ნინო ნა­დი­რა­ძემ და­იმ­სა­ხუ­რა კრი­ტი­კა. რუს­თა­ველ­ზე ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ და­წე­რა - "არის მო­მენ­ტი, როცა ხალ­ხი არ წარ­მო­ად­გენს მთავ­რო­ბას, მაგ­რამ ბევ­რად უკე­თე­სე­ბი არი­ან მათ­ზე", - რის შემ­დე­გაც ნინო ნა­დი­რა­ძემ შემ­დე­გი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

  • "ახა­ლი ამ­ბა­ვი, ჩვე­ნი ხალ­ხი ყო­ველ­თვის უკე­თე­სი იყო, ვიდ­რე ჩვე­ნი მთავ­რო­ბე­ბი."

ნინო ნა­დი­რა­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ დრო­ის­თვის აღარ იძებ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ha haa
5

ბექა ყორშია არის კაცი!! ალუდა ქეთელაურის სულით!! ხოლო ნოე და დანარჩენნი არიან კონფორმისტები და თაბაგარს რომ ადიდებენ ისეთები..!! ყორშია კაცია!! იმიტო რომ ერთი ადგილი აქვს და აკეთებს და ამხელს სატანისტებს!! ანუ ქოცებს!! სატანაა აბა რაჯანდაბაა ერო!! გამოიფხიზლე!! ხალხი ცოცხალ ადამიანს აღმერთებენ!!! ბიძინა ჰყავთ კერპად!!

გიო
18

ქათამი ყორშია რომ ნოეზე რამეს იტყვის სასაცილოა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"ნოე სულაბერიძემ დამირეკა, ნერწყვს ძლივს ყლაპავდა და მომაყარა..." - დაპირისპირება, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად გამოქვეყნებულ ფოტოს მოჰყვა

"ნოე სულაბერიძემ დამირეკა, ნერწყვს ძლივს ყლაპავდა და მომაყარა..." - დაპირისპირება, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად გამოქვეყნებულ ფოტოს მოჰყვა

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა და ქვეყანაში საომარი მოქმედებები დაიწყო, თბილისში ყოველ საღამოს იმართება უკრაინის მხარდამჭერი მრავალათასიანი შეკრებები. საქართველოს მოქალაქეები უკრაინას სხვადასხვა სახით უცხადებენ მხარდაჭერას, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული უკრაინის დროშებით, განცხადებებითა და მხარდამჭერი პოსტებით. მათ შორის არიან ჟურნალისტები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროის წარმომადგენლები.

უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა გადაცემა "პრაიმშოუს“ გუნდმაც და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც წამყვანები უკრაინის დროშის ფონზე დგანან.

სოციალურ ქსელში გაზიარებულ ფოტოს საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

"მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წამყვანების ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

"ამ ფოტოს ჰქვია: “ნოე, ბო**იშვილი ვიყო რამე მოვიფიქროთ, თორე სუყველა დედის ტრ...ს გვაგინებს...”

მოგვიანებით კი ბექა ყორშიამ კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, სადაც წერს, რომ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, გადაცემის პროდიუსერმა და ერთ-ერთმა წამყვანმა, ნოე სულაბერიძემ მას პირადად დაურეკა:

"ნოე სულაბერიძემ დამირეკა, ნერწყვს ძლივს ყლაპავდა და მომაყარა, მეო, პატივს გცემ და გაფასებო, ესაო, ისაო, არაა ახლა ჩვენი დაცინვის დროო.

ნოე, ჩემთან დარეკვას და კაი ტიპობის მტკიცებას ჯობდა, “იმედში” შენს უფროსთან დაგერეკა და გეთქვა, რომ უკრაინელი ხალხის ამ უმტკიცესი ბრძოლის გაშავება და დისკრედიტაცია ბოროტებაა. ან მაშინ დაგერეკა ჩემთვის, როცა ქარელში ჩემი ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

მახსოვს, რამდენიმე საათში, მამუკა მდინარაძე და კობახიძე გამოვიდნენ ბრიფინგზე და თქვეს, ყორშია პროვოკატორია და იმსახურებდაო. ამ განცხადებიდან მალევე კობახიძე გადაცემაში მიიწვიე და გვიმტკიცებდი, რომ კარგი ტიპია. ჩემი ამბავი რა მოსატანია, ზაზა სარალიძეს აშავებდით 6 თვე. გადასარევი ხელფასია 30 ათასი ლარი, მარა ადამიანობაც გადასარევი რამეა. ჰოდა, არაადამიანები ხართ მანდ ყველანი და სანამ სახე არ გაგძვრებათ, ვერ მოვისვენებ...“ - წერს ყორშია.

ჟურნალიტს ნოე სულაბერიძემ სოციალურ ქსელში უპასუხა და დაწერა, რომ რიგ შემთხვევებში, პროფესიიდან გამომდინარე, მათ ბულინგის ატანა უწევთ:

ნოე სულაბერიძე:

- ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს, რომ ზოგჯერ რაღაცეების ატანა გვიწევს, მათ შორის ბულინგის და ამიტომ ყოველთვის ასეთ შემთხვევებში ვცდილობ ცივად გავატარო. თუმცა ამ შემთხვევაში ერთი ბიჭუნას უზრდელობამ ეს წესი ოდნავ დამარღვევინა. სამწუხაროდ არ ვიცი რატომ, მაგრამ ბლოკში ვარ და ადრესატს ვერ ვპასუხობ, რომელსაც მართლა დავურეკე და რაც მოისმინა ჩემგან მართლა ყველაფერი იყო ქების გარდა, ერთადერთი შევეცადე კორექტული ვყოფილიყავი და შეურაცხყოფა არ მიმეყენებინა, რაც კარგად გამომივიდა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო.

ზოგადად, ერთს ვიტყვი: რანაირი "კაცი" უნდა იყო, ასეთ დროს ასე რომ გეღლიცინებოდეს, ბულინგის ორგანიზებისთვის რომ გეცალოს და სანამ ჩვენს გულწრფელ განწყობაზე, რომელიც ამ ფოტოს დადებით აისახება ადამიანებს დაგეშავ, სიმართლის ლაპარაკი ისწავლე და ნებისმიერ ჩვენგანივით შეიყვარე ეს ქვეყანა, თუმცა ალბათ სამწუხაროდ ეს ყველას ხვედრი არ არის!

p.s ბევრი მიზეზის გამო ვამაყობ იმით, სადაც ვმუშაობთ და ყოველთვის ასე იქნება...“

"პრაიმშოუს“ წამყვანებიდან კიდევ ერთმა, ნინო ნადირაძემ დაიმსახურა კრიტიკა. რუსთაველზე ათასობით ადამიანის შეკრების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა - "არის მომენტი, როცა ხალხი არ წარმოადგენს მთავრობას, მაგრამ ბევრად უკეთესები არიან მათზე", - რის შემდეგაც ნინო ნადირაძემ შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

  • "ახალი ამბავი, ჩვენი ხალხი ყოველთვის უკეთესი იყო, ვიდრე ჩვენი მთავრობები."

ნინო ნადირაძის მიერ გამოქვეყნებული პოსტი სოციალურ ქსელში ამ დროისთვის აღარ იძებნება.